ხარიზმა ინტერნეიშენელ
995 32 2 14 84 84 / 995 591 67 30 00
სანაპიროს ქუჩა 8ა, თბილისი
ჩვენ შესახებ

საერთაშორისო ტურისტული კომპანია „ხარიზმა ინტერნეიშენელ“ დაარსდა 2017 წელს.

ტურისტული კომპანია „ხარიზმა ინტერნეიშენელი“ შეიქმნა დასუფთავების კომანია „ხარიზმას“ ბაზაზე. თავად „ხარიზმა“ თავის ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და ხარისხით. 

სტარტაპერის სტატუსის მიუხედავად, ჩვენი კომპანია არის სწრაფად მზარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია.

ჩვენი გამოვირჩევით განსაკუთრებული სიზუსტის და გამორჩეული ხარისხის მომსახურებით, როგორც გარე ისევე, შიდა ტურიზმის მიმართულებით. ჩვენი პირდაპირი საერთაშორისო და ადგილობრივი კავშირები, გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები. 


„ხარიზმა ინტერნეიშენელის“ უმთავრესი მიზანია, მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ზედმიწევნით ზუსტად და პროფესონალურად შეურჩიოს, შესაბამისი ტური, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, როგორც დაბალბიუჯეტიან, ასევე საშუალო და განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მომხმარებლებს. ჩვენი მომსახურების ჩამონათვალში შედის:

ü  ყველა სახეობის ტური, თუ ექსკურსია, როგორებიცაა მაგალითად: სამთოსათხილამურო, კულტურული, ეკო, პილიგრიმული, მუსიკალური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სხვა.

ü  ავიაბილეთები დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერი მიმართულებით.

ü  ყველა სახის სატრანსპორტო მომსახურება, მაგალითად: რკინიგზისა და ავტობუსის ბილეთები, ავტომანქანების ქირაობა, ტრანსფერების ორგანიზება, მსოფლიო მასშტაბით.

ü  საკრუიზო თუ სალაინერო მოგზაურობის ორგანიზება.

ü  ნებისმიერ კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებაზე დასწრების ორგანიზება.

ü  სავიზო მომსახურების გაწევა.

ü  სამოგზაურო დაზღვევა.

ჩვენი მოქმედების არეალი შეუზღუდავია ჩვენი პირდაპირი კონტრატების წყალობით. „ხარიზმა ინტერენეიშენელის“ პროფესიონალთა გუნდი მომსახურებას გაგიწევთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში: საქართველოში, ევროპის მაშსტაბით, აზიაში, ოკეანეთში, აფრიკასა და ამერიკის კონტინენტებზე. ჩვენთვის მომხმარებლის სურვილი უპირატესია, შესაბამისად მოთხოვნიდან გამომდინარე შეგვიძლია გამოგზაუროთ ისეთ ეგზოტიკურ ადგილებში, როგორიცაა: ამაზონიის ჯუნგლები, საჰარის უდაბნო, ჰიმალაის მთები, ანტარქტიდა და კოსმოსიც კი!


თქვენი მოგზაურობის მაქსიმალური კომფორტისთვის, ზუსტი, სწრაფი და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი შემოთავაზებისთვის ჩვენ დავამყარეთ პირდაპირი კონტაქტები მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო სატრანსპორტო და ტურისტულ კომპანიებთან როგორიცაა: “Deutche Bahn”, “Eurolines”, “Rental Cars”, “Sayama Travel”, “Pegast Tourstik”,“Coral Travel”, და ა.შ. 


„ხარიზმა ინტეტნეიშენელში“ მოგემსახურებიან გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლები. გვენდეთ და ყოველთვის მოლოდინზე მეტს, მიიღებთ.

 

სულ - 37

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, შენ ეთანხმები Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაცისათვის იხილეთ Cookie პოლიტიკა