ტურის კატეგორიები

აირჩიეთ მიმართულება

ტურის კატეგორიები

სასტუმროების კატეგორიები

Milky Way ⊙ ფრინველებზე დაკვირვება ჯავახეთის ტბებზე

დამატების თარიღი: 2017-07-04 18:56:25

მიმართულება: გამყვანი ტურები

პერიოდი: 2017-07-30 - 2017-07-30

30.00

ნახვები: 1702

რჩეულებში

ტურის ორგანიზატორი:

Milky Way Travel Milky Way Travel

571 02 67 03

ყველა ტური

m.makharadze@artlover.com

https://www.facebook.com/MilkyWayLTD/

ეგზოტიკის მოყვარულებს ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ:

ვისაც ნამდვილი რუხი წეროს ბუნებრივ გარემოში ხილვა გსურთ, შემოგვიერთდით,

მივაშუროთ მადათაფას ტბას სადაც ავალთ ფრინველებზე დაკვირვების კოშკურაზე,

ჭოგრიტს მოვიმარჯვებთ და წყლის ზედაპირზე მოფარფატე ფრინველების ყურებით დავტკბებით,

ან სულაც, ფოტონადირობას გავმართავთ.

მშვენიერ დღეს კი იქვე, ტბის ნაპირას გამართულ საპიკნიკე ტერიტორიაზე დავასრულებთ.
 


► ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე
► ტურის ღირებულება: 30 ლარი

 


ღირებულება მოიცავს:
■ ტრანსპორტირებას;
■ გამყოლის მომსახურებას;
■ ფოტო გადაღებას.



► შეკრების დრო და ადგილი: 06:30 ვარდების მოედანი, ველოსიპედის ძეგლი, 07:00 გასვლა თბილისიდან;
 


რას მოვინახულებთ?
☑ ფოკის დედათა მონასტერს;
☑ მადათაფის ტბა - დილით ადრიანად პირველი ამ ტბას ვესტუმრებით რათა დავაკვიერდეთ ფრინველების გადაფრენას ^_^
☑ ბუღდაშენის ტბა - დურბინდის ტრიალით რომ დავიღლებით გამოვემგზავრებით ბუღდაშენი ტბის მოსანახულებლად;
☑ გორელოვკა - ესაა ჩვენი მომდევნო ობიექტი, მოვინახულებთ სოფელს და სოფლის მოსახლეობას - დუხობორებს;
☑ ხანჩალის ტბა - ერთ ერთი ულამაზესი ტბა ჯავახეთში;
☑ პიკნიკი ტბაზე;
☑ ნინოწმინდა;
☑ აი საღამოს კი რა უნდა ნახო თუ არა საღამოს ტბა - ულამაზესი და თვალწარმტაცი ტბა მთელს ამ ტერიტორიაზე; 
22:00 დავბრუნდებით საოცარი ემოციებით აღსავსენი თბილისში.


► ფრინველების სახეობები:
ფასკუნჯი;
ხუჭუჭა ვარხვი;
რუხი წერო;
ყარყატი;

_________________________________________________

აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ტურზე!

მსურველებმა მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელ. ნომრებზე:
✆ 571 02 67 03