ტურის კატეგორიები

შიდა ტურები

ტურის კატეგორიები

ტური: აკაკის აკვანი

დამატების თარიღი: 2017-12-07 15:26:02

მიმართულება: შიდა ტურები

პერიოდი: 2017-12-10 - 2018-01-01

27.00

ნახვები: 50

რჩეულებში

ტურის ორგანიზატორი:

გარულა თრეველი გარულა თრეველი

551311500

ყველა ტური

garulatravel@gmail.com

https://www.facebook.com/Garula2016/

ტურისტული კომპანია

Garula Travel

გეპატიჟებათ „აკაკის ტურში“, ერის მგოსნის, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმისა და ადგილობრივი ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად.

აკაკი წერეთლის სახელწიფო მუზეუმი მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში, თბილისიდან 165 კმ-ში, ხოლო ქუთაისიდან - 90 კმ-ში. ორივე მხრიდან დაკავშირება შეიძლება საავტომობილო გზით, ქუთაისიდან შესაძლებელია რკინიგზითაც.

უმთავრესი ობიექტია როსტომის სასახლე, რომელიც შენარჩუნებულია პირვანდელი სახით და წარმოადგენს რეგიონში ერთ-ერთ უძველეს ნაგებობას. იგი აშენებულია როსტომ წერეთლის მიერ 1834 წელს. მემორიალს გააჩნია დამხმარე ნაგებობები, რომელთაგან აღსანიშნავია: მარანი, სასიმინდე, ბეღელი და სხვა.

მსურველებს შეუძლიათ დააგემოვნონ აკაკის მარანის ღვინო, ძირითადად ციცქას ჯიშის. მიმდინარე წლის სექტემბერში მწყობრში ჩადგა საგამოფენო დარბაზი - მდიდარი ექსპოზიციითა და მემორიალური ნივთებით.

სოფელ სავანეში აკაკის ძიძისეული ქოხის დათვალიერებისას

შესაძლებელია 1046 წელს აგებული წმინდა გიორგის

ერთნავიანი ბაზილიკის მონახულებაც.

ტარიფები:

·         მოსწავლეთათვის - 1  ლარი

·         სხვა დანარჩენ  მნახველთათვის  - 2  ლარი

·         ექსკურსიამძღოლის  მომსახურება 10  ლარი

·         უცხოელთა  მომსახურება  ერთ  პირზე  5  ლარი.