Aviabiletebi

ტურის კატეგორიები

შიდა ტურები

ტურის კატეგორიები

ag

კორპორატიული ტური კახეთში !

დამატების თარიღი: 2017-11-14 13:45:56

მიმართულება: შიდა ტურები

პერიოდი: 2017-11-25 - 2017-12-31

230.00

ნახვები: 121

რჩეულებში

ტურის ორგანიზატორი:

 TIFLIS TRAVEL TIFLIS TRAVEL

+995 32 235 20 02

ყველა ტური

info@tiflistravel.ge

www.tiflistravel.ge

გსურთ კორპორატიული საღამო განსხვავებულად გაატაროთ ?

ქალაქიდან შორს ? კოლორიტულ კახეთში ,სადაც მიხო პაპამ უკვე დაწურა ყურძენი, გამოხადა არაყი და ელოდება სტუმრებს დროის გასატარებლად!

ხოდა წავიდეთ და მოვილხინოთ !

მოვინახულოთ ზამთრის კახეთი და  თოვლიანი კავკასიონი,

შემოვიაროთ კახეთის ყველა ისტორიული ადგილი.

მოვეფეროთ ერთმანეთს,

დავლიოთ ბევრი კახური!

ვიცეკვოთ ბევრი ქართული!

1 დღე

08:00 გასვლა თბილისიდან ,გზა კახეთისკენ ცივ გომბორის ქედის გავლით

10:00 ჩასვლა თელავში ,განთავსება სასტუმროში

საუზმე ქალაქში (ამ საუზმის ღირებულებას გადავიხდით ჩვენ თვითონ, მომდევნო დღისას კი მოგვართმევენ სასტუმროში )

12:00 გასვლა ალავერდის მიმართულებით

მთელი დღე დავუთმობთ ექსკურსიებს თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტის მიმართულებით

მოვინახულებთ-ალავერდს, იყალთოს, წინანდალს, გავისეირნებთ თელავის ქუჩებში

18:00 გავემართებით მთავარი ღირსშესანიშნავობის მიმართულებით ,მოსალხენად და საღამოს დასაწყებად.

ადგილი წარმოადგეს  ადგილობრივ მარანს, სადაც იწურება ყურძენი დიდ ქვევრებში და კეთდება ნამდვილი კახური ქვევრის ღვინო.

მოგვიწყობენ მასტერკლასებს -გავაკეთებთ თათარას, ამოვავლებთ ჩურჩხელას, გამოვაცხობთ დედას პურს!

გაიშლება კახური სუფრა , ამღერდება მრავალჟამიერი , აგუგუნდება დოლ-გარმონი!

ვიქეიფებთ სანამ არ მოგვწყინდება!

 

 

2 დღე

10:00 საუზმე

11:00 გამგზავრება ყვარლის მიმართულებით

მოვინახულებთ

გრემს, ყვარელში ვეწვევით ღვინის მარანს -ხარება ,სადაც ჩაგვიტარებენ ექსკურსიას ,მოგვიწყობენ დეგუსტაციას!

ვისადილებთ რესტორანში ,რომელსაც ავირჩევთ თქვენი სურვილის მიხედვით (სადილის ღირებულებას იხდით თქვენ)

ყვარლის შემდეგ, გეზს ავიღებთ სიღნაღისკენ ,შემდეგ კი მოვილოცავთ ბოდბეს!

ექსკურსიას დავამთავრებთ საღამოს, ბოდბის მონასტრის მონახულებით და გამოვემგზავრებით თბილისისკენ!

 

ღირებულებაში შედის:

მომსახურება კომფორტაბელური ტრანსპორტით

სასტუმრო თელავში ,დილის საუზმით

სადღესასწაულო  ვახშამი და მასტერ კლასები პირველი დღის საღამოს, ღვინის მარანში.

დეგუსტაცია და ექსკურსია ყვარელში, ხარებაში

 

ღირებულებაში არ შედის:

პირველი დღის საუზმე

წინანდლის მუზეუმში შესასვლელი ბილეთები

მეორე დღის სადილი

ტურის ღირებულება:

10 კაციან ჯგუფში  - ერთი ადამიანის ღირებულება 265 ლარი

15 კაციან ჯგუფში  - ერთი ადამიანის ღირებულება 245 ლარი

20 კაციან ჯგუფში  - ერთი ადამიანის ღირებულება 230 ლარი

თბილისი ,დაგვირეკეთ T +995 574110640