ტურის კატეგორიები

შიდა ტურები

ტურის კატეგორიები

ag

ხუთ - დღიანი V.I.P ტური სვანეთში (მესტია - უშგული - ლატალი)

დამატების თარიღი: 2017-09-13 16:45:35

მიმართულება: შიდა ტურები

პერიოდი: 0000-00-00 - 0000-00-00

0.00

ნახვები: 2034

რჩეულებში

ტურის ორგანიზატორი:

GEORGIA.EXPRESS AND TRAVEL GEORGIA.EXPRESS AND TRAVEL

(+995) 577535787 (Viber.--- Whatsapp) ან (+995) 555946463

ყველა ტური

georgia.express.travel@gmail.com

http://travel-turist.com/

მარშრუტი: თბილისი - ზუგდიდი - მესტია - უშგული - ქორულდის ტბები - თბილისი;    

ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო - ტური;

სატრანსპორტო საშუალება:  მინივენი  ან  მიკრო ავტობუსი;

სასტუმრო მესტიაში  ლინკი:  Guesthouse Gvaldiri   სასტუმრო არის ორი და სამ ადგილიანი ინდივიდუალურისველი წერტილით.

კვება: ორჯერადი (გზის კვების გარდა);

განთავსება: საოჯახო ტიპის სასტუმრო;

ტურის ხანგძლიობა: 4 ღამე / 5 დღე;    

მანძილი: ერთი მიმართულებით 550 კმ.

ტურის დეტალური აღწერა:

პირველი დღე: თბილისი - ზუგდიდი - ენგურის წყალსაცავი - მესტია

პირველ დღეს ვნახავთ: დადიანების სახლმუზეუმი, ენგურის კაშხალი.  მესტია.

06:00 გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით;

13:00 დადიანების მუზეუმი ზუგდიდში.

14:00 სადილი ენგურის წყალსაცავზე საკუბდარეში (სურვილისამებრ);

19:00 მესტია. დაბინავება სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.

მეორე დღე: მესტია - ჰაწვალი - მჟავე წყლები - ლენჯერი - ლატალი

მეორე დღეს ვნახავთ: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანის მუზეუმი, სათხილამურო მთა ჰაწვალი.  სოფელი ლენჯერი, სოფელი ლატალი.

07:00 საუზმე სასტუმროში;

08:00 მესტიის კულტურილული ძეგლების დათვალიერება. ხერგიანების მუზეუმი, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმი.

12:00 საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე საიდანაც იშლება მწვერვალ "უშბას" ულამაზესი პანორამული ხედები;

14:00 სადილი მესტიაში, მინერალური წყლების დაგემოვნება (სურვილისამებრ);

16:00 სოფელი ლენჯერი - ლენჯერის კულტურული ძეგლების დათვალიერება;

18:00 სოფელი ლატალი - ლატალის კულტურული ძეგლების მონახულება;

20:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში;

მესამე დღე: მესტია - უშგული - მესტია

მესამე დღეს ვნახავთ: სიყვარულის კოშკი, უშგული, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკები,  ლამარის ციხე კოშკი. სოფელი კალა.

07:00 საუზმე სასტუმროში;

08:00 გამგზავრება  უშგულის  მიმართულებით.  გავჩერდებით  მჟავე წყლებთან;

10:00 გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი. კოშკზე ასვლა;

12:00 უშგული (აქ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ცხენების ქირაობა 50 ლარად). ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.

15:30 სადილი საველე პირობებში (ლანჩი სურვილისამებრ)

16:00 სოფელი კალა სადაც თუ საკმარისი დრო იქნა ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ის მხატვრობა).

20:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში;

ფეხით სავალი მონაკვეთი: უშგულში 500 მეტრი.

მეოთხე დღე: ალპური ლაშქრობა

მეოთხე დღეს ვნახავთ: ქორულდის ტბები.

07:00 საუზმე სასტუმროში;

07:00 გამგზავრება სვანეთის ქედზე ... ასვლა ზღ. დონიდან 2850 მეტრზე. ამ ადგილიდან ტურისტებს საშუალება ექნებათ, ზემოდან გადახედონ ზემო სვანეთის სოფლებსა და ენგურის ხეობას, ასევე კავკასიონის მყინვარებს, შხარა, თეთნულდი, უშბა, მყინვარი ლაილა და სხვ. ვეწვევით ულამაზეს ქორულდის ტბას.

14:00 სადილი საველე პირობებში (ლანჩი  სურვილისამებრ).

20:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში;

ფეხით სავალი მონაკვეთი 9 კმ. (შესაძლებელია ცხენების დაქირავება + 50 ლარი)

მეხუთე დღე: მესტია - ზუგდიდი - მარტვილი - თბილისი

08:00 საუზმე სასტუმროში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით;

13:00 ნავებით გასეირნება მარტვილის კანიონებში;

21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

 

ფასი: 550 ლარი -   სრული პაკეტი
ფასი: 450 ლარი -  ორჯერადი კვებით. (კანიონის ბილეთების  და. მუზეუმების მოსკრებელის გარეშე).
ფასი: 400 ლარი -  საუზმით.  (მუზეუმების მოსკრებელის და კანიონის ბილეთების გარეშე)
ფასი: 350 ლარი -  სასტუმროში განთავსება, ტრანსპორტირება და გიდის მომსახურება (მუზეუმების მოსკრებელის და კანიონის ბილეთების გარეშე). 

 

  • ჯგუფის მინიმალური ოდენობა: მინიმუმ 6 კაცი. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.

 

-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი:  ქ. თბილისი ვარდების მოედანი (ველოსიპეტის ძეგლთან).  გასვლა 06:00 საათზე

-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი:   ქ. გორი,  მომსახურეობის საგენტოს მიმდებარე ტერიტორია. 

-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი:   ქ. რუსთავი   (სასტუმრო რუსთავის მიმდებარე ტერიტორია) 

 

სრული პაკეტის ღირებულებაში შედის:

· ტრანპორტირება კომფორტული MINIVAN  და  MERSEDES   SPRINTER;

· ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 4 ღამე;

· ორჯერადი კვება (გზის კვების გარდა);

· ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;

· ჰაწვალის საბაგიროთი ასასვლელი ბილეთი;

· მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები;

 

ღირებულებაში არ შედის:

· ალკოჰოლური სასმელი.

·  გზის კვება.

.  სადილი

·  პირადი მოთხოვნები.

 

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

website:  http://travel-turist.com 

MEIL:  georgia.express.travel@gmail.com 

TEL: (+995) 577-53-57-87( VIBER.--Whatsapp),

     (+995) 555-94-64-63

 

- გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში!.
არ ვსვამთ ალკოოლურ სასმელს სიარულისას! (პიკნიკის დროს კი ბატონო, ოღონდ ზომიერად)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
არ ვბილწსიტყვაობთ!!!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად!!