Aviabiletebi

ტურის კატეგორიები

შიდა ტურები

ტურის კატეგორიები

ტური თუშეთში თუშ გიდთან ერთად

დამატების თარიღი: 2017-07-17 00:54:58

მიმართულება: შიდა ტურები

პერიოდი: 2017-07-21 - 2017-07-23

1.00

ნახვები: 149

რჩეულებში

21-22-23 ივლისი 3 დღე თუშეთში <3 <3 <3 551 836 777

1) დ ღ ე: კახეთიდან მდინარე სტორის ულამაზესი ხეობის გავლით ავდივართ საქართველოში ყველაზე მაღალ თორღვას აბანოს სამანქანე უღელტეხილზე (2900 მ ზღვის დონიდან). აქედან კახეთის და თუშეთის ულამაზესი ხედები იშლება. გზაზე საშუალება გვექნება ვნახოთ ჩანჩქერები, ზვავები, სუბალპური და ალპური მდელოები, ცენტრალური კავკასიონის ქედის ულამაზესი, დათოვლილი მწვერვალები. შევივლით სოფელ ომალოში თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობის ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრში, დავათვალიერებთ მცირე მუზეუმს. ფოტო გალერეის მეშვეობით გავეცნობით თუშურ კულტურას და ტრადიციებს. საოჯახო სასტუმროში სადილის შემდეგ დავათვალიერებთ სოფელ შენაქოს, წმ. სამების ტაძარს, ტრადიციულ ლუდსახარშს, სოფელს დიკლოს და ბიჭეხის ციხის კომპლექსს დაღესტნის საზღვარზე. 2) დ ღ ე: ავალთ ნაყაიჩოს ქედზე (2500 მ. ზღვის დონიდან)რომელიც თუშეთის შუაგულში მდებარეობს და თუშეთის დიდი ნაწილი მოსჩანს. შემდეგ პირიქითის ხეობის სოფლებს: თუშეთის არქიტექტურულ მუზეუმად გამოცხადებული სოფელ დართლოს(იუნესკოს საცდელი ვერსია 2007წ), ციხე-სოფელ კვავლოს, ჭეშოს, ფარსმას, სადაც მდებარეობს ე.წ. „თეთრი ციხე“ საიდანაც ერეკლე II ელჩებს გზავნიდა რუსეთში. შემდეგ გომეწრის ხეობის სოფლებს ბოჭორნას (ყველაზე მაღალა მდებარე სოფელი 2350მ), ულამაზესი, ვრცელი ხეობის ხედებით, მთის კალთებზე მიმოფანტული სოფლებით. სოფელ დოჭუს – სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია უძველესი არქიტექტურით ნაშენი 3 სართულიანი ციხე – სახლები. საღამოს ტრადიციულ, თუშურ ხინკალს მივირთმევთ.

3) დ ღ ე: ნასოფლარ აგეურთას, ზემო ომალოში კესელოს ციხე–კოშკების კომპლექსს, საიდანაც თუშეთის 2 ვრცელი ხეობა ჩანს. ომალოს გადასახედს, ქუეს გადასახედს.

 

ღირებულებაში შედის: კვება 3-ჯერადი, ტრანსპორტი – (გამოცდილი, ადგილობრივი მძღოლები), საოჯახო სასტუმრო, გიდი. ტრადიციული, თუშური ხინკალი, უგემრიელესი კოტორი (ხაჭაპური), ღვინო და არაყი.

* სასტუმროში გვაქვს კუთხე სადაც საშუალება გექნებათ შეიძინონ თუშური ხელსაქმის ნიმუშები: წინდები, ჩითები, თექის ნამუშევრები.

* სასტუმროში აგრეთვე არის „მწვანე კუთხე“ სადაც განთავსებულია თუშეთში არსებული უნიკალური სამკურნალო მცენარეების ნიმუშები. დაინტერესებული ადამიანები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მათი სამკურნალო თვისებების შესახებ. *თუშეთში ტურისტული სეზონი 25 მაისიდან 10 ოქტომბრამდე გრძელდება.

*გასვლა თბილისიდან – მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორია 7:00 სთ ტელ: 551 836 777

P.S. ტურის მოწყობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დღეებში.