Green Zebra • მწვანე ზებრა
558 10 26 16; 598 36 23 39
ქინძმარაულის ქ20
ჩვენ შესახებ

 

განსხვავებული მარშრუტების, პროფესიონალი ორგანიზატორების, კომპეტენტური  გიდების, უსაფრთხოების ზომების დაცვისა და მაღალი ხარისხის მომსახურების წყალობით "მწვანე ზებრამ" მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული. დღეს, "მწვანე ზებრა" ქართული სალაშქრო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა და აერთიანებს ტურიზმის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:

1. ლაშქრობა - ყველასგან განსხვავებული სალაშქრო მარშრუტები მთელს საქართველოში.

2. ექსკურსია( #მსუბუქი ) - პოპულარული, ყველასათვის ცნობილი და ყველაზე მოთხოვნადი მარტივი ტურები მათთვის, ვისაც ფეხით სიარულს კომფორტული მგზავრობა ურჩევნია.

3. #ჩანჩქერინგი - ჩანჩქერებზე დაშვება სპეციალური აღჭურვილობით (სამთო ქამარი, თოკები) ყველა მსურველისთვის, ვისაც უნდა მიიღოს ადრენალინის ჭარბი დოზა.

4. #კანიონინგი-ექსტრემალური გართობის საშუალება. მხოლოდ მამაცებს და გამოცდილებს შეუძლიათ შეუერთდნენ ზოლიან კანიონერებს.

5. ურბანული და შავი ტურიზმი(#თუნგი) - თანამედროვე ცივილიზაციის მიტოვებული ნაშთები: ქარხნები, ბუნკერები, ობსერვატორიები და გვირაბები. ასევე მიტოვებული, დაჟანგებული სამხედრო და სამოქალაქო ტექნიკა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "სტალკერების" სამყაროში.

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, შენ ეთანხმები Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაცისათვის იხილეთ Cookie პოლიტიკა