ბიუჯეტი

ID: 40440
1
2
3
4
5
6
7
8
9
10

დაივინგის ტური

180 GEL

კონტაქტი

ბათუმი, ბარათაშვილის ქ.N29ა
natia30@gmail.com
577422122; 514161010

მდებარეობა - ხანგრძლივობა

168 დღე - 167 ღამე

ტურის გამართვის პერიოდი

01/05/18 - 15/10/18

კონტაქტი

ბათუმი, ბარათაშვილის ქ.N29ა
natia30@gmail.com
577422122; 514161010

გაზიარება

მოგესალმებით. მე შემიძლია შემოგთავაზოთ დაივინგი-წყალქვეშა ყვინთვა შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან, კერძოდ კი სარფისა და კვარიათის სანაპიროდან, რადგან საინტერესო ატმოსფერო უფრო ამ ნაწილშია. მომსახურებაში გთავაზობთ მთლიან აღჭურვილობას: მასკა, ბოტებს, ლასტებს, კოლსონს, ბალონს, ბალონში იქნება 220 ატმოსფერული წნევა. 

დაინტერესებულ პირთა წრე იყოფა ორად: ვისაც გამოცდილება აქვს და ვინც პირველად ცდილობს ეზიაროს წყალქვეშა ბუნებას. პირველად ჩამსვლელებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, პატარა სავარჯიშო კურსი და ამის შემდეგ მივდივართ სიღრმეზე. თუ პიროვნებას გამოცდილება აქვს უფრო მეტი დროით უწევს ყოფნა წყალქვეშ და უფრო ღრმად, მაგრამ ინსტრუქტორი მაინც მიყვება. 

როცა ტურისტი გამოთქვამს დაინტერესებას დაივინგით ის აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი, რომ არ წარმოიქმნას რაიმე ხელისშემშლელი პირობა. არ უნდა იყოს ნაბახუსევი. ასევე შესაძლებელია ათი წლის ზემოთ ბავშვების ჩაყვანა სიღრმეზე. 

ყვინთვის დაწყების წინ ბალონი არის სავსე, მომზადება და ინსტრუქტაჟი ტარდება დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. ერთი ბალონით ყვინთვაც ამავე დროის ინტერვალითაა ესაძლებელი. ერთი ბალონის ღირებულებაა 65 ევრო. ამ თანხაში შედის ტრანფერი, ფოტო და ვიდეო გადაღება(მოკლე ვიდეო). მე შემიძლია ერთდროულად ათი ადამიანი ჩავიყვანო სიღრმეზე, ამაში დამეხმარებიან სხვა ინსტრუქტორებიც, რათა ყურადღება ერთნაირად დაბალანსდეს ყველა ტურისტზე. დაგვიკავშირდით, თქვენ ამით მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას და დატკბებით წყალქვეშა სილამაზით და სანახაობებით.

 

მსგავსი ტურები
ტურისტული კომპანიები
ყველა ტურისტული კომპანია arrow
რეიტინგის არჩევა
კომფორტი:
(150)
სისუფთავე:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
შენი განხილვა