national delicacy

ერთდღიანი ტური კახეთში

  • ID: 8414
  • ნახვები: 29484
complogo
ნიუ თრეველ ტურს
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

თბილისიდან გავემგზავრებით საქართველოს ერთ-ერთ ენით აღუწერელი სილამაზითა და განსაკუთრებული გეოგრაფიული თავისებურებებით გამორჩეულ მხარეში -კახეთში, სადაც მოგვეცემა საშუალება მოვინახულოთ და გავეცნოთ კახეთში მდებარე ღირშესანიშნაობებიდან რამდენიმე ძეგლი :  იყალთო (VI ს), რომელიც წარმოადგენდა მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. აქ დაფუძნდა უმაღლესი სკოლა-აკადემია, სადაც მოღვაწეობდა წმინდანად შერაცხული ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი, რომელიც იყო წმიდა მეფის -დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი. იგი დაკრძალულია იყალთოში მონასტრის დამაარსებლის - წმიდა ზენონის გვერდით. ალავერდი (XIს) - დაარსებულიაVI ს-ში ასურელი მამის იოსებ ალავერდელის მიერ, რომელიც იქვეა დაკრძალული. ალავერდი მნიშვნელოვანი სასულიერო და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. გრემი (XVI), სადაც ფუნქციონირებს გრემ-ნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი. აქ შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, მარანი ქვევრებითა  და საწნახელით, სავაჭრო და მეფე - დიდებულთა უბნები, სადაც შემორჩენილია დიდებულთა აბანოს ნაშთები. ნეკრესი (IV-VI)- ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი. ნეკრესი არა მარტო სასულიერო, საგანმანათებსლო და კულტურული, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრიც იყო. დღეს ნეკრესში მოქმედი მამათა მონასტერია.

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე84.00
ნიუ თრეველ ტურს
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა