national delicacy

იმოგზაურე საქართველოში (4 დღე)

  • ID: 7997
  • ნახვები: 14887
complogo
ნიუ თრეველ ტურს
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

1 დღე: ტური დედაქალაქ თბილისში.

ჩამოსვლა თბილისის აეროპორტში, სადაც დაგხვდებათ კომპანიის წარმომადგენელი და სასტუმროში განთავსება. საუზმის შემდეგ მოვინახულებთ თბილისის ღირსშესანიშნაობებს: ვეწვევით აბანოთუბანს, აბანოებით ცნობილ უბანს, რომელიც მიწისქვეშა ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზეა გაშენებული. სწორედ ამ თერმულ წყლებს უკავშირდება თბილისის დაარსების ისტორიაც. აქ თქვენ მოისმენთ ლეგენდას თბილისზე, რის შემდეგაც ავალთ ნარიყალას ციხესიმაგრეზე. ციხის კედლებიდან იშლება ულამაზესი ხედი თბილისზე, მდინარე მტკვრის ხეობასა და თრიალეთის ქედზე, რომელთა შორისაც ჩვენი დედაქალაქი გადაჭიმულა. ტურს გავაგრძელებთ მტკვრის მეორე ნაპირას მდებარე მეტეხის ეკლესიისკენ, რომელიც XIII საუკუნის კუთვნილებაა და მეტეხის კლდეზეა აღმართული.  აქ თქვენ შეგეძლებათ გადაიღოთ არაჩვეულებრივი ფოტოები, რომელთაც ფონად ძველი თბილისის შესანიშნავი ხედები დაამშვენებს და მისმენთ ამბავს ქალაქის მფარველ წმინდანებზე, რომლებიც საუკუნეების წინ ამ კლდეზე აწამეს. შემდეგ გავისეირნებთ თბილისის მთავარ ქუჩაზე - რუსთაველის პროსპექტზე, რომელიც საქართველოს მთელ ისტორიას ინახავს და რომელიც ოდითგანვე დიდი ქართველი პოეტების სასეირნო ადგილს წარმოადგენდა. ტური გაგრძელდებაკუს ტბისკენ, სადაც გექნებათ თავისუფალი დრო სასეირნოდ და დასასვენებლად. ღამისთევა თბილისში. 

2 დღე : კახეთი - ღვინით ცნობილი მხარე.

გამგზავრება კახეთში. დავათვალიერებთ ბოდბის მონასტერს (IX ს.), ციხე-ქალაქ სიღნაღს, სადაც გვექნება თავისუფალის დრო სასეირნოდ. ამის შემდეგ გავაგრძელებთ გზას თელავისკენ, მოვინახულებთ წინანდლის სახლ-მუზეუმს, სადაც ცხოვრობდა ალექსანდრე გრიბოედოვის ქვრივი - ნინო ჭავჭავაძე.  თქვენ შეგეძლებათ დაათვალიეროთ მე -19 საუკუნის სასახლე / მუზეუმი, დატკბეთ ულამაზესი ბაღით. თვით სასახლე ეკუთვნოდა ცნობილ ქართველს, სამეფო ოჯახის წევრს, ალექსანდრე ჭავჭავაძეს, რომელიც რუსეთის არმიის გენერალი და ნაპოლეონის ომის მონაწილე იყო. ის ითვლება ქართული რომანტიზმის ფუძემდებლად. მუზეუმი აგრძელებს მეღვინეობის უძველეს ტრადიციას.  წინანდლის ღვინის მარანში შეგეძლებათ დააგემოვნოთ ღვინო ,,წინანდალი“. ტურს გავაგრძელებთ ყვარელში, სადაც მოვინახულებთ უძველეს ღვინის გვირაბს და დავაგემოვნებთ სხვადასხვა სახის ქართულ ტრადიციულ ღვინოს. ვახშამი და ღამისთევა თბილისში. 

3 დღე: უძველესი დედაქალაქი მცხეთა და გორი.

გავემგზავრებით ქალაქ გორში. გზად გავივლით უძველეს ქალაქ მცხეთას, სადაც მოვილოცავთ ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს - ჯვრის მონასტერს, ასევე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს. გორში ჩასვლის შემდეგ მოვინახულებთ უძველეს კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხესა და ატენის სიონს. ღამეს გავათევთ თბილისში. 

4 დღე:  ყაზბეგი

გავემგზავრებით ყაზბეგში საქართველოს სამხედრო გზის გავლით. გზად მოვინახულებთ ანანურის სამონასტრო კომპლექსს. ჯვრის უღელტეხილის გავლით ჩავალთ სტეფანწმინდაში და ვესტუმრებით მაღალ მთაზე აღმართულ გერგეტის სამებას, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ყაზბეგის მწვერვალზე. ამის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.

5 დღე: ტრანსფერი აეროპორტში

ტურისტების რაოდენობა

 

ფასი 1 კაცზე ორადგილიან ნომერში

 

 

სატრანსპორტო საშუალება

4-6

 

520 $

 

6 ადგ mini van

8-10

 

410 $

 

15 ადგ mini bus

 

 

 

 

 

12-14

 

375 $

 

17 ადგ bus

16-18

 

355 $

 

20 ადგ bus

20-22

 

350 $

 

28 ადგ  bus

24-26

 

340 $

 

28 ადგ  bus

ერთ ადგილიანი ნომერი

 

150 $

 

 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე816.00
ნიუ თრეველ ტურს
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა