national delicacy

ბევრეთი - წმ. თეკლას სავანე

  • ID: 64725
  • ნახვები: 602
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/10/21
    დაბრუნება
    • 14/10/21
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულზე (ოფიციალურად უქმე დღეა), გთავაზობთ ერთ დღიან ტურს მცხეთის რაიონში, მდ. დიღმისწყლისა და მდ. ტაბარუკისხევის ხეობაში. ბევრეთის ნასოფლარზე ვარაუდობენ, რომ ადრე აქ ბერები ცხოვრობდნენ და დასახლებას ბერეთი ერქვა. ახლა აქ დედათა მოქმედი მონასტერია და ამ მადლიან დღეს მოვილოცავთ მას: შირიმის ნატიფი ქვით ნაგები ულამაზესი ტაძრები (ტაო-კლარჯეთის ეკლესიათა მსგავსი), შესასვლელი გვირაბი, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, დედათა გულთბილი მასპინძლობა, სულიერების საოცარი კერა.
ტურს ტრადაციულად და ამ დღის შესაბამისად დავასრულებთ: დავანთებთ კოცონს, შევწვათ მწვადს, ვიმხიარულებთ და ტურის შთაბეჭდილებებს გავუზიარებთ ერთმანეთს.
ტურის პროგრამა კი ასეთია:

1. ლისიონის მონასტერი - ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის (მე-7 ს.) ტაძრები.
2. ბევრეთი: წმ. თეკლას სავანე, დედათა მონასტერი - საფუძველი ჩაეყარა 1995 წელს, როცა რვა მორწმუნემ მამა თეიმურაზის (ჩაჩიბაია) მრევლიდან მონაზვნობის მტკიცე სურვილი გამოთქვა.
3. მაჩხანის თეოდორე ტირონი - წარწერების თანახმად, ეკლესია აშენებულია 853 წელს, არაბთა ბატონობის ხანაში. იგი ერთ-ერთი ადრინდელი და ზუსტად დათარიღებული ძეგლია თბილისის მიდამოებში.
4. წოდორეთის იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი - შირიმის ქვით ნაგები ტყეში ჩაფლული მცირე ტაძარი.
 ტურის ბოლოს კოცონი, მწვადები და მხიარულება.

 14 ოქტომბერი, ხუთშაბათი (სვეტიცხოვლობა - ოფიციალურად უქმე დღე).
 ტურის ღირებულება: 23 ლარი.

 ფეხით სასიარულო:
ჯამურად (დღის განმავლობაში) მიახლოებით 7 კმ. მარტივი სავალი. ზუსტად ვერ ვამბობთ ფეხით სავალ მანძილს. დამოკიდებული ვართ ამინდსა და ტურის დღეს სამანქანო გზის მდგომარეობაზე. კარგ ამინდში დიდი ალბათობით ბოლომდე მივალთ ბევრეთის მონასტრამდე და ფეხით სასიარულო აღარ გვექნება, თუმცა თუ ბოლომდე ვერ მივედით ჩვენი ტრანსპორტით, დარჩენილი ნაწილის ფეხით გავლაც არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას და ძალიან იოლი და სასიამოვნოცაა, ბუნებაში ხეობას მიუყვება.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. სამწვადის თანხას ადგილზე ავაგროვებთ. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე23.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/10/21
    დაბრუნება
    • 14/10/21