national delicacy

თუშეთის 5 დღიანი ჯიპ ტური

  • ID: 63830
  • ნახვები: 569
complogo
GT-მეგობრები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/08/21
    დაბრუნება
    • 08/08/21
დამატებითი ინფორმაცია

თუშეთში.
საქართველოს ერთერთი ულამაზესი კუთხე. ალბათ ყველაზე ლამაზიც კი პლაბეტაზე.

5 დღიან მეგობრულ მოგზაურობაში, ვნახავთ თუშეთის ყველა იმ  ხეობას, სადაც ძირითადი ტურ ჯგუფები დადიან, ხოლო დამატებით ჩვენ გადავალთ წოვა თუშეთში, ხეობაში სადაც ნაკლებად მოგზაურობენ ტურისტები.  ფეხით სავალი გზა გვექნება 15-20 კმ ორივე მიმართულებით. მარტივი სირთულის, აღმართ-დაღმართიანი.

ამ მიმართულებაზე ვნახავთ მიტოვებულ ულამაზეს სოფელ წაროს. ამბობენ,  ჭირიანობის დროს დაიცალაო.
  გადავალთ სოფელ ინდურთაში, გადავიღოთ ზღვა ფოტოები. 

სანახაობები:
1. აბანოსუღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950 მ. )
2. ომალო (ომალოს მუზეუმი და ფოტოგალერეა)
3. შენაქო (სამების ეკლესია) 
4. დიკლო
5. კესელოს ციხე
6. დართლო
7. დანო
8. კვავლო ( 1,5 კმ ფეხით სასიარულოა აღმართზე)
9. ფარსმა
10. გირევი
11. ჭეშო
      გომეწარის ხეობა
12. დოჭუ
13. ბოჭორნა (ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში) 
14. ილიურთა
15. ჯვარბოსელი
16. ბეღელა 
17. წარო 
18. ინდურთა.
-წოვა თუშეთი

   ( თუ მოვასწარით) დროის და სურვილი ქონის შემთხვევაში შეგვიძლია მოვაწყოთ საფეხმავლო ტური ჭონთიოს მიმართულებით. 
ასევე სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია მოვაწყოთ საცხენოსნო ტური ორეთის ტბის მიმართულებით.
----------------------------------------------------------------------------------------
  ჩვენ ვეცდებით მაქსიმუმს, ტყუილად დროს არ დავკარგავთ <3
----------------------------------------------------------------------------------------
4 ღამით დავრჩებით თუშეთში. ნაწილი კარვებით, ხოლო სურვილის შემთხვევაში საოჯახო სასტუმროებში.
სასტუმროში დამრჩენებს, მისი ღირებულების თანხა დაემატებათ!

5 დღიანი ტურის ღირებულება 150 ლარი (სამ დღიანის ფასად :)  )
ამ თანხაში არ შედის სასტუმროს ღირებულება. სასტუმროები ღირს 25-30 ლარი. 
    შეკრების ადგილი: ველოსიპედთან (მეტრო რუსთაველი) 
    შეკრების დრო: 4 აგვისტო. 07:00 სთ. ოთხშაბათი.

✔️აუცილებელი ნივთები:
კარავი
საძილე ტომარა
პარალონი
☑️საჭირო ნივთები:
მზის ქუდი, სათვალე, თბილი ქურთუკი და ტანსაცმელი, სალაშქრო ბათინკი ან ბოტასი, ფანარი, საწვიმარი.

თუ ვინმეს სჭირდება რაიმე სახის მედიკამენტი, იქონიეთ თან. იქ ვერ ვიყიდით. პირველადი დახმარების საშუალებები ჩვენ გვაქვს. 

საკვები მოგვაქვს ყველას ცოტ-ცოტა. 
(ცოტ-ცოტა არ გვეყოფა :) )
   თუშური ადათ წესებით აკრძალულია ღორის ხორცის შეტანა იმ მიწა-წყალზე. ეხადეთ გადაამოწმოთ პროდუქცია.   ადგილზე შესაძლებელია შევუკვეთოთ საკვები საოჯახო სასტუმროებს.

ტურზე მოსახვედრად აუცილებელია GT-მეგობრების რეკომენდაცია,  წინასწარი რეგისტრაცია, და თანხის ჩარიცხვა სრულად! 
PM. 

ჩარიცხვისას ან დეტალებზე მომწერეთ პირადში,
ან დამირეკეთ
Tel: 595 90-70-33 

ჩვენი დევიზია ვიყოთ მაქსიმალისტები და საუკეთესოები!!!
   გადავიღოთ მილიონი ფოტო, გაიპრანჭეთ ????

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე150.00
GT-მეგობრები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/08/21
    დაბრუნება
    • 08/08/21