national delicacy

რაჭა - 3 დღიანი ტური

  • ID: 63639
  • ნახვები: 1053
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/07/21
    დაბრუნება
    • 18/07/21
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 16-17-18 ივლისს (პარასკევი, შაბათი, კვირა) გთავაზობთ რაჭის სრულყოფილ 3 დღიან ტურს. გავალთ ღამე და ტურის პროგრამის ფარგლებში მოვინახულებთ ყველა ძირითად ლოკაციას. ღამისთევა გვექნება საოჯახო სასტუმროში. საღამოს გვექნება ერთიანი სუფრა, გართობა და მწვადები.

დღე პირველი, 16 ივლისი (პარასკევი):
  გასვლა თბილისიდან ხუთშაბათს 15 ივლისს ღამის 23:45-ზე. ანუ 16 ივლისამდე 15 წუთით ადრე.
 ჩასვლა საოჯახო სასტუმროში, დაბინავება, დასვენება ერთი საათი.
1. გონა - "პატარა შვეიცარია". მდინარე ჩვეშურის ხეობა, ზ.დ. 1680 მ. მიტოვებული სოფელი, ძველი სახლები, გარშემო თოვლიანი მთები, შთამბეჭდავი ხედები, მინერელური მჟავე წყლების დაგემოვნება.
2. ღები - კოშკი და სალოცავი.
3. ჭიორა - წმ. გიორგის ეკლესია.
4. გლოლა - ბერის საყდარი, მე-12-13 ს. მშენებლობა უკავშირდება დავით აღმაშენებელს. 1910–იან წლებამდე აქ შემორჩენილი იყო თამარ მეფის ფრესკა, რომელიც დაზიანდა და წაიშალა უყურადღებობის გამო.
5. კურორტი შოვი - ზ.დ. 1520 მ. მდ. ჭანჭახის ხეობა, ულამაზესი ფიჭვნარი, მჟავე წყლები, სტალინის ძველი სახლი.
 დაბრუნება საოჯახო სასტუმროში, საერთო პიკნიკი, მხიარულება, დასვენება და მზადება შემდეგი დღისთვის.

დღე მეორე, 17 ივლისი (შაბათი):
 დილით ვდგებით 06:00-ზე, ტურს ვიწყებთ 07:00-ზე.
1. კურორტი უწერა - მინერალური წყაროები: გვერიტა, ნაპერწკალა და შავი წყალი.
2. ონის სინაგოგა, 1895 წ.
3. მრავალძალი (ყოფ. მთისკალთა) - ზ.დ. 1840 მ. ულამაზესი ხედები, წმ. გიორგის ეკლესია (მე-11 საუკუნე).
4. ჭოლევის (სიყვარულის) ტბა და კლდეები მრავალძალთან.
5. მინდა ციხე.
6. ბარაკონი - 1753 წ. ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ.
7. ქვაბთკარი, სიყვარულის ჩანჩქერი.  ლეგენდის თანახმად ამ გამოქვაბულში შესვლა "გაუთხოვრობას" შველის.
 დაბრუნება საოჯახო სასტუმროში, საერთო პიკნიკი, მხიარულება, დასვენება და მზადება შემდეგი დღისთვის.

დღე მესამე, 18 ივლისი (კვირა):
 დილით ვდგებით 06:00-ზე, ტურს ვიწყებთ 07:00-ზე.
1. ჭელიშის უდაბნო - მე-11 საუკუნის მონასტერი, ცნობილია ჭელიშის ოთხთავით.
2. კარსტული მდ. შარეულას ხეობა და მისი სათავე. ანუ ვიხილავთ პირდაპირ კლდიდან გამომავალ ფირუზისფერ წყალს. შთამბეჭდავი ადგილია ფოტოსესიისთვის.
3. საყინულის მღვიმე.
4. ნიკორწმინდა - მე-11 ს. ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.
5. შაორის წყალსაცავი.
6. ცხრაჯვარი - ულამაზესი ხედები რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთზე. ზ.დ. 1569 მ.
7. გოგნის წმ. გიორგის სასწაულთმოქმედი ტაძარი "კარუგდებელი". ერთადერთი სალოცავი საქართველოში, რომელსაც კარი არ აქვს.
 დაბრუნება თბილისში.

 16-17-18 ივლისი (პარასკევი, შაბათი, კვირა)
 ტურის ღირებულება: 150 ლარი.

ჩამოსვლის დროის შუალედი: 01:00 – 02:00

 ფეხით სასიარულო (ერთი გზა):
გონა - 2 კმ. (შესაძლოა ჩვენმა ტრანსპორტმა მნიშვნელოვნად შეგვიმციროს ეს მანძილი).
ღები (კოშკი და სალოცავი) - 0.5 კმ.
გლოლა (ბერის საყდარი) - 0.5 კმ.
უწერა (მინერალური წყარო გვერიტა) - 0.7 კმ.
მრავალძალი (სიყვარულის ტბა) - 2 კმ. (თუმცა შესაძლოა ჩვენმა ტრანსპორტმა მნიშვნელოვნად შეგვიმციროს ეს მანძილი).
მინდა ციხე - 1 კმ. ციხეზე ასვლა საშუალო სირთულისაა და სურვილისამებრ შეგიძლიათ ახვიდეთ.
ჭელიშის უდაბნო - 2 კმ.
ცხრაჯვარი - 1 კმ.

 ვიკრიბებით 15 ივლისს (ხუთშაბათს ღამით):
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 23:30 სთ. გავდივართ 23:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 საოჯახო სასტუმროში ღამისთევა.
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. სამწვადეზე ადგილზე ავაგროვებთ თანხას, ვისაც ენდომება. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე150.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/07/21
    დაბრუნება
    • 18/07/21