national delicacy

თორი: დაბაძველი - კახისის ტბა

  • ID: 63160
  • ნახვები: 1280
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/06/21
    დაბრუნება
    • 19/06/21
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" შაბათს, 19 ივნისს, ისტორიულ თორს ესტუმრება. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თორი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის რაიონის ტერიტორიას. ჩვენ მივემგზავრებით თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარეების ჭობისხევისა და დვირულის წყალგამყოფ შტოქედზე. ტური არის სალაშქრო, თუმცა ჩვენმა ტრანსპორტმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეგვიმციროს ფეხით გასავლელი მანძილი, რაც დამატებითი ადგილების მონახულებისა და მეტი განტვირთვის საშუალებას მოგვცემს.

1. სოფლები პატარა და დიდი დაბაძველი, ზ. დ. 1750 მ.
2. დაბაძველის წმ. გიორგის ეკლესია.
3. ჩიტოს ტბა, ზ.დ. 1725 მ.
4. წეროს ტბა, ზ.დ. 1808 მ.
5. დაბაძველის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია.
6. კახისის ტბა, ზ.დ. 1752 მ.
7. მანდიაშვილის ტბა, ზ.დ. 1838 მ.

 ფეხით სასიარულო: ჯამურად მაქსიმუმ 16კმ. მარტივი რელიეფი. თუმცა ჩვენმა ტრანსპორტმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეგვიმციროს ფეხით გასავლელი მანძილი. ამის შედეგად, თუ დრო დაგვრჩა, დავამატებთ:

1. სოფ. ჭობისხევთან გოგიჩაანთ ღელის ქვის დარბაზების კომპლექსი წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევებით. ულამაზესი ქვის კონუსურგუმბათიანი დარბაზების ჯგუფი მდებარეობს ტყეში.

 19 ივნისი, შაბათი.
 ტურის ღირებულება: 30 ლარი.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი.

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 კახისის ტბა მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1752 მ-ზე. კახისის ტბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მონახულებადი ტბაა. სალაშქრო პერიოდი ტბაზე, გაზაფხულის მიწურულიდან ადრეულ შემოდგომამდე გრძელდება. კახისის ტბას გარშემო ნაძვნარი აკრავს, საპიკნიკე და საბანაკე ადგილები აქ მრავლადაა. შეშის მოპოვებაც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, რადგან ირგვლივ სულ ტყეა. ტბასთან ახლოს ასევე არის საზაფხულო სოფელი დაბაძველი, სოფელთან არის სასმელი წყალიც. კახისის ტბასთან ახლოს არის კიდევ ორი ტბა, ჩიტოს და წეროს ტბა. ჩიტოს ტბა კახისის ტბიდან დაშორებულია 1კმ-ით, ხოლო წეროს ტბა 2კმ-ით. გზად ტყეში.

 წეროს ტბა - ტბა საქართველოში, რომელიც მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბაძველში, კახისის ტბის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1808 მეტრ სიმაღლეზე. ტბის წყალი ღია ლურჯი ფერის, მტკნარი და გაუდინარია. ტბაში თევზი არ არის.

 გოგიჩაანთ ღელის ქვის დარბაზების კომპლექსი წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევებით. მტკვრის ხეობის მარჯვენა ნაპირზე მაღალი მთის ტყით დაფარულ შუაწელზე გრანდიოზული ნამოსახლარის ნანგრევებია დაცული, ნამოსახლარი ტერასულად მიუყვება მთის მორკალურ რელიეფს და სოლისებურად მთავრდება მთის წვერზე. ამჟამინდელი სამანქანო გზა თითქოს შემოსაზღვრავს ნამოსახლარის ხილულ ნაწილს. კომპლექსი მშენებლობის ორ ძირითად ეტაპს შეიცავს: წინაქრისტიანულს და ქრისტიანულს მის ცენტრალურ მონაკვეთში, წინაქრისტიანული პერიოდის უმნიშვნელოვანესი, შესანიშნავად შემორჩენილი ქვის კონუსურგუმბათიანი დარბაზების ჯგუფია, რომლის გარშემო უკვე ქრისტიანული პერიოდის შუასაუკუნოვანი ნამოსახლარი განვითარდა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/06/21
    დაბრუნება
    • 19/06/21