national delicacy

ლაშქრობა თრიალას ტბებზე

  • ID: 63083
  • ნახვები: 669
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/06/21
    დაბრუნება
    • 13/06/21
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ კვირას, 13 ივნისს, გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს მესხეთში, თრიალას ულამაზეს ტყეში ჩაფლულ ტბებეზე, მთა თლილის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზ.დ. 1600-1800 მეტრზე.

1. თრიალას სამი ტბა: დიდი, პატარა და საშუალო. სამივე ტბა ტყით არის გარშემორტყმული და საზრდოობს წვიმისა და წყაროს წყლებით. ტბები გასაკუთრებით ლამაზია გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა წყლის დონე მაღალია.
2. ჭულეს (ჭულევის) მონასტერი და ჩანჩქერი: წმ. გიორგის გუმბათოვანი ტაძარი (მე-14 ს.). მდ. ქვაბლიანის ხეობა.
3. ზანავის ციხე - შუასაუკუნეები (თუ დრო დაგვრჩა).

 13 ივნისი, კვირა.
 ტურის ღირებულება: 35 ლარი.

 ფეხით სასიარულო: ჯამში (ანუ მთელი დღის განმავლობაში) - 10 კმ. მარტივი რელიეფი, ტყის სამანქანე გზა.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:30 სთ. გავდივართ 06:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი.

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 ჭულეს (ჭულევის) მონასტერი: წმ. გიორგის გუმბათოვანი ტაძარი (მე-14 ს.) და ჩანჩქერი. მდ. ქვაბლიანის ხეობა. სახელწოდება „ჭულევი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ჭური“, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. მონასტრის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება ამ სახელწოდებას. მისი სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: „ჭულე“, „ჭულევი“ და „ჭულები“. ვახუშტი ბატონიშვილი ჭულევის მონასტრის შესახებ არანაირ ცნობებს არ იძლევა. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, წმ. გიორგის ეკლესია 1301 წლამდე უნდა ყოფილიყო აშენებული, ხოლო ვახტან ბერიძის მოსაზრებით კი ტაძრის აგებაც და მოხატვაც არსენის მიერ 1381 წელს მომხდარიყო, თუმცა თავად სამონასტრო ცხოვრება აქ ადრინდელი დროიდან გაჩაღებულა. ტაძრის ადგილას უწინ არსებობდა წმ. გიორგის სალოცავი, რაზეც მიგვანიშნებს ტაძრის ჩრდილოეთ კედლის საფეხურში ჩატანებული ადრე შუა საუკუნეებით დათარიღებული მეორადი გამოყენების ჩუქურთმიანი ქვები და ასომთავრულით შესრულებული ფრესკული წარწერა, რომელიც მხატვარ არსენის ეკუთვნის. წარწერის მიხედვით, ეკლესიის აშენება-მოხატვა ჭულევის წმ. გიორგის უკვე არსებული ხატის შეწევნად მიიჩნევა: „შეწევნითა ღვთისაითა და წმიდის გიორგი ჭულისაითა, სრულ იქმნა ეკლესია ესე ჭულისაი ხატებითა ხელითა მხატვრისა არსენი თ---თა--- შეუნდნეს ღმერთმან--- ქკს ითა (1381 წ.)“. მე-11 საუკუნეში ჭულევის მამათა მონასტერი ქართული სასულიერო კულტურის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ცენტრებთან. აქ, ჭულევის მონასტერში მოღვაწეობდა სტეფანე ჭულეველი (მე-11 ს.), რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა შავი მთის (სირია) მწიგნობართა შორის. სტეფანე იყო ქართველი მწიგნობრის, ეფრემ მცირის თანამოღვაწე და მოიხსენიება მე-11 საუკუნეში გადაწერილ მრავალ ხელნაწერში. ქვეყნის მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, ჭულეში თანდათანობით მიცხრა სამონასტრო საქმიანობა, ხოლო 1595 წელს, ოსმალური აღწერის დროისათვის, კი სრულიად შეყწდა. ამის შემდეგ იგი წყაროებშიც აღარ მოიხსენიება. მე-15-16 საუკუნეებში ადგილობრივ მცხოვრებთ, გადარჩენის მიზნით, ჩამოუხსნიათ ეკლესიის ზარები და, ღვთისმსახურებისთვის საჭირო სხვა ინვენტართან ერთად, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტყეში მიწაში ჩაუფლავთ. ეს ზარები და ვერცხლის ბარძიმის ფრაგმენტი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში შემთხვევით, ხის მოჭრისას უპოვია ზანაველ მეტყევეს კაკო ხოზრევანიძეს, რომელსაც ისინი ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის ჩაუბარებია. ამჟამად ზარები ეკლესიაშია დაბრუნებული, ერთი ტაძართან ჰკიდია, მეორე კი - სატრაპეზოს შესასვლელში.

 ზანავის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ზანავში მდებარეობს. ნაგებობა აღმართულია ციცაბო კლდეზე და გვიანი შუასაუკუნეებით თარიღდება. ციხე-სიმაგრე ნაშენია კლდის ნატეხი ქვით კირის დუღაბზე. შესამჩნევია გვიანი შეკეთების კვალი. შიდა ციხის ზურგიანი კოშკი სამსართულიანია. მისი ქვების წყობა უფრო რეგულარულია, ვიდრე გალავნისა. კოშკს ყოველ მხარეს სამზერები აქვს, მეორე სართულზე გვხვდება ბუხარი. სამხრეთი კედლის თაღოვანი კარი შიდა ეზოში გადის, სადაც კლდეში ამოჭრილი წყლის საცავია განთავსებული. უფრო სამხრეთით არის მეორე კოშკი, რომელშიც ეკლესიის ნაშთია შემორჩენილი. მის ქვემოთ კიდევ ერთი კოშკია, რომელიც მრგვალი ფორმისაა და გალავანთანაა მიმდგარი. მიუვალი, ციცაბოზე დაშენებული ზანავის ციხიდან შესანიშნავი ხედები იშლება, რაც მნახველთათვის განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს ამ ადგილს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/06/21
    დაბრუნება
    • 13/06/21