national delicacy

რკონი - ლავრისხევი - იდლეთი

  • ID: 62687
  • ნახვები: 1418
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/05/21
    დაბრუნება
    • 22/05/21
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" შაბათს, 22 მაისს, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს გაზაფხულის სიმწვანეში ჩაფლულ ულამაზეს რკონში, მდ. თეძამის ხეობაში. ვიხილავთ ტყეში ჩაფლულ უძველეს ტაძრებს, კოშკებს, ხიდს, ციხე-გალავანს, სასახლის ნაშთებს და ა.შ.

1. ლავრისხევის ლავრა, ტყიან ხეობაში მდებარე ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, მე-10 ს.
2. მდ თეძამის ხეობა.
3. რკონის დედათა მონასტერი: კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის სამი ფენა:
პირველი: ღვთისმშობლის ტაძარი (მე-7 ს. ინტერიერში მოხატულობის ნაშთები).
მეორე: ღვთისმშობლის ტაძრის კარიბჭე და სამლოცველო, ნათლისმცემლის ერთნავიანი ტაძარი და სატრაპეზო (მე-13-14 სს.)
მესამე: სამრეკლო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი (მე-16-18 სს.)
4. რკონის ქვახიდა, თამარის ხიდი - მე-12-13 ს. ხიდი მდინარე თეძამზეა გადებული. სიგრძე: 12.5 მ, სიგანე: 2.2 მ. სიმაღლე: 7.6 მ.
5. სვიმონ მესვეტის კოშკი, მე-16-18 ს. ტყიან ფერდობზე სვიმეონ მესვეტის საყდარი დგას, ხოლო კლდეებზე ბერთა სამყოფელი მიუვალი გამოქვაბულია ამოშენებული, რომლის ფრესკებს დღეს იქ დაბუდებული მერცხლები თუღა ხედავენ.
6. რკონის ციხე (მე-18 ს.): გალავანი, ეკლესია (მე-13 ს. შემორჩენილია მოხატულობის კვალი), კოშკი, სასახლე და სადაზვერვო კოშკი, საიდანაც თეძამის ხეობაზე იშლება ულამაზესი ხედები.
7. იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია, მე-6.

 22 მაისი, შაბათი.
 ტურის ღირებულება: 25 ლარი.

 ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 8 კმ. მარტივი, ტყეში სასეირნო. რკონის ციხე-გალავანიდან სადაზვერვო კოშკზე ასასვლელი ბილიკი: 200 მ. მკვეთრი აღმართი.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 რკონის ქვახიდა, თამარის ხიდი - მე-12-13 ს. ხიდი მდინარე თეძამზეა გადებული. 12,5 მ სიგრძის ნახევარწრიული ხიდი ერთი მთლიანობაა მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ სიმაღლეზე გადარკალული. სიგანით 2,2 მეტრია. ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. მისი ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა. ხიდი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი და საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მნიშვნელოვანია, რომ აქ გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა.

 რკონის ციხე – არქიტექტურული, ისტორიული და მონუმენტური ხელოვნების ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე თეძმის ვიწრო ხეობაში, წალკიდან მიმავალი გზის პირას. ნასოფლარ რკონისა და რკონის კომპლექსს შორის. მაღალი მთის ფერდობზე. მას სამხრეთიდან მდინარე თეძამი ჩამოუდის. ხეობას მოჰყვება მანგლისიდან მომავალი გზა. ციხე თარიღდება მე-18 საუკუნის შუა ხანებით. კომპლექსში შედის: გალავანი, ეკლესია, კოშკი, სადაზვერვო კოშკი და სასახლე. რკონის ციხის კომპლექსი მეტად რთულრელიეფიან მთაზეა აგებული, მისი დასავლეთი ნაწილი შედარებით შევაკებულ ადგილზე დგას, აღმოსავლეთისა კი – თითქმის ციცაბო ფერდობზე. შიდა ტერიტორია მოსწორებული არ არის. ციხე მთლიანად ნაგებია ნატეხი ქვით.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/05/21
    დაბრუნება
    • 22/05/21