national delicacy

კლდეკარი - მანგლისი

  • ID: 62642
  • ნახვები: 954
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/05/21
    დაბრუნება
    • 15/05/21
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 15 მაისს, შაბათს, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ქვემო ქართლის მხარეში, ისტორიულ კლდეკარში. იგი მნიშვნელოვან გზაგასაყარზე მდებარეობდა და საქარავნო გზებს აკონტროლებდა. აქედან ხელისგულივით მოჩანს წალკისა და მანგლისის მიდამოები, ასევე მდინარეების, ტანისა და თეძმის, ხეობები. თრიალეთის ქედზე კედელივით აღმართულ კლდეს ორ ადგილას აქვს კლდეკარი - კლდეში გაჭრილი გასასვლელი (ციხე-სიმაგრის სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს). კლდეკარის ციხე ბაღვაშთა მთავარ ციხეს წარმოადგენდა და მას შემდეგ ააგეს, რაც არგვეთელი ფეოდალი ლიპარიტ I ბაღვაში IX საუკუნის 70-იან წლებში თრიალეთში გადავიდა. ტურის ფარგლებში ვიხილავთ:

1. კლდეკარის კლდეში გაჭრილი გასასვლელები - დიდი და პატარა დერეფანი.
2. კლდეკარის ციხე, მე-9 ს. ზ.დ. 2000 მ. მდებარეობს ზუსტად ქვემო და შიდა ქართლის საზღვარზე და ორივე მიმართულებით ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
3. მანგლისი, მდ. ალგეთის ხეობა, არსენას გამოქვაბული და ტყეში ჩაფლული ძველი ტაძარი. ლეგენდის მიხედვით აღნიშნული ძეგლი წარმოადგენდა სახალხო გმირის არსენა ოძელაშვილის ერთ-ერთ თავშესაფარს.
4. მანგლისის სიონი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობა დაიწყო წმ. ნინოს დროს, მე-4 საუკუნეში. დღევანდელი სახე მიიღო მე-11 საუკუნეში. აქ ინახებოდა მაცხოვრის ჯვარცმის ფერხთა ფიცარი და სამსჭვალი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ გამოგზავნა საჩუქრად ქართველი ერის გაქრისტიანების გამო.
5. ბურატინოს ტბა - მდ. ალგეთის ხეობა. იდეალური ადგილი დასვენება-განტვირთვისთვის. ირგვლივ მოწყობილია საპიკნიკე მაგიდა-სკამები, ფოტოს გადასაღები ტრამპლინი, დასასვენებელი სკამები, ტბის შემოსავლელი ბილიკი და ორიგინალური into the wild ავტობუსი (შესვლის ღირებულება: 1 ლარი).
6. ტურის ბოლოს გავისეირნებთ მანგლისის ცენტრალურ პარკში - დიდი როშა. დავისვენებთ, განვიტვირთებით და მოვინახულებთ სიყვარულის ხიდს.

 ტური გათვლილია ქვეყანაში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის ე.წ. კომენდანტის საათის დროში. თბილისში დავბრუნდებით საღამოს 20:00 საათისთვის და დიდი თხოვნა გვექნება, რომ დილით არ დაიგვიანოთ და დაიცვათ ძეგლების მოსანახულებლად ორგანიზატორის მიერ დაწესებული დროები.

 15 მაისი, შაბათი.
 ტურის ღირებულება: 27 ლარი.

 ფეხით სასიარულო: ჯამში (ანუ მთელი დღის განმავლობაში) - 8 კმ. მარტივი რელიეფი.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. საერთო პიკნიკი გვექნება ბუნებაში, გარე სივრცეში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 კლდეკარის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თრიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე. იგი მნიშვნელოვან გზაგასაყარზე მდებარეობდა და საქარავნო გზებს აკონტროლებდა. აქედან ხელისგულივით მოჩანს წალკისა და მანგლისის მიდამოები, ასევე მდინარეების, ტანისა და თეძმის, ხეობები. თრიალეთის ქედზე კედელივით აღმართულ კლდეს ორ ადგილას აქვს კლდეკარი - კლდეში გაჭრილი გასასვლელი (ციხე-სიმაგრის სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს). კლდეკარის ციხე ბაღვაშთა მთავარ ციხეს წარმოადგენდა და მას შემდეგ ააგეს, რაც არგვეთელი ფეოდალი ლიპარიტ I ბაღვაში IX საუკუნის 70-იან წლებში თრიალეთში გადავიდა. იგი მრავალი ბრძოლის მოწმე გამხდარა, მრავალი აღმასვლა თუ დაღმასვლა უნახავს. კლდეკარის ციხის ისტორია უშუალოდ უკავშირდება ბაღვაშთა საგვარეულოსა და მათ დაპირისპირებას მეფესთან და ადგილობრივ ფეოდალებთან. მიუხედავად იმისა, რომ ციხე ძალიან დაზიანებულია და მისი პირვანდელი სახის აღდგენა რთულია, შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, რომ იგი საკმაოდ მასშტაბური ნაგებობა ყოფილა. დღესდღეობით შეიმჩნევა კოშკების და სასახლის კვალი. ციხე-სიმაგრე, მისი მდებარეობა და საოცარი ხედები უდისე შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

 მანგლისის სიონი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობა დაიწყო წმ. ნინოს დროს, მე-4 საუკუნეში. დღევანდელი სახე მიიღო მე-11 საუკუნეში. აქ ინახებოდა მაცხოვრის ჯვარცმის ფერხთა ფიცარი და სამსჭვალი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ გამოგზავნა საჩუქრად ქართველი ერის გაქრისტიანების გამო. იმჟამად მანგლისი იყო დიდი ქალაქი, რადგანაც ის მდებარეობდა საერთაშორისო სავაჭრო გზაზე, რომელიც კლდეკარისა და თრიალეთის გავლით ქართლს, სომხეთსა და ალბანეთს აკავშირებდა. ტაძრის წინ აღმართულ ჯვრის ქვეშ დაკრძალულია წმინდა თევდორე მღვდლის ნაწილები და მას მაკურნებელი ძალა აქვს. ტაძარში ასევე არის წმ. იოანე მანგლელის თანმხლები ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე27.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/05/21
    დაბრუნება
    • 15/05/21