national delicacy

1 დღიანი ტური გუდაურში! 28 მარტს, კვირას

  • ID: 62418
  • ნახვები: 332
complogo
ჯითიჯი ტური
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/03/21
    დაბრუნება
    • 28/03/21
დამატებითი ინფორმაცია

GTG TOUR გთავაზობთ 1 დღიან ტურს გუდაურში 
ტურის თარიღი- 28 მარტი, კვირა

გაატარე ზამთრის თოვლიანი დღეები გუდაურში !

რისთვის უნდა წამოხვიდე გუდაურში?

შეგიძლია ისრიალო თხილამურით / სნოუბორდით ,

მაგრამ თუ სრიალი არ იცი, შეგიძლია :
ისრიალო ციგებით/ კამერებით , (კამერებით სარგებლობა უფასოა)
ისარგებლო პარაპლანით და ნახო გუდაურის ულამაზესი ხედები
გადაიღო ულამაზესი ფოტოები ზღვის დონიდან 3100 მეტრზე
ისარგებლო კაფეებით და გაუმკლავდე სიცივეს ცხელი გლინტვეინით 
ისეირნო საბაგიროთი და დატკბე თვალისმომჭრელი სანახაობით ....
ან უბრალოდ ბევრი იგუნდაო მეგობრებთან ერთად 
ანუ გუდაური არის ყველა გემოვნების ადამიანისთვის !
ნუ დარჩები სახლში , თუ ვერ სრიალებ, ჩვენ დაგეხმარებით სწავლაში ან სხვა ალტერნატივის შერჩევაში 

ტურის ღირებულება: 20 ლარი
ღირებულებაში შედის:
 ტრანსპორტირება კომფორტული, გამართული მიკროავტობუსით, გამოცდილი მძღოლის მომსახურება
 გამყოლის მომსახურება
 თხილამურებზე ფასდაკლება

ღირებულებაში არ შედის:
 კვება, საკვების ნაწილი მოგვაქვს სახლიდან, ან შეგვიძლია ადგილზე ვისარგებლოთ კაფეებით
 საბაგიროს აბონიმენტი
 თხილამურის დაქირავება

გასვლის ადგილი- მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი.
გასვლის დრო- დილის 7 საათი.
ჩამოსვლის დრო- 19:30 საათი

გასათვალისწინებელი პირობები:
 არ ვყრით ნაგავს
 არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში და არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს
 ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
 არ ვბილწსიტყვაობთ
 ვიცვამთ კომბინიზონს,რომ არ დავსველდეთ და არ შეგვცივდეს ))
 ვიცვამთ ფერადად, რომ გადავიღოთ კარგი ფოტოები 
 მოგვაქვს ბუშტები და სხვა ლამაზობები  (ისევ ფოტოებისთვის  )
 ცუდ განწყობას ვტოვებთ თბილისში ! 

 ტურში წამოსვლამდე გაივლით თერმოსკრინინგს
 სავალდებულოა პირბადის გამოყენება
 უზრუნველყოფილი იქნებით სადეზინფექციო ხსნარით.
 ტურში წამოსვლამდე ტრანსპორტი მუშავდება სადეზინფექციო ხსნარით.
............................
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
599-41-08-35, ბაკური
595-41-22-35, მარიამი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
ჯითიჯი ტური
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/03/21
    დაბრუნება
    • 28/03/21
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა