ლ ა მ პ რ ო ბ ა 2 0 2 1
მისტიური დღესასწაული სვანეთში
GTG TOUR გთავაზობთ 3 დღიან ტურს
მოგზაურობის თარიღი: 13-14-15 თებერვალი
დაესწარით ლამპრობის დღესასწაულს სვანეთში და ასევე ისრიალეთ ყველაზე დახვეწილ ტრასებზე
ლამპრობა- ადრესაგაზაფხულო დღესასწაულია ძველ საქართველოში. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა.
ლამპრობის დღესასწაულის მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა.
ძველით ახალ წელს, სვანებს როცა არყის ხე სახლში მოაქვთ,სულთა მოხენიების პირველ საღამოს დაჭრიან ნაჭრებად,ახმობენ , მირქმა დღისთვის საფლავებზე მიაქვთ და ანთებენ.
მირქმის დღესასწაულის ხატზე გამოსახულია ყრმა იესო არყის ხის ლამპრით. არყის ხე წმინდა ხეა სვანეთში, რადგან არსებობს ლეგენდა, რომ მაცხოვარი შეიფარა არყის ხემ.
ასევე შეგიძლიათ ისრიალოთ უმაგრეს ტრასებზე
ტურის პროგრამა
დღე 1:
გავდივართ ღამის 03:00 საათზე.
შეკრების ადგილი- მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი.
ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტზე ავალთ საბაგიროს გზით და ვნახავთ ულამაზეს ხედს თეთნულდზე და მესტიაზე, გადავიღებთ სურათებს ჰაწვალის ხედზე;
დარჩენილ დროს ვისრიალებთ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე.
დაბინავება სასტუმროში
დღე 2:
ავდივართ თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე და ვსრიალებთ მთელი დღე .
სურვილისამებრ შეგვიძლია ვისრიალოთ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე.
დღე 3:
ავდივართ ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტზე სასრიალოდ.
დავათვალიერებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს,
მოვილოცავთ საკათედრო ტაძარს მესტიაში,
მოვილოცავთ უძველეს ეკლესიებს სოფელ ლატალში.
გამოვეშურებით თბილისისკენ
ასევე, ძალიან ბევრი გასართობია მათთვის, ვინც სრიალი არ იცის.
ჰაწვალის სათხილამურო კურორტი, ზ.დ. 2400 მეტრზეა, ავდივართ საბაგიროთი და ულამაზეს ხედებს ვნახულობთ კავკასიონის მწვერვალებზე, შეგვიძლია ვისარგებლოთ 2400 მეტრზე მდებარე კაფე ზურულდით და გავსინჯოთ ადგილობრივი უგემრიელესი კერძები.
ასევე ძალიან მაგარი გარემო გვხვდება თეთნულდზე, ვინც არ ვსრიალებთ, შეგვიძლია გავისეირნოთ საბაგიროთი, ავდივართ ზ.დ. 3200 მეტრზე- ამ სილამაზეს კი სიტყვებით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
გარდა თეთნულდისა და ჰაწვალისა, უმაგრესი გარემოა მესტიაშიც, კოშკების ქალაქში !
ვათვალიერებთ უდიდესი ისტორიის მქონე საგვარეულო კოშკებს, მუზეუმებსა და ტაძრებს.
გასვლა სასტუმრო მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელიდან.
გასვლის დრო ღამის 03:00.
ტურის ღირებულება: 1 3 0 ლარი
ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული, გამართული მიკროავტობუსით, გამოცდილი მძღოლის მომსახურება
გამოცდილი გიდის მომსახურება
ღამისთევა 3★★★ სასტუმროში (ცენტრალური გათბობა, ცხელი წყალი)
ღირებულებაში არ შედის:
კვება, საკვების ნაწილი მოგვაქვს სახლიდან, ან შეგვიძლია ადგილზე შევუკვეთოთ ( საშუალოდ 20 ლარი)
საბაგიროს და მუზეუმის ბილეთები
თეთნულდზე ჯიპებით ასვლა- 20 ლარი
გასათვალისწინებელი პირობები:
არ ვყრით ნაგავს
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში და არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწსიტყვაობთ
ვიცვამთ კომბინიზონს,რომ არ დავსველდეთ და არ შეგვცივდეს ))
ვიცვამთ ფერადად, რომ გადავიღოთ კარგი ფოტოები
მოგვაქვს ბუშტები და სხვა ლამაზობები (ისევ ფოტოებისთვის )
ცუდ განწყობას ვტოვებთ თბილისში !
............................
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
599-41-08-35 ან 555-367-382 ბაკური
595-41-22-35, მარიამი
გამოგვყევით ინსტაგრამზე
https://www.instagram.com/gtg___tour/