national delicacy

ვაჩნაძიანი - კალაური, უცნობი კახეთი

  • ID: 62141
  • ნახვები: 873
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/10/20
    დაბრუნება
    • 25/10/20
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ კვირას, 25 ოქტომბერს, გთავაზობთ სალაშქრო ტურს შემოდგომისფერ კახეთში. ტურის ფარგლებში მოვინახულებთ საკმაოდ უცხო, ლამაზ და საინტერესო ძეგლებს. საღამოს დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწვავთ მწვადებს  და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. ვაჩნაძიანის პალატები (სასახლე) მე-9 ს. მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლებელია, რომ “პალატები” შუა საუკუნეების სამონასტრო სკოლას წარმოადგენდა, რომლის დამთავრების შემდეგაც მოსწავლეებს ათონის ივერთა მონასტერში აგზავნიდნენ სასწავლებლად. არსებობს თქმულება იმის შესახებაც, რომ “პალატებში” მიიღო განათლება თამარ მეფის ეპოქის ცნობილმა პოეტმა გრიგორ ჩახრუხაძემ.
2. ბუნებრივი ტბა "დიდწურბელა". ტბის ფართობი 2 ჰექტარია, ხოლო სიღრმე კი 5-6 მეტრი. სოფლის მაცხოვრებლები ტბას დიდწურბელას ეძახიან, რადგან იქ წურბელები ბინადრობს. წურბელების გარდა, ტბაში კუ, გამბუზია და წითელ წიგნში შეტანილი ამფიბია-ტრიტონები ბინადრობენ. ტბა მიწისქვეშა გოგირდოვანი წყლით საზრდოობს.
3. ვაჩნაძიანის სამება, მე-8-9 სს. მდებარეობს ტყით დაფარული მთის წვერზე, ზ. დ. 1150 მეტრზე. იშლება ულამაზესი ხედები ალაზნის ველებსა და კავკასიონზე. ტაძარი მოხატულია. მხატვრობა სტილისტურად უკავშირდება პოსტბიზანტიურ ეპოქას, კერძოდ მე-16 საუკუნის ეგრეთწოდებულ „ხალხური მხატვრობის” მიმდევართა.
4. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის გუმბათოვანი ეკლესია (მე-8-9 სს.), წმ. გიორგის სამეკლესიიანი ბაზილიკა (მე-6-7 სს.), სამრეკლო, გალავანი და სხვა. მდებარეობს დაბურულ ტყეში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. ვარაუდობენ, რომ მე-9 საუკუნეში აქ სამონასტრო ცხოვრება დააარსა ცნობილმა სასულიერო მოღვაწემ და აღმშენებელმა, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანმა, ილარიონ ქართველმა.
5. კალაურის ნათლისმცემელი, მე-9 ს. მდებარეობს დაბურულ ტყეში, კვირიკეს მთის ძირში. აქ აღმოაჩინეს კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის (ალავერდის ტაძრის აღმშენებელი) საფლავი. წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია დიდი მონასტრის ნაწილი იყო. ტაძრის გარშემო გალავნის და შენობის ნანგრევებია შემორჩენილი, სადაც სავარაუდოდ სატრაპეზო ან საგანმანათლებლო ცენტრი უნდა ყოფილიყო. აღმოჩენილია უძველესი საძვალეც.
6. კალაურის წმინდა გიორგის სამეკლესიანი ბაზილიკა, მე-7-8 სს. მოუხატავთ მე-16 საუკუნის შუა წლებში. აქ გვხვდება წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკა, რომელსაც ახლავს ასომთავრული ქართულით შესრულებული წარწერები, რაც ქართული ხატწერის ისტორიაში იშვიათია.

 25 ოქტომბერი, კვირა.
 ტურის ღირებულება: 23 ლარი.

 ფეხით სასიარულო: ჯამში (ანუ მთელი დღის განმავლობაში) - 15 კმ. მარტივი რელიეფი, ტყის სამანქანე გზა. მიკროავტობუსმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეგვიმციროს ფეხით გასავლელი მანძილი.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი.

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე23.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/10/20
    დაბრუნება
    • 25/10/20