national delicacy

რკონი, იკვი, დრისის ციხე - შემოდგომის ფერებში

  • ID: 62066
  • ნახვები: 920
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/10/20
    დაბრუნება
    • 18/10/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" კვირას, 18 ოქტომბერს, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს შემოდგომისფერ ულამაზეს რკონში, მდ. თეძამის ხეობაში. ვიხილავთ ათასფერად შემოსილ ულამაზეს ტყეში ჩაფლულ უძველეს ტაძრებს, კოშკებს, ხიდს, ციხე-გალავანს, სასახლის ნაშთებს და ა.შ. საღამოს დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწვავთ მწვადებს (წამოიღეთ საკრავებიც)  და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. დრისის (ჯავახაანთ, თამარის) ციხე. მდებარეობს მდინარე თეძამის მარცხენა ნაპირზე, კლდის თავზე. კომპლექსი შედგება ციხე-გალავნის, ეკლესიის, კოშკის და სასახლისაგან. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
2. იკვის წმინდა გიორგის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, მე-11 ს. შემორჩენილია მოხატულობა.
3. რკონის დედათა მონასტერი: კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის სამი ფენა:
პირველი: ღვთისმშობლის ტაძარი (მე-7 ს. ინტერიერში მოხატულობის ნაშთები).
მეორე: ღვთისმშობლის ტაძრის კარიბჭე და სამლოცველო, ნათლისმცემლის ერთნავიანი ტაძარი და სატრაპეზო (მე-13-14 სს.)
მესამე: სამრეკლო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი (მე-16-18 სს.)
4. რკონის ქვახიდა, თამარის ხიდი - მე-12-13 ს. ხიდი მდინარე თეძამზეა გადებული. სიგრძე: 12.5 მ, სიგანე: 2.2 მ. სიმაღლე: 7.6 მ.
5. სვიმონ მესვეტის კოშკი, მე-16-18 ს. ტყიან ფერდობზე სვიმეონ მესვეტის საყდარი დგას, ხოლო კლდეებზე ბერთა სამყოფელი მიუვალი გამოქვაბულია ამოშენებული, რომლის ფრესკებს დღეს იქ დაბუდებული მერცხლები თუღა ხედავენ.

 18 ოქტომბერი, კვირა.
 ტურის ღირებულება: 22 ლარი.

 ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 10 კმ. მარტივი.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 დრისის (ჯავახაანთ, თამარის) ციხე. მდებარეობს მდინარე თეძამის მარცხენა ნაპირზე, კლდის თავზე. კომპლექსი შედგება ციხე-გალავნის, ეკლესიის, კოშკის და სასახლისაგან. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა რთული მოხაზულობის გალავანი. მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ყველა ნაგებობა, გარდა ეკლესიისა, ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. ჩრდილოეთით კოშკი დგას, ხოლო სამხრეთით სასახლე მდგარა, რომელიც ამჟამად საკმაოდ დანგრეულია. ეკლესია, რომელიც ციხის ზედა იარუსზე დგას, დარბაზულია და ნაგებია კარგად გათლილი მწვანე ტუფის კვადრებით. ტაძარი წმ. გიორგის სახელობისაა. შესასვლელი დასავლეთის კედელშია. საკურთხევლის იატაკში ამოჭრილია წრიული ფორმის ღრმა, ჭურისებრი სათავსი. კომპლექსში ასევე შესულია სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, რომლებიც დაზიანებული სახითაა შემორჩენილი.

 რკონის ქვახიდა, თამარის ხიდი - მე-12-13 ს. ხიდი მდინარე თეძამზეა გადებული. 12,5 მ სიგრძის ნახევარწრიული ხიდი ერთი მთლიანობაა მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ სიმაღლეზე გადარკალული. სიგანით 2,2 მეტრია. ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. მისი ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა. ხიდი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი და საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მნიშვნელოვანია, რომ აქ გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა.

 იკვის წმინდა გიორგის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, მე-11 ს. შემორჩენილია მოხატულობა. ტაძარი მდებარეობს მდინარე შაბწყალას (თეძმის შენაკდი) ხეობაში. გეგმით წაგრძელებული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. სამხრეთ-დასავლეთის თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. 1939-1940 წლებში ეკლესიაზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/10/20
    დაბრუნება
    • 18/10/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა