national delicacy

ლაშქრობა ვერეს ხეობაში: ახალდაბა - ბეთანია

  • ID: 62064
  • ნახვები: 1328
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/10/20
    დაბრუნება
    • 14/10/20
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ 14 ოქტომბერს (ოთხშაბათი, სვეტიცხოვლობა, ოფიციალური დასვენების დღე) გთავაზობთ სალაშქრო ტურს მდ. ვერეს ხეობაში, წყნეთი-ახალდაბა-ბეთანიის მონასტრის ბილიკზე. შემოდგომას ეს ბილიკი განსაკუთრებით ლამაზი და ფერებით აღსავსეა. საქართველოსთვის ამ უდიდეს დღესასწაულზე მოვილოცავთ ბეთანიის წმინდა ტაძარს, ტყეში გვექნება საერთო ტრაპეზი და ერთად აღვნიშნავთ სვეტიცხოვლობას. 

1. წყნეთ-ახალდაბის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია - მე 17-18 საუკუნის ეპოქისთვის სახასიათო ქართლ-კახური ტიპის არქიტექტურა, პანორამული ხედები.
2. მდ. ვერეს ხეობა შემოდგომის ფერებში.
3. ჩანჩქერი მდ. ვერეს ხეობაში.
4. ბეთანიის ჯვარი. დგას მთის ფერდობზე, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედი იშლება მონასტერსა და მდ. ვერეს ხეობაზე.
5. ბეთანიის მონასტერი - მე-12-13 საუკუნეების ღვთისმშობლის შობის ტაძარი, წმ. მეფე თამარის ფრესკა.

 14 ოქტომბერი, ოთხშაბათი (სვეტიცხოვლობა, ოფიციალური დასვენების დღე).
 ტურის ღირებულება: 14 ლარი.

 ფეხით სასიარულო: ჯამში (ანუ მთელი დღის განმავლობაში) - 12 კმ. მარტივი რელიეფი.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:15 სთ. გავდივართ 07:30 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 ბეთანიის მონასტერი - კომპლექსში შედის: მე-12-13 საუკუნეების ღვთისმშობლის შობის ტაძარი, მე-12 საუკუნის წმ. გიორგის მცირე დარბაზული ეკლესია და გვიანი საუკუნეების კარიბჭე. მონასტერი წარმოადგენდა დიდგვაროვან ფეოდალ ორბელიანთა საძვალეს. სამხრეთ კედლის ფრესკისა და წარწერის მიხედვით, მონასტრის ქტიტორია მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი სუმბატ ორბელიანი. ჩრდილო კედელზე დაცულია მეფეთა მოხატულობა, რომელთა შორის უნიკალურია წმ. თამარ მეფის ფრესკა. მისი მეფობისას დაუწერიათ ბეთანიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მონასტრის უმოქმედოდ დარჩენის შემდეგ დავით ბარათაშვილმა ქაშვეთში გადაასვენა და დღემდე იქაა. მე-19 საუკუნეში მონასტერი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. მე-20 საუკუნეში მონასტრის მოვლა-პატრონობაში დიდი ღვაწლი მიუძღვით არქიმანდრიტ იოანესა (მაისურაძე) და გიორგის (მხეიძე), რომლებიც 2003 წელს საქართველოს წმ. სინოდმა წმინდანებად შერაცხა. ბეთანია ხშირად გამხდარა პოეტების შთაგონების წყარო. მათ შორის გამოირჩევა გრიგოლ ორბელიანის ლექსი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“. ასევე აქ სეირნობა და ნადირობა ძალიან უყვარდა გალაკტიონ ტაბიძეს, რაზედაც დაწერა ლექსი „წამყე ბეთანიისაკენ“.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე14.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/10/20
    დაბრუნება
    • 14/10/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა