national delicacy

თავკავთა - ლაშქრობა კავთურას ხეობაში

  • ID: 61849
  • ნახვები: 1314
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/09/20
    დაბრუნება
    • 27/09/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 27 სექტემბერს, კვირას, გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს მდ. კავთურას ხეობაში, თავკავთის ციხე-ტაძრის კომპლექსში. ტურის ბოლოს ტრადიციულად გვექნება პიკნიკი, დავანთებთ კოცონს, შევწვავთ მწვადებს და დადებითი ემოციებით დატვირთული დავბრუნდებით დედაქალაქში. ტურის ფარგლებში ვიხილავთ:

1. მდ. კავთურას ულამაზესი ხეობა: პანორამული ხედები, ტყის ბილიკი, ორიგინალური ხიდი და ა.შ.
2. თავკავთის კომპლექსი (ულამაზესი ხედები კავთურას ხეობაზე): კომპლექსში შედის: ციხე-გალავანი, წმ. გიორგის ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთები. ციხე-გალავანი განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება, ხოლო ეკლესია მე-13 საუკუნით. ეკლესია მთლიანად ყოფილა მოხატული. მოხატულობის ფრაგმენტები მხოლოდ საკურთხევლის ქვედა ნაწილშია შემორჩენილი. მოხატულობა მიეკუთვნება მე-14-15 საუკუნეებს.
3. ნასოფლარი პარატისი და მცირე ტაძარი.
4. ქვათახევის კომპლექსი, მე-12-13 ს.ს. კავთურას ხეობას ბუნებრივად შერწყმული საოცრება, მონასტრამდე მიმავალი ულამაზესი ხიდი, ლუარსაბ II-ისა და დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის დის ჯვრისწერის ადგილი და თემურ–ლენგის მიერ ნაწამებ მონაზონთა წმინდა ტაძარი, სადაც დღემდე ტირიან ქვები და მათზე დარჩენილი ცეცხლის კვალი.
5. წინარეხი: მაღალაშვილების კომპლექსი, მე-13 ს. მაღალაანთ ეკლესია (ფრესკებით), სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი და კოშკის და სხვა ნაგებობათა ნანგრევები გალავნის გარეთ.
6. წინარეხის ღვთისმშობლის ეკლესია (გვიანდელი ფეოდალური ხანა) და მარჯანიძეების სახლი-დარბაზი (მე-18-19 სს. ე.წ. ქართლის დარბაზის ნიმუში).

✔ 27 სექტემბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 19 ლარი.

???? ფეხით სასიარულო: ჯამში (ანუ მთელი დღის განმავლობაში) - 7 კმ. საშუალო სირთულის რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
???? გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
???? მგზავრობა მიკროავტობუსით.
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
???? კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? 595 79 60 10 გიორგი

⚠️ მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
???? არ ვეწევით მიკროავტობუსში.
???? არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
???? აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

???? ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ წინარეხის მაღალაშვილების კოშკი და ეკლესია მე-13ს. მაღალაანთ ეკლესია, სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი და კოშკის და სხვა ნაგებობათა ნანგრევები გალავნის გარეთ. კომპლექსის სახელწოდება დაკავშირებულია XV-ს დაწინაურებული ფეოდალების მაღალაძეების (მაღალაშვილების) გვართან. ამ გვარს თავის დროზე ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰყავდა. ისინი დაახლოებული იყვნენ სამეფო კართან და სამღვდელო წინამძღვრებთან, აქტიურად მონაწილეობდნენ ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. განსაკუთრებულ სიძლიერეს მაღალაძეებმა XVII საუკუნის II ნახევარში მიაღწიეს. ამ დროისათვის გვარის მეთაური ნიკოლოზ ქადაგის ვაჟი პაპუა მაღალაძეა, `სვეტიცხოვლის სახლთუხუცესი~. მას წინარეხში აუგია ორი სასახლე, დიდად განუვრცია თავისი მამულები, უშენებია სოფლები, ციხე-კოშკი, საძვალე. პაპუას შვილებიდან განსაკუთრებით ცნობილია სვეტიცხოვლის ქადაგი ნიკოლოზ მაღალაძე, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული მშენებლობა მაღალაანთ ეკლესიის გარშემო. მისი სახელი მოხსენიებულია სვეტიცხოვლის საკურთხევლის სარკმლის ქვეშ არსებულ წარწერაში. XVIII საუკუნის მე-II ნახევარში მაღალაძენი წინარეხში უკვე აღარ ცხოვრობენ. ქართლის ერთ-ერთ აღწერაში (1764 წ.) ნათქვამია: `წინარეხს მაღალაშვილების სასახლე ხარაბა დამწვარი~. აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილი წარწერის თანახმად ნიკოლოზ მაღალაძემ 1677 წ. მაღალაანთ ეკლესია შეაკეთებინა, მოახატვინა და შიგ კანკელი დაადგმევინა.

✔ ქვათახევის კომპლექსი - ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო, საცხოვრებელი სენაკები - მე-12-13 საუკუნეები. აქ დაიწერა ჯვარი ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ დიდი მოურავის - გიორგი სააკაძის დაზე. 1386 წელს თემურ–ლენგის მორიგი ლაშქრობის დროს მონასტერი აიკლეს, “განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერი იგი”, ხოლო თავშეფარებული “მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღდელნი და დიაკონნი“ და მალულად ამოსული სოფლის მაცხოვრებლები ქრისტიანობის არ უარყოფის გამო გამოკეტეს და ტაძარი ცეცხლს მისცეს. დარბეული მონასტერი მეფე ალექსანდრე დიდმა აღადგინა მე-15 საუკუნეში. გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული. აქვე დავანებულია იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთ მოქმედი ხატი, რომლის წინაშეც უშვილო მშობლები ევედრებიან ყოვლადწმინდა დედას.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე19.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/09/20
    დაბრუნება
    • 27/09/20