national delicacy

მაჭის ციხე - ლაგოდეხის ნაკრძალი

  • ID: 61792
  • ნახვები: 1275
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/09/20
    დაბრუნება
    • 19/09/20
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ შაბათს, 19 სექტემბერს, ლაგოდეხის ნაკრძალს ეწვევა, კერძოდ კი მაჭის ციხის სალაშქრო ბილიკს გავივლით და ვიხილავთ შემოდგომის ფერებში შემოსილ ულამაზეს ტყეს. ტური იწყება სოფ. მაწიმში არსებული საინფორმაციო ცენტრიდან და მიემართება მდინარე ,,ბნელი ხეობის” მიმართულებით. გზად გვხვდება ჯაგრცხილის კორომი, ირგვლივ ხალიჩასავით მოფენილი ხავსები, რომლებიც თითქოს ქურქივით წამოუსხამთ შიშველ ქვებს. რეალურად ქცეულ ზღაპარში მოხვედრილი გავდივართ წიფლნარის შერეულ კორომს და ვკვეთ მდ. ,,ბნელ ხევს” საიდანაც ვიწრო ბილიკით მთის კალთას შეუყვებით, რომელსაც მივყავართ საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების მიერ აგებულ ციხე-სიმაგრესთან. ფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს თვალსაჩინო ციხე-სიმაგრე გარს შემორტყმული გალავნითა და მის შიგნით ჯერ კიდევ ამაყად მდგარი კარის ეკლესიით, მიწისქვეშა გასასვლელებით და ოდესღაც იქ მდგარი შენობების ნანგრევებით მნახველის თვალწინ აცოცხლებს უკვე დავიწყებული შორეული წარსულის სურათებს.
საღამოს დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწვავთ მწვადებს (წამოიღეთ საკრავებიც) ♨️???????????? და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს. ტურის ფარგლებში ვიხილავთ:

1. ზიარის ტბა, ლამაზი ადგილი ფოტოსესიისთვისა და განტვირთვისთვის.
2. ინაბოტის ტბა, ლამაზი ადგილი ფოტოსესიისთვისა და განტვირთვისთვის.
3. სოფელი მაწიმი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვიზიტორთა ცენტრი.
4. მაჭის (თოღის) ციხე-დარბაზი (მე-7 ს) და ეკლესია (მე-9-10 სს.).

⚠️გაითვალისწინეთ, მაჭის ციხის ბილიკის ზედა ნაწილი არის სასაზღვრო ზონა და ტურის თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებთ მაჭის ციხის მონახულებას.

✔ 19 სექტემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი.

???? ფეხით სასიარულო (ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში):
10 კმ. ტყის ბილიკზე, მარტივი, თითქმის სულ სწორი რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:30 სთ. გავდივართ 06:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
???? გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
???? მგზავრობა მიკროავტობუსით.
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
???? კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? 595 79 60 10 გიორგი

⚠️ მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
???? არ ვეწევით მიკროავტობუსში.
???? არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
???? აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

???? ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ საუკუნეების განმავლობაში მთელი საქართველო საერისთავოებად (სამთავროებად) იყო დაყოფილი და თითოეულ მათგანს თავისი ერისთავი (მთავარი) განაგებდა. ლაგოდეხისა და დღევანდელი ზაქათალას რაიონი, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ე.წ. მაჭის საერისთავოს მიეკუთვნებოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ციხე არჩილ მეფეს (668-718) აუგია, როგორც საზაფხულო საცხოვრებელი სასახლე, რადგანაც მას ძლიერ იზიდავდა ლაგოდეხის შემოგარენის ბუნებრივი სილამაზე. საუკუნეთა განმავლობაში ციხეს საზაფხულო რეზიდენციად იყენებდნენ არჩილის მომდევნო მეფეებიც, თუმცა უმთავრესად ეს შენობა საფორტიფიკაციო ნაგებობის ფუნქციას ასრულებდა. მაჭის ერისთავები და კახეთის მეფეები საშიშროების დროს ამ ციხეს აფარებდნენ თავს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ყოფილა პერიოდები, როდესაც აქ 10 000-ზე მეტი მეომარიც კი მდგარა. მაჭის ციხე ამ მთაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე იყო აგებული. მას სამი მხრიდან ციცაბო კლდები იცავდა მოლაშქრეებს მხოლოდ ერთი, ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარის დაცვა უხდებოდათ. თავად ციხე, რომლის შიგნით დღეს ცალკეულ ნაგებობათა ნაშტებია შემორჩენილი, კედლების ორი რიგით იყო გარშემორტყმული. ერთადერთი რაც სრულად გადარჩა, მე-9-10 საუკუნეში აგებული პატარა ეკლესიაა. ადამიანები აქ მთელის წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და იცავდნენ ციხეს. მათ საარსებოდ წყალი და საკვები სჭირდებოდათ. ციხის შიგნით წყარო არ იყო და თიხის მილების საშუალებით ხდებოდა მთიდან მომავალი წყლის ნაკადების შეგროვება ციხის შიგნით არსებულ რეზერვუარში. ამ წყალგაყვანილობის ნაშტებიც ნახვა წყლის რეზერვუარით ციხის გარშემო დღესაც შეიძლება. საკვებად ადამიანები ტყეში აგროვებდნენ ხილს, მხალეულს, სოკოსა და თხილს. გარდა ამისა ისინი ნადირობდნენ ისეთ ცხოველებზე, როგორებიცაა გარეული ღორი, შველი, ირემი. მე-17 საუკუნეში აქ ირანის შაჰის, აბას პირველის ლაშქარი შემოვიდა საქართველოს დასაპყრობად. მან ციხე მთლიანად გადაწვა, მხოლოდ ეკლესია დატოვა ხელუხლებელი. მისი შემოსევიდან მე-19 საუკუნეების მიდამოებში ადამიანებს თითქმის აღარ უცხოვრიათ და შესაბამისად არც ციხე აღუდგენიათ.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/09/20
    დაბრუნება
    • 19/09/20