national delicacy

მოირონინე ჯუთა - ჭაუხები - აბუდელაურის ფერადი ტბები

  • ID: 61588
  • ნახვები: 1019
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/09/20
    დაბრუნება
    • 06/09/20
დამატებითი ინფორმაცია

5-6 სექტემბერს გთავაზობთ 2 დღიან სათავგადასავლო ლაშქრობას ხევიდან ხევსურეთში, სადაც მოვინახულებთ ჯუთას, ჭაუხებს, აბუდელაურის ფერად ტბებს და როშკას.

 შეკრების ადგილი და დრო:
 დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო: 06:45 სთ.
 გასვლა: 07:00 სთ.

 ლოდინის მაქსიმალური დრო:
 გასვლის დროდან 15 წუთი


 ტურის აღწერა:

დღე 1.
07:00 საათზე გავალთ დიდუბიდან სოფელ ჯუთას მიმართულებით. გზად გავჩერდებით ხევის ისტორიულ სოფელ სნოში, სადაც მოვინახულებთ უძველეს სნოს ციხეს და წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარს. სნოს მონახულების შემდეგ ავალთ სოფელ ჯუთაში, რომელიც 2200 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან. ჯუთადან დაიწყება ჩვენი საფეხმავლო ტური ჭაუხების მიმართულებით... ავალთ ჯუთას ტბაზე, წავიპიკნიკებთ და გადავალთ ჭაუხების ძირში, სადაც გავშლით ბანაკს და გავათევთ ღამეს.

დღე 2.
ლაშქრობის მეორე დღეს, დილას 07:00 საათიდან დავიწყებთ ბანაკის აშლას, ვისაუზმებთ და 07:45 საათზე დავიწყებთ ლაშქრობას ჭაუხების უღელტეხილის გადასალახად. ჭაუხებია პიკი ჩვენი ლაშქრობის..♥.. ულამაზესი ხედები გადაიშლება ჩვენს ფერხთით ხევსა და ხევსურეთზე ♥. უღელტეხილიდან პირდაპირ დავეშვებით აბუდეალურის ფერად ტბებზე, სადაც მოვინახულებთ თეთრ,ლურჯ და მწვანე ტბას. ჭაუხების გადალახვით დაქანცულნი დავისვენებთ, მივირთმევთ რაც გვექნება და არ გვექნება ) შემდეგ ძალა აღდგენილები ჩავალთ სოფელ როშკაში.. იქ დაგვხდება ჩვენი ტრანსპორტი და დიდი ემოციებით აღვსილნი გამოვემართებით ჩვენს დედაქალაქში ♥

 მარშრუტის სირთულე:
 საშუალო (ბილიკზე გვხვდება რთული მონაკვეთებიც)
 ფეხით გასავლელი მანძილი:
 21 კმ.

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

 ფინანსური ნაწილი:
55 ლარი


 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
 ტურზე გასვლამდე 240 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში. ;)

 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება
 გამყოლი
 ფოტოგადაღება
 პრიმუსი ცხელი წყლისთვის


 ფასში არ შედის:
 საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად)
საჭირო აღჭურვილობა:
კარავი, საძილე ტომარა, საგებელი, სალაშქრო ჯოხები, სალაშქრო ფეხსაცმელი, სათვალე, კეპი,საწვიმარი, მზისგან დამცავი კრემი. (კარავი თუ არ გაქვთ ჩვენ განგათავსებთ)

 და ბოლოს - არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა ;)

 აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!


ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე55.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/09/20
    დაბრუნება
    • 06/09/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა