national delicacy

ხიხანის ციხე. მთიანი აჭარა. ჯიპ ტური

  • ID: 60753
  • ნახვები: 1228
complogo
GT-მეგობრები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/09/21
    დაბრუნება
    • 11/09/21
დამატებითი ინფორმაცია

ხიხანის ციხე-სიმაგრე, ეკლესია:
ეს არის საქართველოში ყველაზე ლამაზი ადგილი, რომელიც საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. ხიხანის ციხის საოცარი ხედები, ფერები, პეიზაჟები შეუდარებელია.

ჯიპ ტური , ეს უპირატესია ბევრ საკითხში: მობილურობა, დროის მოგება. ( სწრაფად ხდება ხალხის მოძრაობა, ნაკლები მანძილები ფეხით გასავლელი, ფაქტიურად ყველგან მანქანით მიდიხარ ), მცირე ლაშქარი, ნაკლები წვალება მზეში და წვიმაში.

ჯიპ ტურის ფასი 120 ლარი.
ფეხით სავალი, მხოლოდ ციხეზე 2 - 2 კმ.

????️ყველაზე ლამაზი ფერები მთიან აჭარაშია.

⏯️ ჩვენ რამოდენიმეჯერ ვართ ნამყოფი ციხეზე, ვიცით გზაც, კვალიც, სირთულეც, სილამაზეც და გასათვალისწინებელი დეტალები.
⛓️შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს გუნდს.

⏯️ტურის ძირითადი გეგმა ასეთია:

თბილისიდან გამგზავრება.
*ახალციხე ( სმარტში შევლით )
*ადიგენი (გავლით)
*ზარზმის მონასტერი
*გოდერძის უღელტეხილი (გავჩერდებით )
*ბეშუმი (ფოტო პოზიორობა)
*მწვანე ტბა ( ფოტო სესია. ბანაობა აკრძალულია)
* ბეშუმი-დაკოს უღელტეხილი.
* შუამთის ტბები
* დაბანაკება ციხის საკემპინგე ადგილას. ( კოცონი, სიმღერა, ტაშ-ფანდური. შეგვიძლია სამწვადეც ვიყიდოთ ახალციხეში)

*ხიხანის ციხე, კოშკები, ხედები
*სოფელი ხიხაძირი.

*ბევრისთვის უცნობი ძეგლი ( ჩემი სიურპრიზი)

*სხალთის მონასტერი
*თამარის, ქვის თაღიანი ხიდი.
* ხულო
* სოფელი თაგო. ( საბაგირო 1720 მეტრი საყრდენების გარეშე).

და ა.შ.

ხიხიანის კომპლექსი შედგება რამოდენიმე კოშკისგან, ეკლესიის, მარანის, საცხოვრებელი ოთახების ნანგრევებისგან.
სავარაუდოდ იქ გავჩერდებით ერთი საათი, და საშუალება გვექნება ათასი ფოტოს გადასაღებად. ტურის ყველა მონაწილე ორგანიზებულად დავიწყებთ ციხიდან ჩამოსვლას. დაბლა ვისადილებთ, ავშლით კარვებს, ჩავბარგდებით და წამოვალთ სხალთის მონასტრისაკენ.
✝️სხალთის მონასტერი ძალიან მომწონს. აჭარის რეგიონში ასეთი სახით შემორჩენილი ეკლესია სხვა არ გვხვდება. ურჯულო მტერმა მთლიანად დაანგრია ქრისტიანული ტაძრები. ქრისტიანთა უმრავლესობა დახოცა, ზოგი გაამუსულმანა და ზოგმაც თავი შეაფარა საქართველოს სხვა კუთხეებს.

სხალთის მონასტრის შემდეგ გზად ვნახავთ თამარის ხიდს და ავალთ ხულოში.
????ხულოში არის საინტერესო საბაგირო, რომლის სიგრძეც არის 1720 მეტრი, სიგრძით მეორეა მთელს ევროპაში. საბაგიროდან გადაშლილი ხედები და სანახაობა უჩვეულოა. ეს არის ციდან დანახული ხულოს სოფლები.
ეფექტურია და დასამახსოვრებელი. ????

თბილისისკენ მომავალი გზა არის გრძელი, დამღლელი. აჭარიდან გამოვალთ დროულად, რომ თბილისში ჩამოსვლისას არ გადავაცილოთ 23:00 საათს.

❇️ჩვენი მოგზაურობა რომ იყო საინტერესო, უსაფრთხო, მხიარული და ყველასთვის სასიამოვნო, ამისთვის არ ვაწესებთ არანაირ წესებს, კანონებს და შეზღუდვებს. ყველა ვხელმძღვანელობთ საერთო ზნეობით, წესებით და პატივისცემით.

????ნებისმიერ საკითხში და გასაჭირში ყველა ერთისთვის, ერთი ყველასათვის ვმოქმედებთ. ეს გასვლა გვჭირდება სულის გახარებისთვის, მაქსიმალური სიამოვნებისათვის და საუკეთესო მეგობრების შეძენისათვის.

გასათვალისწინებელია: ხიხანის ციხეზე არ არის სასმელი წყალი????. ბანაკში ყველა აავსებს ერთ ბოთლ წყალს და წამოიღებს თან.
ციხის ბილიკი არის ტყიანი, მზე ძალიან არ შეგვაწუხებს, თუმცა ხიხანის ციხეზე მზე ????მაგრად იკბინება, გაითვალისწინეთ.
აუცილებად იქონიეთ
❗საწვიმარი,
ფანარი,
თბილი ქურთუკი,
მზის ქუდი,
სათვალე,
მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.
ბოტასები ან სალაშქრო ბათინკი.
➕კარავი,
საძილე ტომარა,
პარალონი.

ციხეზე ავდივართ ბარგის გარეშე, მსუბუქად. მხოლოდ წყალი და ფოტო აპარატები.
ბარგი ზურგით სათრევი არ გვაქვს არსად.

საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად. იმისათვის, რომ უაზროდ არ დავკარგოთ დრო, არ გავაჩერებთ ტრანსპორტს სუპერმარკეტებში. ყველა პროდუქტი იყიდეთ წინა დღეებში!!!

⚠️ტრანსპორტი გაჩერდება მხოლოდ ლამაზ ადგილებში ფოტოების გადასაღებად, ტვალეტებთან, ბენზო გასამართ სადგურზე ან ბუნებაში.
(ტურებზე, გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ აფერხებენ ჯგუფის წევრებს მაღაზიაში გადასული არა პუნქტუალური ადამიანები.)

ტურის ღირებულება არის 120 ლარი. ვისაც სურს ღამე საოჯახო სასტუმროში დარჩენა , მათ დამატებით ექნებათ გადასახდელი დამატებითი თანხა ( საუზმე, ვახშამი, ღამისთევა)

შეკრების ადგილი: სამთო ქიმია. მეტრო დიდუბესთან.
შეკრების დრო: 10 ექტემბერი, შაბათი 19:30 სთ.
გასვლის დრო: ვეცადოთ რაც შეიძლება მალე ჩავაწყოთ ბარგი და გავიდეთ დროულად!
უკან დაბრუნების დრო: 12 სექტემბერი, კვირა. 23:00 სთ.

თანხა უნდა გადავიხადოთ საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან პირად ნომერზე ან
--ანგარიშის ნომერზე, რომელსაც მოგწერთ პირადად

შემოგვიერთდით, მოიწვიერთ მეგობრები.

დამატებითი ინფორმაციისათვის მომწერეთ აქ, ან დამირეკეთ 595 90 70 33  GT-მეგობრები

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე120.00
GT-მეგობრები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/09/21
    დაბრუნება
    • 11/09/21