national delicacy

ალევის ოქროსკარიანი სამება - ქსნის ხეობა

  • ID: 60510
  • ნახვები: 1751
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/07/20
    დაბრუნება
    • 05/07/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 5 ივლისს, კვირას, გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს ქსნის ხეობაში. ავალთ მდ.ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ალევის ქედის უნაგირა მთის თხემზე, ალპურ ზონაში, ზ.დ. 2000 მეტრზე, სადაც მდებარეობს ალევის მონასტერი და საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება მცხეთა-მთიანეთზე, ოკუპირებულ ახალგორზე, გრემისხევზე, ნარეკვავის წყალსაცავზე და ა.შ. ტურში ვიხილავთ:

1. ნარეკვავის (გრემისხევის) წყალსაცავი.
2. ციხისუბნის წმინდა მარინეს ტაძარი და კოშკი - გრემისხევის თემი.
3. მდ.ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ალევის ქედი, უნაგირა მთა, ზ.დ. 2000 მ.
4. ალევის მონასტერი, ოქროსკარიანი სამების ტაძარი, მე-8-9 სს. ვახუშტი მას უჩვეულოდ დიდ ადგილს უთმობს: „ამ ალევის მთის თხემსა არს ეკლესია უგუნბათო, მჭვრეტი ქართლ-კახეთისა. ამას შინა არს სიმრავლე ხატთა და ჯვართა ოქროსა და ვერცხლისათა, და სამსახურებელნი ეკლესიისანი მრავალნი. კარნი აქუს ოქროსი, რომელი უქმნეს სპარსთა, რა ჟამს წარიდეს ხატი მისი, მუნ სასწაულის მხილველთა უქმნეს კარნი ოქროსანი და დასდვეს ურემსა ხარბმულსა და მოიღო მუნ“.
5. ანანურის კომპლექსი, მე-16-18 სს. (თუ დრო დაგვრჩა). წარსულში ეს ადგილი წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც თავს იყრიდა, ერთი მხრივ ჩრდილოეთიდან — თერგი-არაგვის ხეობებითა და მეორე მხრივ, ქართლის შუა ადგილებიდან, დუშეთის გავლით მომავალი მთავარი გზები. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, ეკლესია ”მკურნალი”, სამრეკლო, რვაკუთხა საკანი და წყალსაცავები;

⚠️ ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ალევში დღეს არის მოქმედი მამათა მონასტერი და ლაშქრობისას ზურგჩანთით წამოიღეთ შესაბამისი ჩაცმულობა (მამაკაცებისთვის - გრძელი შარვალი, ქალბატონებისთვის - კაბა) და მონასტერში შესვლამდე შესაბამისად შეიმოსეთ.

ტურის ბოლოს ანანურთან ტრადიციულად დავაგემოვნებთ უგემრიელეს მთიულურ ხინკალს. ვინც მარხვაზე იქნება, კარტოფილის ან სოკოსი შეუძლია მიირთვას.

✔ 5 ივლისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 22 ლარი.

ფეხით სასიარულო (ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში):
14 კმ. მარტივი რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:40 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
???? არ ვეწევით მიკროავტობუსში.
???? არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
???? აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ალევის მონასტერი, ოქროსკარიანი სამების ტაძარი, მე-8-9 სს. ვახუშტი მას უჩვეულოდ დიდ ადგილს უთმობს: „ამ ალევის მთის თხემსა არს ეკლესია უგუნბათო, მჭვრეტი ქართლ-კახეთისა. ამას შინა არს სიმრავლე ხატთა და ჯვართა ოქროსა და ვერცხლისათა, და სამსახურებელნი ეკლესიისანი მრავალნი. კარნი აქუს ოქროსი, რომელი უქმნეს სპარსთა, რა ჟამს წარიდეს ხატი მისი, მუნ სასწაულის მხილველთა უქმნეს კარნი ოქროსანი და დასდვეს ურემსა ხარბმულსა და მოიღო მუნ“.
მთავარი ეკლესია თარიღდება VIII-IX საუკუნეებით, ხოლო მცირე – X საუკუნით, თუმცა დიმიტრი ბაქრაძის ცნობით, ალევის ეკლესიის აშენებას, ისევე როგორც ლომისისას, ხალხი დავით აღმაშენებელს მიაწერდა. ასევე დიმიტრი ბაქრაძის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი "ოქროსკარიანი" სამების სახელითაა ცნობილი, თვით მთავარი ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა. ძნელი სათქმელია, რას ემყარება გადმოცემა ოქროს კარის შესახებ (რაც, ცხადია, დაუჯერებელია). შესაძლებელია, ეკლესიის სიმდიდრეს ან იქნებ კარი მოჭედილი იყო ლითონის ფურცლებით.
მთელს აღმოსავლეთ საქართველოში დიდად სახელგანთქმული და მდიდარი სალოცავი იყო. მის მოსალოცად მოდიოდნენ ქსნის ხეობიდან, ნარეკვავიდან, ბაზალეთ-არაგვისპირიდან, კახეთიდან. დღეობა იმართებოდა ძველი სტილით 15(28) აგვისტოს. ალევის სამებას მდიდარი სახნავ-საძოვრები ჰქონდა. ეკლესიაში დაცული ძვირფასი ნივთების დიდი ნაწილი XIX საუკუნეში, 1870 წლის შემდეგ დაიტაცეს – ზოგი მათგანი ნახა და აღწერა პლატონ იოსელიანმა, ექვთიმე თაყაიშვილს კი ეს ნივთები აღარ დახვედრია.

✔ ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ (XVII-XVIII სს) კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც.
ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა ხევსურული კოშკი, რომელიც ზედა ციხის ცენტრშია მოქცეული. იგი XIV საუკუნით თარიღდება. ზ ე დ ა ც ი ხ ე (ციტადელი) XVI-XVII სს-შია აგებული, ხოლო ქ ვ ე დ ა ც ი ხ ე - მოგვიანებით, XVIII ს-ში.
მთავარი ნაგებობის - ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მისი სამხრეთი ფასადის მარცხენა ნაწილის ვრცელი წარწერა, რომლის მიხედვით, ტაძარი 1689 წელს, ბარძიმ მდივანბეგის დაკვეთით აუგია ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს. ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში მდგარი ღვთაების ეკლესია XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის I ნახევარშია აშენებული. მისი სალხინობლის წარწერა გვაუწყებს, რომ ’’ესე გუმბათი” (სალხინობელი) 1674 წელს აუგია ანა-ხანუმ აბაშიძის ასულს უდროოდ გარდაცვლილი სრულიად საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთვისშვილს.
1743 წელს მეფე თეიმურაზ II-მ საერისთავო გააუქმა და ანანური მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. ამიერიდან ის მეფის მოხელეთა რეზიდენცია გახდა. 1786 წელს ანანურის მიმდებარე ტერიტორია - სოფელი დაღესტნის ხანმა ომარმა ააოხრა. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის ამ დროს, ”მცირე ქალაქს” წარმოადგენდა, რომელშიც 100 კომლი ცხოვრობდა. 1791 წლის ერეკლე II-ის მიერ ძეთათვის დაწერილ განწესებაში ანანურის ციხე შვიდ უძლიერეს ციხეს შორის არის მოხსენიებული. მხცოვანმა მეფემ კრწანისის ველზე უთანასწორო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ამ ციხეს შეაფარა თავი.
სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობამ ამ პუნქტში ვაჭრობის განვითარება განაპირობა. აქ სამეფო საბაჟოც ყოფილა. განვითარებული იყო მეჭურჭლეობა, მაუდის წარმოება. XVIII საუკუნის II ნახევარში აქ ყოფილა სამეფო სამღებრო. XIX ს-ის I ნახევარში იოანე ბატონიშვილმა ანანურს ”ყასაბა ქალაქი” უწოდა.
1803-21 წლებში ანანური სამაზრო ცენტრი იყო. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს ის რუსეთის ჯარებს გადაუწვავთ.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/07/20
    დაბრუნება
    • 05/07/20