national delicacy

ქიზიყი: ლავანდების პლანტაცია

  • ID: 60468
  • ნახვები: 856
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/06/20
    დაბრუნება
    • 28/06/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 28 ივნისს, კვირას, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ქიზიყში, ლავანდების პლანტაციაში. ლავანდის ყვავილობა წლის განმავლობაში მხოლოდ ივნისის მეორე ნახევარშია. ♥ არ გაუშვათ ეს შანსი, ნახოთ ასეთი თავბრუდამხვევი სილამაზე, გადაიღოთ უამრავი შთამბეჭდავი ფოტო და დატკბეთ ლავანდების საოცარი სურნელით.
ტურის ბოლოს გვექნება პიკნიკი, დავანთებთ კოცონს, შევწვავთ მწვადებს (ვინც მარხვაზე იქნებით, მათთვის კალმახს) და დადებითი ემოციებით დატვირთული დავბრუნდებით დედაქალაქში. მაშ ასე, წინ ასეთი სრულყოფილი და საინტერესო ტური გველოდება:

1. ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი: წმ. ნინოს მე-6 საუკუნის ტაძარი, შემოვლებული გალავანი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (მე-16 ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777), ახალი ტაძარი და სხვა ნაგებობათა ნანგრევები. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ტაძრის აგება უკავშირდება იმ ადგილს, სადაც წმინდა ნინომ შეისვენა. "ნინოწმინდა... პალატები მეფეთა... გალავანში - ჯამი აქაფებული, შენი სახე რისთვის შემომეფეთა, ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული..." გ. ლეონიძე.
2. მანავის ღვთისმშობელი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ძველი ქართული გუმბათოვანი ეკლესიების ერთ-ერთი უკანასკნელი ნიმუშთაგანი. განეკუთვნება კუპელჰალეს სტილს. ეკლესია დავით გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს, ეფთიმის აუშენებია 1794 წელს.
3. მანავის ციხე-კომპლექსი. მდებარეობს მაღალ მთაზე, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება. ციხის ძველი სამშენებლო ფენა მე-10-11 საუკუნეებს მიეკუთვნება, ახალი მე-16-17 საუკუნეებს. კომპლექსი შემავალი ნაგებობებია: შიდა ციხე, ციტადელი - წყალსაცავიანი სასახლე, დიდი ზომის კოშკოვანი სახლის ნანგრევები, მცირე კოშკი, მოზრდილი კოშკოვანი სახლი; ორსართულიანი შენობის ნანგრევები, სამი დარბაზული ეკლესია, ქვედა ციხე, წყალსაცავი, გალავანი.
4. ლავანდების პლანტაცია. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ლავანდის ნაწარმი. ნუკრიანის ლავანდა - პირველი და ერთადერთი ლავანდის პლანტაციაა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ნუკრიანის ლავანდა - ეს არის იისფერის ზღვა და მშვენიერი არომატი. ნუკრიანის ლავანდა - ქართული პროვანსია. ♥
5. ჩაილურის (ნიახურას) ციხე, შუა საუკუნეები. იგი წარმოადგენდა სამხედრო თავდაცვით ციხე-სიმაგრეს. ციხე კეტავდა სტრატეგიულ შემოსასვლელს მთელს ივრის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას. ძეგლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხის მიდამოებში, 1801 წელს გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომის სახელით ისტორიაში შესული ბრძოლა.

✔ 28 ივნისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი.

ფეხით სასიარულო (ერთი გზა):
მანავის ციხეზე - 500 მეტრი, მარტივი რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით (მიმდინარე რეგულაციებით აკრძალულია კონდიციონერის გამოყენება, ვიმგზავრებთ ღია ფანჯრებით).
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
✔ ლავანდების პლანტაციის ბილეთი (შესვლა სურვილისამებრ): 4 ლარი.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
⚠️ დილით ტურის დაწყებამდე თითოეული მონაწილე გაივლის თერმოსკრინინგს (სიცხის გაზომვა). ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება ტურიდან და ჩარიცხული თანხა უკან ვერ დაუბრუნდება, ტური რომ არ ჩაიშალოს.
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

???? ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი: წმ. ნინოს მე-6 საუკუნის ტაძარი, შემოვლებული გალავანი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (მე-16 ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777), ახალი ტაძარი და სხვა ნაგებობათა ნანგრევები. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ტაძრის აგება უკავშირდება იმ ადგილს, სადაც წმინდა ნინომ შეისვენა. ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. აშენებულია წმინდა ნინოს დროსვე ძველ საკერპო ადგილას. შენობა წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა უშუალო წინამორბედს. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (მე-11-12 სს., მე-16 ს.). დაინგრა 1824 და 1848 წლების მიწისძვრების დროს. მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აღმართულია მე-16-18 საუკუნეების აგურის სამრეკლო. ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. სამრეკლოს ჩრდილოეთიდან მიშენებული ჰქონდა ხის ორსართულიანი შენობა, რომელშიც ნინოწმინდელი ეპისკოპოსის რეზიდენცია იყო განთავსებული. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ნინოწმინდელ საბა ტუსიშვილს განუახლებია ტაძარი და ძალზე დიდი გუმბათი დაუდგამს მისთვის. მისი აგებულია ასევე საეპისკოპოსო სასახლე, რომელიც იქვე ტაძრის ეზოშია. გადმოცემის თანახმად, ერეკლე II-ს ნინოწმინდის ტაძრის გუმბათის ნახვისას, გულისტკივილით უთქვამს ტუსიშვილისთვის: ტაძარი კი დაგიმშვენებია მაგრამ მოგიკლავსო. მართლაც 1824 წელს, მიწისძვრის დროს, კედლებმა ვეღარ გაუძლო და თაღი და გუმბათი ჩამოინგრა. კომპლექსს ძველი დროიდან გარს ერტყა დიდი გალავანი, რომელიც კოშკებით იყო აღჭურვილი და ადგილობრივი მოსახლეობა თავს აფარებდა ომიანობის დროს.

✔ მანავის ციხე ბოლო საუკუნეებში ფეოდალური კახეთის ერთ-ერთი ცენტრთაგანი იყო. ციხე გამორჩეული იყო თავისი სტრატეგიული მნიშვნელობით. ის აღმართული იყო წამოწეულ მთის იმ წვერზე, რომელიც ბატონობს ამ მხარეზე. ხეობა ორივე მიმართულებით კარგად ჩანს, თითქმის, 10-15 კმ-ზე. ვახუშტი ბატონიშვილი განმარტავს: „ჰერეთის მთის ძირს არს მანავი, სადაც აღაშენა სასახლე იმამ-ყული ხან. მთის ძირად. ძველათ ციხე და აწ შემუსვრილი“. ამ ცნობის მიხედვით უნდა ვიგულისხმოთ, რომ ვახუშტის რუსეთში წასვლის დროს – 1724 წელს, მანავი სრული ცხოვრებით ცხოვრობდა, ხოლო იქვე არსებული ძველი ციხე იყო „შემუსვრილ“. მემატიანეები რამდენიმე ცნობას გვაწვდიან XVIII საუკუნის პირველი ორი ათეული წლების ფარგლებში, მაგრამ არაა ცნობილი, თუ რა ხდებოდა მანამდე ან შემდეგ. XVIII საუკუნის დასაწყისიდან კახეთის მეფე დავით II-ს (იმამ-ყული ხანს) მანავი რეზიდენციად გაუხდია და იგი აქედან მართავდა ქვეყანას. ეტყობა, ადრე იქ მდგარი ნაგებობები საკმარისი არ ყოფილა და იგი აგებს სასახლეს. მემატიანე წერს, რომ ლეკთა მოძალების გამო აღარ იდგომებოდა ყარაღაჯში და „დაუტევა იმამ-ყული სსხან ყარაღაჯი და ჰყო სასახლე თვისი თელავს და მანავს და იმყოფებოდა ზამთარს მუნ“. ამ დროს მანავი რომ ცენტრი იყო, იქიდანაც ჩანს, რომ მეფე თეიმურაზ II-მ 1712 წელს აქ იქორწინა და აქვე იმყოფებოდა მომდევნო წლებშიც (მემატიანე). ციხეზე ამის შემდეგ არაფერი ისმის. მოგვიანებით გვაქვს გიულდენშტედტის ცნობა, რომელმავც აქ გაიარა 1772 წელს. საგარეჯოდან გასვლის შემდეგ იგი შედის მანავში და წერს: „ეს სოფელი თითქმის განადგურებულია; გადარჩენილ მოსახლეთაგან მცირე ნაწილმა შეაფარა თავი ოდნავ ჩრდილოეთით ვიწრო გალავანს ციცაბო მაღლობზე“, – ეს არის ბოლო ისტორიული წყარო, რომელიც წინა საუკუნეებში მანავის ციხეს მოიხსენიებს.

✔ ჩაილურის ციხე აშენდა შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ XVI საუკუნეში, და იგი წარმოადგენდა სამხედრო თავდაცვით ციხე-სიმაგრეს. ციხე კეტავდა სტრატეგიულ შემოსასვლელს მთელი ივრის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას. ძეგლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხის მიდამოებში, 1801 წელს გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომის სახელით ისტორიაში შესული ბრძოლა. მე-20 საუკუნისათვის ციხე საკმაოდ დაზიანებული ყოფილა. ციხის აღდგენა მოხდა 80 - იან წლებში, პარმენ ზაქარაიასა და კულტურის სამინისტროს თაოსნობით.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/06/20
    დაბრუნება
    • 28/06/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა