national delicacy

3 ივლისს 3 დღიანი ტური თუშეთში თუშ გიდთან ერთად

  • ID: 60231
  • ნახვები: 490
complogo
ტურები თუშეთში. 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება თუშ გიდთან ერთად
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/06/20
    დაბრუნება
    • 15/06/20
დამატებითი ინფორმაცია

ჩვენ 9 წელია ვმუშაობთ თუშეთის ტურზე.  

  • რას ვნახავთ 3 დღიან ტურში ?

 

 # 1. დღე

* მდინარე სტორის ულამაზესი ხეობა

* ჩანჩქერი თუშეთის გზაზე

* ევროპის უმაღლესი უღელტეხილი ზ.დ. 2900 მ.

* ვიზიტორთა ცენტრში მუზეუმi და ფოტოგალერეა.

* სოფელი შენაქო, ტრადიციულ ლუდსახარში, წმ. სამების ტაძარი.

* XVIII საუკუნის ნასოფლარი აგეურთა

# 2 დღე

* ნაყაიჩოს ქედი და ღელეს უღელტეხილი

* დართლო. იუნესკოს მემკვიდრეობის საცდელ სიაში მყოფი სოფელი, შუა საუკუნეების უნიკალური არქიტექტურით

* სოფელი კვავლო. არწივთა საუფლო თვალწარმტაცი ხედებით

* უჩინარი, უძველესი სოფელი ფარსმა. თუშეთის მაჩუ-პიკჩუ

* სოფელი ბოჭორნა - ევროპის უმაღლესი დასახლებული პუნქტი ზ.დ 2350 მეტრი

* სოფელი დოჭუ - თუშეთის პატარძალი

* ომალო, კესელოს ციხე-კოშკების კომპლექსი.

# 3. დღე

* სოფელი დიკლო

* ძველი დიკლო - დაღესტნის საზღვარი

# კვება:

1. დღე სადილი, ვახშამი

2. დღე: საუზმე, სადილი (ლანჩი ბუნებაში), ვახშამი

3. დღე: საუზმე, სადილი.

✌️ საკვები მრავალფეროვანია: სალათები, შემწვარი ქათამი, ხორცის კერძი, ღვეზელი, ტრადიციული ხინკალი, ხაჭაპური, ხავიწი. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ხინკლის მომზადებაში.

☕️ ყავა და ჩაი (ადგილობრივიც) განუსაზღვრელი რაოდენობით

  •  საოჯახო სასტუმრო - ტრადიციული, თუშური ტიპის სახლი.

 * ოთახები - ინდივიდუალური სველი წერტილებით, თეთრეულით, პირსახოცებით. 

 * Wi - Fi

  • ფეხით სასიარულო მანძილი:

* 1. დღე - 2კმ;  2. დღე - 2,5 კმ;  3. დღე - 4,5 კმ

  • რა უნდა წამოვიღოთ ტურში:

* მზის ქუდი, სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები.

* პირველი დღისთვის საუზმე, გზაზე რომ მიირთვათ.

არ წამოიღოთ ღორის ხორცის პროდუქტი!

* მოხერხებული ფეხსაცმელი.

* დრამინა.

* საშემოდგომო მოსაცმელი - ტემპერატურა თბილისთან შედარებით 12 გრადუსით ნაკლებია.

☝️ ბილიკებზე სიარულისას გიდს ნუ გავუსწრებთ და ჯგუფს ნუ ჩამოვრჩებით. ტური გაწერილია დროში და მაქსიმალურად გათვალისწინებულია ყველა ძირითადი ადგილის მონახულება.                                          

☝️ თუშები გულღია და სტუმართმოყვარე ხალხია. პატივი ეცით ადგილობრივ წესებს და ტრადიციებს, რომლებსაც გიდები გაგაცნობენ.

  • ტურის დაწყება - დასრულების დრო და ადგილი:

* გასვლა დილის 7:00 თბილისი, მეტრო ისნის ტერიტორია.

* დაბრუნება 22:00 თბილისი მეტრო ისნის ტერიტორია.

* ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 250 ლარი.

☝️ ღირებულებაში შედის: კვება, საოჯახო სასტუმრო, ტრანსპორტი - Mitsubishi Delica ადგილობრივი გამოცდილი მძღოლი - გიდები.

* თანხის ჩარიცხვა ხდება ტურის დაწყების თარიღამდე 3 დღით ადრე.

✍️ საბანკო რეკვიზიტები: თბს ბანკი, საქართველოს ბანკი.......

☎️ 551 836 777 // 555 38 40 10 // 557 517 950

☝️ შემოგვიერთდი ფეისბუქზე www.facebook.com/tushetii

☝️ ტური ჩატარდება ყოველ ორშაბათს და პარასკევს. 15 ივნისიდან 9 ოქტომბრამდე. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე250.00
ტურები თუშეთში. 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება თუშ გიდთან ერთად
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/06/20
    დაბრუნება
    • 15/06/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა