national delicacy

სოლოლაკი - ძველი თბილისის იდუმალი ისტორიები

  • ID: 60126
  • ნახვები: 2022
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/03/20
    დაბრუნება
    • 15/03/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 15 მარტს, კვირას, გთავაზობთ ერთ დღიან კულტურულ-შემეცნებით ტურს თბილისში. ტური იქნება საფეხმავლო და გაუძღვება გიდების ასოციაციის სერტიფიცირებული გიდი. მოვისმენთ ძველი თბილისის ძალიან საინტერესო ისტორიებს:

* თბილისის თვითმმართველობის თავდაპირველი შენობა – “საქალაქო სახლი”, სადაც დღეს დედაქალაქის საკრებულოა განთავსებული.
* ეროვნული ბანკის შენობა და მასთან დაკავშირებული ისტორიები.
* პროვიზორ ფერდინანდ ოტენის სახლი და აფთიაქი ლეონიძის ქუჩაზე.
* ქიქოძის, გალაკტიონის, მაჩაბლის, ასათიანის ქუჩების არქიტექტურული მარგალიტები და მათთან დაკავშირებული ტრაგიკული თუ სახალისო ისტორიები.
* დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი, ამჟამად მწერალთა სახლი.
* კეთილშობილ ქალთა გერმანული პანსიონი.
* არქიტექტორ ტატიშჩევის საცხოვრებელი სახლი ლ. ასათიანის ქუჩაზე.
* მანთაშევის სავაჭრო სკოლა.
* კათოლიკური ეკლესია აბესაძის ქუჩაზე.
* გუდიაშვილის სკვერი.
* ახოსპირელის ქუჩის მოხატული სახლი.
* იეთიმ გურჯის ქუჩის მშვენება - მაქმანებიანი სახლი.

✔ 15 მარტი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 10 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ჯამში (ანუ მთელი დღის განმავლობაში) - 3კმ. თბილისის ქუჩებში სასეირნო.

⏰ ვიკრიბებით:
თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს (ყოფილი მერიის) შენობის წინ. 09:45 სთ. ტურს ვიწყებთ 10:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურს ვასრულებთ თავისუფლების მოედანზე.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
სერტიფიცირებული გიდი.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება. ტურის მიმდინარეობას გვექნება მცირე შესვენება კაფეში, სადაც შეგეძლებათ სასურველი საკვები მიირთვათ.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან ტურს. ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე10.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/03/20
    დაბრუნება
    • 15/03/20