national delicacy

თელოვანი, წილკანი, გრემისხევი, ძალისა მუხრანი ბაზალეთი და ა.შ.

  • ID: 60124
  • ნახვები: 1671
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/03/20
    დაბრუნება
    • 14/03/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 14 მარტს, შაბათს, გთავაზობთ ერთ დღიან ძალიან საინტერესო მსუბუქ ისტორიულ-შემეცნებით ტურს მცხეთისა და დუშეთის რაიონებში.

1. თელოვნის ჯვარპატიოსანი - მე-8-9 სს. ტაძარი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრზე, მთის ფერდობზე.
2. მუხრანის ციხე-გალავანი, მე-18 ს. კომპლექსში შედის: ციტადელი, გალავანი, კოშკები, გრიგოლ განმანათლებლისა და ღვთისმშობლის ეკლესიები, მარანი, სასახლის ნანგრევები და მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი, სადაც წმ. ქეთევან წამებულმა დაიწერა ჯვარი.
3. ძალისას ანტიკური ნაქალაქარი და მუზეუმ-ნაკრძალი. ძვ. წ. მე-2 – ახ. წ. მე-8 სს. კომპლექსში შედის სასახლე, აფსიდიანი ნაგებობა, საცურაო აუზი, საზოგადოებრივი აბანო და დიონისეს ტაძარი, სადაც 1971-77 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მე-3 საუკუნის იატაკის მოზაიკური მხატვრობა.
4. წილკანი - ღვთისმშობლის შობის ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი, მე-4 ს. აქ მოღვაწეობდა ერთ-ერთი ასურელი მამა ისე წილკნელი - დაკრძალულია ტაძარშივე.
5. მჭადიჯვარი - მთავარანგელოზთა ტაძარი. ეკლესიაზე არის სამშენებლო წარწერა, რომლის მიხედვითაც იგი 1668 წელს აუგია დომენტი კათოლიკოსს, ხოლო ციხე-გალავანი - კონსტანტინე მუხრანბატონს 1746 წელს.
6. ციხისუბნის წმინდა გიორგის ტაძარი და კოშკი - გრემისხევის თემი.
7. ნარეკვავის (გრემისხევის) წყალსაცავი.
8. ბაზალეთის ტბა. თქმულების მიხედვით, ბაზალეთის ტბის ფსკერზე დაკარგული სამოთხეა, მის შუაგულში კი ოქროს აკვანი დგას, აკვანში წევს მძინარე ყრმა... დადგება დრო, როცა გაიღვიძებს იგი, ადგება აკვნიდან და მხსნელად მოევლინება ქვეყანას, მარადიულ გაზაფხულს მოიტანს დედამიწაზე. ამ თქმულებაზეა დაწერილი ილიას ლექსი „ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ყვავისო".

ტურის ბოლოს ტრადიციულად დავაგემოვნებთ უგემრიელეს ხინკალს. ვინც მარხვაზე იქნება, კარტოფილის შეუძლია მიირთვას.

✔ 14 მარტი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი.

ფეხით სასიარულო: ჯამში (ანუ მთელი დღის განმავლობაში) - 4 კმ. მარტივი რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 
✔ ძალისას მუზეუმ-ნაკრძალის ბილეთი: ზრდასრული - 3 ლ. სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, პენსიონერი - 0.5 ლ. საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები - 1 ლ. გიდის მომსახურება - 10 ლარი მთლიან ჯგუფზე.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ მუხრანის ციხე-გალავანი, მე-18 ს. მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს, ვაკეზე დგას ციხე-გალავნის ნანგრევები. აქ იყო მუხრანბატონთა უკანასკნელი პერიოდის რეზიდენცია. ციხეს ორი წარწერა აქვს. ციტადელის ჭიშკრის თავზე არსებული წარწერის თანახმად, ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს ლევან მუხრანბატონის დახმარებით. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია მეფის სახლთუხუცესს – კონსტანტინე მუხრანბატონს. წარწერის მიხედვით კონსტანტინე მუხრანბატონი გვატყობინებს, რომ ეს ადგილი აოხრებული ყოფილა მტრებისაგან, ხოლო მცხოვრებნი - `მიმოდაბნეულნი~. მან აქ `მოზღუდა~ გალავანი, ხალხი შეკრიბა და დაამკვიდრა. მტრის სემოსევის შემთხვევაში არა მარტო სოფელი მუხრანი, არამედ ახლომახლო სოფლებიც თავიანთი მოძრავი ქონებით, გალავანს აფარებდა თავს. ივანე მუხრან-ბატონის (უკანასკნელი მფლობელის) გარდაცვალების შემდეგ (1895 წელს), სასახლე კონსტანტინე მუხრან-ბატონის მფლობელობაში გადავიდა, მოგვიანებით კი მან გაყიდა. სასახლეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ: კომუნისტებმა შენობაში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლაბორატორიები გახსნეს, დამოუკიდებელ საქართველოში კი, არეულობის წლებში, გაძარცვეს და დაანგრიეს.

✔ ძალისას ანტიკური ნაქალაქარი და მუზეუმ-ნაკრძალი. ძვ. წ. მე-2 – ახ. წ. მე-8 სს. ძალისის ნაქალაქარი თარიღდება ძვ.წ. II-ახ.წ. VIII საუკუნეებით. მოსახლეობა პირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე (ფართ. 5-6 ჰა) დასახლებულა. ანტიკურ ხანაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, გაზრდილი მოსახლეობის ნაწილი მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე გადასულა საცხოვრებლად და, აქ, ვაკეზე დიდი დასახლება წარმოქმნილა, რომელიც, როგორც ჩანს არისტოკრატთა უბანს წარმოადგენდა. განვითარების უმაღლეს დონეს ახ.წ. I-III საუკუნეებში მიაღწია. IV საუკუნეში განადგურდა და მის ტერიტოტრიაზე ცხოვრება დროებით შეწყდა. VI-VII საუკუნეებში აქ უღიმღამო ცხოვრება კვლავ გაგრძელდა, ხოლო VIII 30-იან წლებში ქალაქი საბოლოოდ განადგურდა მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. იბერიის სამეფოს საქალაქო ცხოვრების დაწინაურების თვალსაჩინო მოწმობაა ძალისის ნაქალაქარზე აღმოჩენილი მაღალმხატვრული დონის იატაკის მოზაიკები, რომლებიც საქართველოში ახ. წ. II - VI საუკუნეებში მხოლოდ ბიჭვინთის ბაზილიკასა (აფხაზეთი, დასავლეთ საქართველო) და სოფელ შუხუთის (გურია, დასავლეთ საქართველო) რომაული აბანოში დასტურდება. ძალისის ნაქალაქარზე მოზაიკური იატაკი გამოვლინდა 1972 წელს გათხრილ რომაული ტიპის ერთ-ერთ აბანოში, რომელიც შედგება ცივი (რიგიდარიუმ), თბილი (თეპიდარიუმ) და ცხელი (ჩალდარიუმ) განყოფილებებისგან. ფრიგიდარიუმის მოზაიკაზე, რომელიც ძალიან დაზიანებულია გამოსახული უნდა ყოფილიყო ოკეანე და თეტისი, გარსშემორტყმულნი დელფინებზე ამხედრებული მებადური ეროტებით. შემორჩენილია ნიჟარის, დელფინისა და ბადის გამოსახულებები. ამ მოზაიკას ანალოგები ეძებნება ანტიოქიის, კილიკიისა და გარნის ცნობილი ნიმუშებს შორის და მათ მსგავსად, იგი მარინისტულ თემას ასახავს. ნაგებობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონუმენტური სასახლეები. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც მრავალდარბაზიანი რთული არქიტექტურული კომპლექსია, უჭირავს დაახლოებით 2500 კვ. მ. ნაგებობა, რომლის ნანგრევები 1,5 მ სისქის მიწის ფენით იყო დაფარული. იგი საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე აღმოჩენილი სასახლის ტიპის უდიდესი ნაგებობაა, რომელიც ანტიკურ ხანას განეკუთვნება. ამ გრანდიოზულ ნაგებობას ამშვენებდა რომაული გეგმარების შადრევნიანი შიდა ეზო - ატრიუმი. სასახლე შედგება 30-მდე სხვადასხვა ზომის, ფორმისა და დანიშნულების ოთახისგან. გამოვლენილია საძინებელი ოთახები, სათათბირო დარბაზი, ორგანყოფილებიანი საპირფარეშო საკუთარი კანალიზაციით და წყალსადენით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ტუფისა და ქვიშაქვის გათლილი ქვები, აგური, კერამიკული ფილები.

✔ წილკანი - ღვთისმშობლის შობის ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი, მე-4 ს. აქ მოღვაწეობდა ერთ-ერთი ასურელ მამა ისე წილკნელი. ის იქვეა დასაფლავებული. ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში აუგიათ. ლეონტი მროველის ცნობით ეკლესია ააგოს მირიანის ძემ, ბაკურ II-მ. მალე წილკნის ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. V-VI საუკუნეების მიჯნაზე წილკანში არსებული ეკლესიის ნაცვლად აშენდა სამნავიანი ბაზილიკა აუგიათ. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში დანგრეული სამნავიანი ბაზილიკა გუმბათიან ეკლესიად გადააკეთეს. ის საფუძვლიანად შეაკეთეს XVI-XVII საუკუნეებშიც. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები. ამჟამად ტაძარი სხვადასხვა დროის სამ ნაგებობას აერთიანებს: დარბაზულ ეკლესიას (IV საუკუნის დასასრული - V საუკუნის პირველი ნახევარი), სამნავიან ბაზილიკას (V-VI საუკუნეების მიჯნა) და გუმბათოვან ტაძარს (განვითარებული ფეოდალური ხანა). მოხატულობა მხოლოდ გუმბათშია შემორჩენილი. ის XVI-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ცენტრში, ორმაგ წრეში გამოსახულია ქრისტე, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენაში გადაშლილი სახარება უჭირავს. ორმაგ წრეში ასომთავრული წარწერაა: „იხილე და შეიყვარე შვენიერება სოფლისა შენისა და ადგილი ქ უფალო გარდმოიხედე ზეცითი“. ცენტრალური წრის გარშემო ოთხ ნახევარწრეში მახარებელთა სიმბოლოებია. მხატვრობა შესრულებულია ბაცი შინდისფერი, მოწითალო, ყვითელი და ლურჯი ფერებით. გამოსახულებანი პატარა ზომისაა, ნახატი - უხეში. ტაძარს გარს ერტყმის გალავანი, რომელიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. ამ გალავნის გარეთ, ჩრდილოეთით და დასავლეთით, შემორჩენილია უფრო ძველი გალავნის ნაშთები. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკს აქვს საზარბაზნეც. XIX საუკუნეში ამ კოშკის შესასვლელზე დააშენეს სამრეკლო. ტაძარში დაცული ლუკა მახარებლის მიერ შექმნილი ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემის თანახად, სასწაულმოქმედი იყო. 1926 წლიდან ხატი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

✔ მჭადიჯვარი - მთავარანგელოზთა ტაძარი. ეკლესიაზე არის სამშენებლო წარწერა, რომლის მიხედვითაც იგი 1668 წელს აუგია დომენტი კათოლიკოსს, ხოლო ციხე-გალავანი - კონსტანტინე მუხრანბატონს 1746 წელს. ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში, ქართლის ერთ-ერთი დარბევის დროს ლეკებმა სოფელი მჭადიჯვარი ააოხრეს, თუმცა ეკლესია დანგრევას გადაურჩა. 1746 წელს კონსტანტინე მუხრანბატონმა აღადგინა სოფელი და ააშენა მჭადიჯვრის ეკლესიის გარშემო ციხე-გალავანიც. სოფელს მდინარე ნარეკვავი ჩამოუდის. სოფელს უცნაური სახელიც აქვს - მჭადიჯვარი. შეიძლება თქვათ კიდეც, სად მჭადი და სად ჯვარიო. ზოგმა თქვა, იმიტომ დაერქვა, ჭაში ჯვარი ნახეს ჩავარდნილიო, ზოგმაც - ვიღაცას მჭადზე ჯვარი გამოუსახავსო.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/03/20
    დაბრუნება
    • 14/03/20