national delicacy

საირმე, ვანის გოგირდის აუზები, ვარციხე, გეგუთი

  • ID: 59712
  • ნახვები: 1656
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/02/20
    დაბრუნება
    • 23/02/20
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან მრავალფეროვან და ულამაზეს ტურს იმერეთში, ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.

ტურის ფარგლებში ვიმოგზაურებთ ისტორიით დატვირთულ იმერეთის მეფეთა რეზიდენციებში.
შემდეგ ვესტუმრებით კურორტ საირმეს, რომელიც ჩაფლულია დათოვლილ ნაძვნარში და უალამაზესი სანახაობით გველოდება.. ლეგენდის თანახმად, ზამთარში ტყეებიდან მინერალურ წყაროებთან მიდიან ირმები, ამას უკავშირდება კურორტის დასახელებაც. საირმე გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ლამაზი ბუნებით, რომელიც ცნობილია თერმული წყლების აუზებით.  ტურის ბოლოს კი კულმინაცია. ვესტუმრებით ვანს, სადაც გოგირდის ბუნებრივი თბილი წყლების კრატერებში ვიჭყუმპალავებთ. რამდენად სასიამოვნოა ბუნებრივ ცხელ წყალში ნებივრობა, ეს თავად განიცადეთ. 

1. გეგუთის სასახლე - მე-8 ს. იმერეთის მეფეთა რეზიდენცია, სადაც გიორგი III-ემ თანამოსაყდრედ გამოაცხადა თამარ მეფე.
2. ვარციხე (როდოპოლისი) - მე-6 ს. ეგრისის სამეფოს ნაქალაქარი. იმერეთის მეფეთა რეზიდენცია.
3. კურორტი საირმე - მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ. წაბლარისწყლის ხეობაში. ცნობილია მინერალური და თერმული წყლების აუზებით.
4. ვანის გოგირდის აუზები - გოგირდოვანი მინერალური წყლის (თბილი) აუზები.

✔ 23 თებერვალი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 27 ლარი

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
☕ ყავა, ჩაი - მარშუტკასთან გვექნება პატარა გაზქურა და მოგიდუღებთ თქვენი სურვილისამებრ ყავას ან ჩაის.

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ გთხოვთ საკვები შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში დრო რომ არ დავკარგოთ. გზად გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოსთან.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი,წინდა,ქუდი, ხელთათმანები.
4. აუზებზე თუ აპირებთ ჭყუმპალაობას იქონიეთ საცურაო კოსტუმი.
5. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს

✔ გეგუთის სასახლე - მე-8 საუკუნე. გიორგი III-ს დროინდელია მთავარი ნაგებობა, სადაც მან თანამოსაყდრედ თამარ მეფე გამოაცხადა.საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ გეგუთი იქცა იმერეთის მეფეთა რეზიდენციად. სასახლე დაზიანდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში სოლომონ II-ის ბრძოლებისას.სასახლე დაზიანდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში სოლომონ II-ის ბრძოლებისას.

✔ ვარციხე (როდოპოლისი) - მე-6 საუკუნის ეგრისის სამეფოს ნაქალაქარი. თავდაპირველად მისი სახელი ვარდციხეა – „ვარდის ციხე“, ამიტომაც უწოდეს მას ძველმა ბერძნებმა, ბერძნული თარგმნით, „როდოპოლისი“ – ვარდის ქალაქი (ბერძ. „როდონ“- ვარდი, „პოლის“- ქალაქი.). უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის გულში, სამი მდინარის შესაყარში, აღმართულ ქალაქს. აქ გაივლიდა ინდოეთიდან მომავალი „დიდი წყლის გზა“ (სამდინარო გზა) და ჩრდილოეთიდან მომავალი სახმელეთო გზაც. ვარციხე ბუნებრივ სიმაგრეებს მოკლებული იყო. ამიტომ შიშველ დაბლობზე მდებარე ქალაქს ადგილობრივი ქართველობა გამუდმებით ამაგრებდა და აშენებდა.გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. იმერეთის სამეფოს 1737 წლის რუკის მიხედვით ვარდციხეში აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაატარა იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ.

✔ კურორტი საირმე - მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ. წაბლარისწყლის ხეობაში. კურორტი საირმე საინტერესოა უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. საირმის სუფთა ჰაერითა და სხვადასხვა მინერალური და თერმული წყლებით ჯანმრთელობის განმტკიცებაა შესაძლებელი. ლეგენდის თანახმად, ზამთარში ტყეებიდან მინერალურ წყაროებთან მიდიან ირმები და ჯიხვები, ამას უკავშირდება კურორტის დასახელებაც.
საირმის შესახებ ცნობილი XIX საუკუნის ბოლოს გახდა, ხოლო ფუნქციონირება XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. აქ აშენდა საკურორტო შენობები, გაირკვა მინერალური წყლების შემადგენლობა და მათი სამკურნალო თვისებები, მოეწყო სამედიცინო მომსახურების პუნქტები.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე27.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/02/20
    დაბრუნება
    • 23/02/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა