national delicacy

თოვლიანი ჯავახეთი - გაყინული ტბები

  • ID: 59287
  • ნახვები: 706
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/02/20
    დაბრუნება
    • 02/02/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 2 თებერვალს, კვირას, თოვლიან ჯავახეთს ესტუმრება. ამ დროს აქ ძალიან საინტერესო სანახავია გაყინული ტბები და მეთევზეები, რომლებიც ტბის ყინულს ტეხავენ და ისე თევზაობენ.

1. ბერთა - სამი მღვდელთმთავრის სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი, მე-6-7 სს.
(სასწაულთმოქმედი მკურნალი კალმახები).
2. ფარავნის გაყინული ტბა, საქართველოში ფართობით ყველაზე დიდი ტბა, ზღვის დონიდან 2073 მ, აბულის მთის ხედები.
3. ფოკის მამათა მონასტერი.
4. ფოკის დედათა მონასტერი - წმინდა ნინოს სახელობის მე-11 საუკუნის ტაძარი.
5. საღამოს ტბა.
6. წალკის გაყინული წყალსაცავი.

✔ 2 თებერვალი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 27 ლარი.

ფეხით სასიარულო:
არ გვაქვს

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ბერთა - გადმოცემის თანახმად აქ ეკლესია ჯერ კიდევ მე-6-7 საუკუნეებში აუშენებიათ. მე-19 საუკუნეში ეკლესია აღდგენილ იქნა პონტოელი ბერძნების მიერ. ამჟამინდელი მართლმადიდებლური მონასტერი, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით 2004 წელს დაარსდა.

✔ ფარავნის ტბა - ქართველთა განმანათლების, წმინდა ნინოს შემოსვლისა და დაბანაკების ადგილი. აქ მან ორი ღამე გაათია და აქედან ბორჯომი-ურბნისის გავლით ჩავიდა მცხეთაში. ეს ადგილი კიდევ იმითაა საინტერესო, რომ 1465 წელს ყვარყვარე ჯაყელი თავს დაესხა განდგომილი მთავრის დასამორჩილებლად დაბანაკებულ საქართველოს მეფეს, გიორგი VIII-ს და დაატყვევა იგი. მეფის დატყვევების ეს ერთადერთია სავალალო ფაქტია ჩვენს ისტორიაში.

✔ ფოკის დედათა მონასტერი - აქ მე-11 საუკუნის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი იყო შემორჩენილი, ისიც ნანგრევების სახით. დაარსებისთანავე მონასტერში აღდგა ღვთისმსახურება, რომელიც ამ მხარეში სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. აღდგა ტაძარიც. აქ მნახავლებს განსაკუთრებით აოცებს მონასტრის მაღაზია, სადაც დედების მადლიანი შრომით დამზადებული პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ და ამით მონასტერსაც გაუკეთებთ შესაწირს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე27.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/02/20
    დაბრუნება
    • 02/02/20