national delicacy

ხელაობა (მიხაობა) - ფშავი - ჩარგალი

  • ID: 59029
  • ნახვები: 1742
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/01/20
    დაბრუნება
    • 25/01/20
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს სოფელ ჩარგალში, სადაც გაიმართება ყოველწლიური ტრადიციული ღონისძიება ,,ხელაობა". ღონისძიება ეძღვნება სახალხო მთქმელისა და გმირის მიხა ხელაშვილის ხსოვნას.

1. კოპალას ნიში
2. კოპალას ციხე და ძველი ეკლესია
3. ვაჟა ფშაველას სახლ - მუზუმი ჩარგალში
4. ავალთ მიხა ხელაშვილის საფლავზე და შემდეგ დავესწრებით ,,ხელაობის" ღონისძიებას.
( სიმღერა, ცეკვა, ფანდური, დოღი, ლექსები მიხა ხელაშვილის შემოქმედებიდან და ა.შ.)

ვიგნუდავებთ ფშავის ქუნქულა თოვლში და დავაგემოვნებთ მთიულურ ხინკალს.

✔ 25 იანვარი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

ფეხით სასიარულო მხოლოდ კოპალას ციხეზე ჯამში 2 კმ. საშუალო სირთულის.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით:
მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
7:45 სთ. გავდივართ 8:00 სთ. (დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში)

ტურის ღირებულებაში შედის:
- გამყოლი

- მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
- ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
- ყავა, ჩაი (პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს).

 

✔ მიხეილ (მიხა) ხელაშვილი (დ. 25 იანვარი, 1900, ახადი, — გ. 25 იანვარი, 1925, ჩარგალი) — ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი.
ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.

✔ ვაჟა-ფშაველა დაიბადა სოფელ ჩარგალში (ახლანდელი დუშეთის რაიონი). რვა წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. ჯერ სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ 1877-79 წლებში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1879 წლიდან გორის სამასწავლებლო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1882 წ. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო უნივერსიტეტი დატოვა და მასწავლებლობა დაიწყო მთის სოფლებში, 1888 წლიდან კი ჩარგალში დამკვიდრდა. ფშავში დაწერა მან გენიალური პოემები, ლექსები, მოთხრობები. დროდადრო ცხენზე გადაკიდებული ხურჯინით თბილისში ჩამოჰქონდა თავისი ნაწერები. მძიმე ცხოვრებამ და გაჭირვებამ ადრე შეარყია ვაჟას ჯანმრთელობა და 54 წლისა გარდაიცვალა თბილისში, ჰოსპიტალის პალატაში (ამჟამინდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა). სიკვდილის წინ ახლად მოთიბული ბალახი და მთის წყარო ინატრა... დაკრძალეს დიდუნის პანთეონში. 1935 წ. მისი ნეშტი მთაწმინდაზე გადაასვენეს.

✔ კოპალა - წინაქრისტიანული სათემო ღვთაება აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ქართულ მითოლოგიაში ფშაველთა (ფხოველთა) ლოკალური ღვთაება ხვთისშვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. მისი ძირითადი სამლოცველო იყო ფშავსა (სოფ. უძილაურთა) და ხევსურეთში (ლიქოკის ხეობა, ჭალაისოფელი). კოპალას სამლოცველოები იყო აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა და ქართლ-კახეთის ჩრდილოეთ ზოლში. მორწმუნეთა წარმოდგენით, კოპალა გაღვთიშვილებულ ხორციელად ითვლებოდა, რისთვისაც იახსართან (იახსარი ფშაური ღვთაებაა) ერთად მორიგე ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე ოდესღაც მობინადრე დევ-კერპების განადგურება. მასვე მიაწერენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას, საკუთარი საყმოსა და სხვა ხორციელთა დაცვის ბოროტი ძალებისაგან. იმავე წარმოდგენით, კოპალა, როგორც სათემო ღვთაება, თავის ყმებს მფარველობდა გასაჭირში, თან ახლდა ლაშქრობებში და ხელს უმართავდა. ამ ფუნქციათა დამთხვევის გამო კოპალა და იახსარი მოძმე ღვთიშვილებად მიაჩნდათ. კოპალას ჰქონდა მამულები, სათიბები, ზვრები კახეთში, კურატების ჯოგი, სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივ-საკულტო ნაგებობანი, სამეურნეო ინვენტარი, ფლობდა განძს და ა. შ.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/01/20
    დაბრუნება
    • 25/01/20