national delicacy

რაჭა, შოვი - თოვლის ფესტივალი

  • ID: 58746
  • ნახვები: 1207
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/01/20
    დაბრუნება
    • 12/01/20
დამატებითი ინფორმაცია

❄❄❄ "ფიროსმანი ტურები" 11-12.2020 იანვარს (შაბათი-კვირა) გთავაზობთ ორ დღიან ტურს რაჭაში, კერძოდ, კი დავესწრებით თოვლის ფესტივალს შოვში. ფესტივალის ორგანიზატორები გვპირდებიან სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებს, როგორც პატარებისთვის ასევე უფროსებისთვის. იმისათვის, რომ დააგროვოთ საუკეთესო მოგონებები, თხოვნაა აქტიურად ჩაებათ ყველა გასართობ ღონისძიებაში. ️ბავშვებისთვის თოვლის ბაბუა, მხატვრები, რომლებიც ბავშვებს (და არა მარტო) მოუხატავენ სახეს და რაც მთავარია, ბავშვებს ელოდებათ საინტერესო გასართობი პროგრამა. ☃ ️ფესტივალის ტერიტორიაზე გაიყიდება საკვები პროდუქტები და ტკბილეული დაენთება დიდი კოცონი ♥️ 17:00 საათიდან კი დაიწყება Live კონცერტი, საღამოს გააგრძელებს DJ იქნება ცოცხალი მუსიკა წინ ულამაზესი დათოვლილი რაჭა და თავბრუდამხვევი მოგზაურობა გველოდება ტურის გეგმა კი ასეთია:

დღე პირველი, 11 იანვარი 2020 (შაბათი):
✔ გამგზავრება თბილისიდან რაჭისკენ შაბათს 11 იანვარს ღამის 04:00-ზე, გათენებამდე რამდენიმე საათით ადრე.
✔ დაბინავება ამბროლაურში, საოჯახო სასტუმროში. დასვენება ერთი საათი.
1. ⛪ ბარაკონი - 1753 წ. ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ.
2. კურორტი უწერა - მინერალური წყაროები: ნაპერწკალა და შავი წყალი.
3. კურორტი შოვი - ზ.დ. 1520 მ. მდ. ჭანჭახის ხეობა, ულამაზესი ფიჭვნარი, მჟავე წყლები, სტალინის "ვილა" და სახლი, სადაც ისვენებდა დიდი გალაკტიონი და სადაც დაიწერა განთქმული ლექსი "ქებათა ქება ნიკორწმინდას". დაგემოვნება რაჭული ლობიანების (ლორით).
4. ❄❄❄ თოვლის ფესტივალი 2020 (ბილეთის ფასი: 10 ლარი, ათ წლამდე ბავშვებისთვის - უფასო). თქვენს მუსიკალურ განწობაზე იზრუნებს ნათია დუმბაძე & Groovers band. დაუკრავს AKC იგივე ალექსანდრე კოპალიანი-ჩიქოვანი. მას რაჭაში უკვე კარგად იცნობენ. მან 2018 წლის ფესტივალზე დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქა. ახალგაზრდა არტისტი ოთხ წელზე მეტია რეტრო და ტექნო მუსიკის ნაზავით ჟღერად და მსუბუქ მუსიკას ქმნის. ჩვენი წამყვანი და ანიმატორები მთელი დღის მანძილზე შემოგვთავაზებენ უამრავ სახალისო აქტივობას და მათში ყველა ჩვენგანის ჩართულობა აუცილებელი პირობაა, რათა რაჭაში თქვენი სტუმრობა დაუვიწყარ მოგონებად იქცეს ფესტივალის სპონსორს, სასტუმრო “სანსეტ შოვს”, რომელიც შოვში მდებარეობს, სასიამოვნო შეთავაზება აქვს ფესტივალის სტუმრებისთვის. მოდი ფესტივალზე, მოუსმინე სასიამოვნო მუსიკას, გაერთე ჩვენთან ერთად და დააგემოვნე გემრიელი კერძები.  ფესტივალი ტრადიციულად დასრულდება ფოიერვერკით. 
✔ დაბრუნება საოჯახო სასტუმროში, კოცონი, მწვადები, საერთო პიკნიკი, მხიარულება, დასვენება და მზადება შემდეგი დღისთვის.

დღე მეორე, 12 იანვარი 2020 (კვირა):
✔ დილით ვდგებით 08:30-ზე, ტურს ვიწყებთ 09:00-ზე.
1. ❤ ქვაბთკარი, სიყვარულის ჩანჩქერი ♥ ლეგენდის თანახმად ამ გამოქვაბულში შესვლა "გაუთხოვრობას" შველის.
2. ხოტევის ციხე, მე-17 ს. ლეგენდა მოგვითხრობს: თითქოს იმერეთის ერთ მეფეს გადმოუსახლებია აქ თავადი წულუკიძეები, რომელთაც ციხე აუშენებიათ, როდესაც ციხის მშენებლობა დაუმთავრებიათ, სწორედ იმ დროს გზად გაუვლია მეფეს: იგი ციხეში შესულა და თავადებისათვის უკითხავს: „ხო ტევიხართ ამ ციხეშიო?“ ამის შემდეგ დაურქმევიათ თავადებს ამ ციხისათვის ხოტევის ციხე, შემდეგ ეს სახელი მთელს სოფელზე გავრცელებულა.
3. ⛪ ნიკორწმინდა - მე-11 ს. ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.
4. ❄ შაორის წყალსაცავი, მშვენიერი სივრცე ფოტოესესიისთვის.
5. ნაქერალის უღელტეხილი, ზ.დ. 1218 მ. — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესა და იმერეთის მხარეებში, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, რაჭის ქედზე.
6. ⛪ გოგნის წმ. გიორგის სასწაულთმოქმედი ტაძარი "კარუგდებელი". ერთადერთი სალოცავი საქართველოში, რომელსაც კარი არ აქვს.

✔ 11-12.2020 იანვარი, შაბათი-კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 70 ლარი.

ჩამოსვლის დროის შუალედი: 20:00 – 21:00

ფეხით სასიარულო (ერთი გზა):
შოვი, თოვლის ფესტივალი - 2 კმ.
ხოტევის ციხე - 0.7 კმ.
რელიეფი - მარტივი.

⏰ ვიკრიბებით 11 იანვარს 2020 (შაბათს, გათენებამდე რამდენიმე საათით ადრე):
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 03:40 სთ. გავდივართ 04:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
საოჯახო სასტუმროში ღამისთევა.
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად და საოჯახო სასტუმროში გვექნება საერთო პიკნიკი. სამწვადის თანხას შევაგროვებთ წინასწარ.
❄ თოვლის ფესტივალის ბილეთის ფასი - 10 ლარი, ათ წლამდე ბავშვებისთვის - უფასო.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ბარაკონის ჩრდილო-დასავლეთით იდგა ადრე ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელიც რაჭის პირველმა ერისთავმა, რატი ლიპარიტის ძემ თავისი კარის ეკლესიად ააგო. ეკლესია ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, იგი ტუფის ქვით იყო ნაშენი. მას შიგნით ალებასტრის კანკელი ამშვენებდა. ძველი ეკლესია დღეს დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საძირკვლის ქვები. როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით 1753 წელს ახალი ეკლესია ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა.

✔ კურორტი უწერა. უწერა - საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მდ. რიონის ნაპირებზე. მოიპოვება მინერალურ წყალი „უწერა“. ფეოდალურ ხანაში უწერა შედიოდა რაჭის ანუ რაჭა-თაკვერის საერისთაოში. 1687 წ. იმერეთის მეფემ ალექსანდრე IV-მ რაჭაში ლაშქრობის დროს გადაწვა უწერა.

✔ შოვი - კურორტი ონის მუნიციპალიტეტში,, მდებარეობს მდ. ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მ. გარშემორტყმულია მთავარი კავკასიონის ქედის მწვერვალებით. კურორტი ცნობილია თავისი ფიჭვის ტყეებითა და მინერალური წყლებით.

✔ ხოტევის ციხე, მე-17 ს. ლეგენდა მოგვითხრობს: თითქოს იმერეთის ერთ მეფეს გადმოუსახლებია აქ თავადი წულუკიძეები, რომელთაც ციხე აუშენებიათ, როდესაც ციხის მშენებლობა დაუმთავრებიათ, სწორედ იმ დროს გზად გაუვლია მეფეს: იგი ციხეში შესულა და თავადებისათვის უკითხავს: „ხო ტევიხართ ამ ციხეშიო?“ ამის შემდეგ დაურქმევიათ თავადებს ამ ციხისათვის ხოტევის ციხე, შემდეგ ეს სახელი მთელს სოფელზე გავრცელებულა.

✔ ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. მე-10 საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა. ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. XVI საუკუნეში იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის ხელშეწყობით ნიკორწმინდა განაახლეს.

✔ შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ².

✔ ნაქერალის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესა და იმერეთის მხარეებში, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, რაჭის ქედზე. სიმაღლე 1218 მ. ნაქერალის მიდამოები აგებულია ქვედაცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ფოთლოვანი ტყით (წიფელი, რცხილა, წაბლი). ნაქერალაზე გადის — ტყიბულ — ამბროლაურის გზატკეცილი. ტყიბულის ქვაბულს აკავშირებს შაორის ქვაბულთან.

✔ გოგნის მთაზე მდებარე წმიდა გიორგის სალოცავი მე-7-8 საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს და მას კარუგდებელის სახელით მოიხსენიებენ. სახელწოდება შემთხვევითი არაა. ლეგენდის მიხედვით, სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმიდა გიორგი გამოეცხადა. წმიდანმა მას უთხრა, რომ მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისაკენ გაუძღვებოდა. დავრდომილი მართლაც წამოდგა და გაჰყვა ჩიტს, რომელმაც ეს ქვა აპოვნინა. მოხუცმა ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა. სწორედ ამ ადგილზე ააშენეს სალოცავი, თუმცა მოგვიანებით დაანგრიეს და ქვები კლდიდან გადაყარეს. სანამ დაანგრევდნენ, სალოცავს კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ. დაუდარაჯდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა. ამიტომაც უწოდეს კარუგდებელი. მოგვიანებით სოფლის ხუთმა მკვიდრმა ქვები კლდიდან ამოიტანა და ახალი, ოდნავ უფრო დიდი სალოცავი ააშენეს. როცა წმიდა ადგილს მონადირე უახლოვდებოდა, იარაღს რამდენიმე მეტრით ქვემოთ ტოვებდა და ახლომახლო ტერიტორიაზე ნადირს არასოდეს კლავდა. გიორგობის აღსანიშნად მორწმუნეები წინა ღამით იწყებენ სალოცავზე ასვლას. დღის განმავლობაში სხვადასხვა რაიონიდან მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ყოველ 6 მაისს წმიდა ადგილს ათასობით მორწმუნე სტუმრობს. ბევრ მათგანს წმიდანის სახელზე შესაწირი მოჰყავს. პატრიარქის ლოცვა- კურთხევით ძველი სალოცავის ახლოს ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო. გაკეთდა სალოცავთან მისასვლელი სამანქანო გზაც, რაც მომლოცველებს წმიდა ადგილთან მიახლებას უადვილებს. წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტე­რი VII სა­უ­კუ­ნე­ში აუშე­ნე­ბი­ათ. იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა გე­ლა­თის მო­ნას­ტერს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. აქ არის ძვე­ლი მო­ნას­ტე­რი, რო­მელ­საც ნა­საყ­დ­რალს ეძა­ხი­ან და გან­დე­გი­ლი ბე­რე­ბის საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი იყო. ამ­ბო­ბენ, რომ ამ სა­ლო­ცავ­ში წმინ­და გი­ორ­გის თა­ვის ქა­ლა იყო დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი. და­ვით ულუ­სა და და­ვით ნა­რი­ნის მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­მო­ე­მა­ტა წმინ­და­ნის მენ­ჯის ძვა­ლი. აქ წირ­ვა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღევ­ლი­ნე­ბო­და. მორ­წ­მუ­ნე­ებ­მა წი­ნაპ­რე­ბი­დან გად­მო­ცე­მით იცოდ­ნენ ტაძ­რის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ძა­ლის შე­სა­ხებ. აქ უშ­ვი­ლო წყვი­ლებს, დავ­რ­დო­მი­ლებს, და­სა­ო­ჯა­ხე­ბელ ახალ­გაზ­რ­დებს ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით. სა­ლო­ცა­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევ­რი ძვე­ლი ურ­თხ­მე­ლია, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ესეც ამ სა­ლო­ცა­ვის სიძ­ვე­ლე­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. იშ­ვი­ა­თია, ურ­თხ­მე­ლის ტყე ასე­თი სა­ხით სად­მე იყოს შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რად­გან ურ­თხ­მე­ლის მა­სა­ლა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია. ამ ტე­რი­ტო­რი­ას ვერ ეხე­ბოდ­ნენ.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე70.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/01/20
    დაბრუნება
    • 12/01/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა