national delicacy

ჯაჭვისწყლის ხეობა: პეტრეს მთა - წმინდა გიორგი

  • ID: 58518
  • ნახვები: 1021
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/12/19
    დაბრუნება
    • 29/12/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 29 დეკემბერს, კვირას, წლის ბოლო ერთ დღიან ტურს გთავაზობთ ჯაჭვისწყლის ხეობაში, თბილისის ეროვნულ პარკში: პეტრეს მთიდან წმ. გიორგის უძველეს სალოცავში. ტური იქნება სალაშქრო-მომლოცველობითი: ულამაზესი ხედბით, ისტორიული ადგილებით, უძველესი ტაძრებით, წმინდა წყაროებითა თუ მონასტრებით. ამ ადგილებში გადიოდა ძველი საქარავნე გზა.

1. ჯაჭვისწყლის ხეობა, სასწაულთმოქმედი წყარო და სალოცავი ნიში. წყალს აქვს მაკურნებელი ძალა. მდებარეობს ტყეში, იქვე გადავალთ პატარა ლამაზ ბეწვის ხიდზე.
2. ჯაჭვისწყლის ხეობა, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, მე-8-9 სს.
3. თბილისის ეროვნული პარკი. შეიქმნა 1973 წელს. იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს.
4. წმ. გიორგის უძველესი ტაძარი, ზუსტად დათარიღებული არაა. სავარაუდოდ ასურელი მამების შემდგომი პერიოდისაა. მდებარეობს ტყეში შემაღლებულ ბორცვზე, საგურამოს მთის ძირში, ზ.დ. 900 მეტრზე, ულამაზეს ბუნებაში. ტაძრის ძირში არის მაგიდა-სკამები და აქ შეგვიძლია ცოტა ხნით ვიპიკნიკოთ.
5. პეტრეს მთა, წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის მამათა მონასტერი, ზ.დ. 700 მ. ულამაზესი ხედები თბილისზე.
6. ნიშის წმ. გიორგის მონასტერი, მდებარეობს პეტრეს მთის მეზობელ მთაზე, ზ.დ. 750 მეტრზე. აქედანაც ულამაზესი ხედები იშლება.
7. პანტანასას დედათა მონასტერი. ულამაზესი ეზო, პანტანასას ღვთისმშობლის ხატის ასლი და ტაძარი, სადაც შეგიძლიათ უამრავ სიწმინდეს მიეახლოთ.
8. იოანე ნათლისმცემლის უძველესი ტაძარი და დედათა მონასტერი (თუ დრო დაგვრჩა).

✔ 29 დეკემბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 13 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 10 კმ. მარტივი რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის მამათა მონასტერი. პატარა ერთნავიანი ბაზილიკა ისე ბუნებრივად შერწყმია რელიეფს, თავიდან გიჭირს კიდეც, გაარჩიო, სად მთავრდება კლდე და სად იწყება მისი კედლები. და უნებურად გახსენდება მაცხოვრის სიტყვები, პეტრე მოციქულს რომ უთხრა: "შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე, 16, 18). ეს ტაძარიც სწორედ პეტრე მოციქულს უკავშირდება, უფრო ზუსტად კი, პეტრე მოციქულის იმ ჯაჭვების სახელობისაა, ანგელოზმა რომ გაუხსნა საპყრობილეში მყოფ და შებორკილ თავთა მოციქულს და უვნებლად გამოიყვანა ციხიდან. ამის შემდეგ ამ ჯაჭვებმა მაკურნებელი ძალა მიიღო. დღეს ისინი რომშია დაბრძანებული, სადაც მათ სახელზე აგებულია ეკლესია. მსოფლიოში კიდევ ორი ტაძარია მათი სახელობისა: ერთი - ესპანეთში, რომელიც, ასევე, კათოლიკეთა ხელშია, და ერთიც - საქართველოში - ავჭალაში. ტაძრის დღესასწაული 29 იანვარსაა. ბერმა გაბრიელმა, რომელიც ტაძარშია დაკრძალული და გვარად ბერიტაშვილი იყო, როგორც ეს მისი საფლავის ქვაზეა მითითებული, ტაძარი აღადგინა მე-18 საუკუნეში, 1730 წელს. ზუსტი აგების თარიღი უცნობია. მომლოცველთა და მრევლის თხოვნის საფუძველზე დამზადდა წმ.პეტრე მოციქულის დაახლოებული ბორკილები (ჯაჭვები), რომელიც წააბრძანეს იერუსალიმში დიდ ოთხშაბათს და მოატარეს წმ.ადგილები, სადაც თავად მაცხოვარმა ჩვენმან იესო ქრისტემ განვლო, წმ.პეტრემ და სხვა მოციქულებმა. შემდეგ დააბრძანეს იმ ადგილას სადაც (მაშინდელ საპყრობილეში) წმ. პეტრე მოციქული უფლის ანგელოზმა 29 იანვარს ბორკილებისგან განათავისუფლა და საპყრობილიდან გამოიყვანა. ბრწყინვალე ოთხშაბათს კი საქართველოში ჩამოაბრძანეს და წმ.პეტრეს მთაზე მისივე სახელობის მონასტერში დააბრძანეს. მიდის მოლაპარაკება ვატიკანთან რათა ეს ბორკილები (ჯაჭვები) წავაბრძანოთ რომში და წმ.მოციქულ პეტრეს მაშინდელ ბორკილებს (ჯაჭვებს) დავადოთ გარკვეული დროით, რათა ის მაკურნებელი მადლი გარდამოვიდეს რაც მოციქულებს იესო ქრისტესგან მიემადლათ. რამეთუ პეტრეს ჩრდილიც კი კურნავდა სნეულებს.

✔ პანტანასას დედათა მონასტერი. ღვთისშმობლის (პანტანასას) მომინანქრებული ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში დაიწერა ავჭალის წმინდა ქეთევანის სახელობის ტაძრისთვის. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვების თანხლებით იწერებოდა. უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, აგრეთვე - ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით ზაჰესში, მთის წვერზე, რამდენიმე წელია აშენდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ყოველთა დედოფლის - პანტანასას სახელობის დედათა მონასტერი. მას შემდეგ ხატი ამ მონასტერშია დაბრძანებული და ყოველდღე, დღის ორ საათზე, წინამძღვარი, მამა გიორგი შეჭირვებულთათვის ჯანმრთელობის პარაკლისს იხდის.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე13.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/12/19
    დაბრუნება
    • 29/12/19