national delicacy

ხაშმი - კაწარეთის სამება - საფერავის დეგუსტაცია

  • ID: 58343
  • ნახვები: 1813
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/12/19
    დაბრუნება
    • 21/12/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 21 დეკემბერს, შაბათს, გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო-შემეცნებით ტურს ხაშმში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ივრის მარცხენა მხარეს, ზ.დ. 800-900 მეტრზე. ტურის ფარგლებში ვიხილავთ:

1. კაწარეთის სამება, ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული მე-5-6 საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო კათედრა, მე-16 საუკუნის უნიკალური ფერწერა. ამჟამად აქ დედათა მონასტერია და ეზოში ჰყავთ ძალიან საყვარელი პატარა შველი სახელად "ცუცა". შესაძლებელია ახლოს მისვლა და ფოტოების გადაღება.
2. ლაფიანხევის ღვთისმშობლის სავანე და მარიამის კარიბჭე, მე-14-15 საუკუნეები. კომპლექსში შედის გალავანი, კოშკი, კარიბჭე, სხვადასხვა ნანგრევები. გადმოცემის თანახმად წმინდა ნინოს პირველი ნათლობა კახეთში, სწორედ ლაფიანხევში ჩაუტარებია.
3. ყარაბულახელი ჩოლოყაშვილების გალავანშემორტყმული სასახლე, კარის ეკლესია, ხუთ სართულიანი კოშკი და ა.შ. თარიღდება მე-18-19 საუკუნეებით.
4. თედო პაპას მე-18 საუკუნის მარანი, სადაც ტურის ბოლოს გვექნება საერთო პიკნიკი. ეს გახლდათ ჩოლოყაშვილების დამხმარე მარანი. დავაგემოვნებთ ხაშმის სახელგანთქმულ საფერავს, რქაწითელს, ჭაჭას. მენიუში ასევე შედის ლობიანები და კარტოფილის ღვეზელები. მარნის მეპატრონე ჩაგვიტარებს მცირე ექსკურსიას. თუ გსურთ ეს მენიუ, დამატებით ერთ ადამიანზე იქნება გადასახდელი 10 ლარი, ნებაყოფლობითია.

✔ 21 დეკემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 17 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 12 კმ. მარტივი რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
დღის განმავლობაში კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ვინც შეიძენთ მარნის მენიუს, ნაწილი საკვები შედის იქაც და ტურის ბოლოს ერთად ვიპიკნიკებთ თედო პაპას მარანში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ კაწარეთის სამება აშენებულია ვახტანგ გორგასლის მიერ. ილია ჯაში გვამცნობს ამ გადმოცემას: ვახტანგ გორგასალი თავისი ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მთიელთა წინააღმდეგ, გაჩერდა ღამის სათევად სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა სამება დგას. კეთილმორწმუნე მეფემ, მისი თანამძროლთა დასწრებით, მისცა ღმერთს დიდებული აღთქმა, თუ ვინიცობაა დაამარცხოს მტერი და მშვიდობიანად დაბრუნდეს ლაშქრობიდან, სადგომის ადგილას ააგოს ეკლესია წმიდა სამების სახელზე. ვახტანგმა გაიმარჯვა მთიულებზე და თანახმად პირობისა, მალე ეკლესიაც ააშენა. კაწარეთის სამების საეპისკოპოსო კათედრალის დაარსების თარიღი დღემდე არაა დადგენილი. 506 წელს დვინში გამართულ სომეხ-ქართველთა საეკლესიო კრების ოქმებში აღნიშნულია 24 ქართველი ეპისკოპოსის სახელი, მათ შორის მოიხსენიება კაწარელი ეპისკოპოსი ზაქარია. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ხაშმის სამება მიეკუთვნება მე-5-6 საუკუნეების მიჯნას. ეკლესიას გარს უვლის ქვის გალავანი, შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი. ეკლესია ბაზილიკის ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ხაშმის სამება ძალიან გავს თბილისის ანჩისხატის ეკლესიას იმ განსხვავებით, რომ იგი ერთნახევარჯელ დიდია მასზე. სამებაში შემონახულია უნიკალური ფრესკები, რომლებიც 1518 წლით თარიღდება.

✔ ლაფიანხევის ღვთისმშობლის სავანე და მარიამის კარიბჭე: მდებარეობს სოფელ ხაშმთან, მდინარე ლაფიანხევის ხეობაში. იგი მე-14-15 საუკუნეებს მიეკუთვნება. არქიტექტურულად დარბაზული ტიპისაა. ეკლესიას გარს უვლის გალავანი. შესასვლელი გალავანში ჩაშენებული კოშკიდანაა, აღსანიშნავია ასევე ამ კოშკის არქიტექტურაც. გარდა ამისა შემორჩენილია სხვადასხვა ნანგრევები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოდესღაც აქ სამონასტრო ცხოვრება ყოფილა. გადმოცემის თანახმად წმიდა ნინოს პირველი ნათლობა კახეთში, სწორედ ლაფიანხევში ჩაუტარებია. მართლაც ყოველ ზაფხულს ამ ხევში მხოლოდ ერთი თვე მოედინება „ღვთის წყალი“ (ასე ეძახიან მას სოფელში), როგორც დიდი მდინარე და ვარაუდობენ, რომ სწორედ აქ ამ მდინარეში ჩაუტარებია წმიდა ნინოს ნათლობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ ადგილას გადიოდა ძველი საქარავნო გზაც.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე17.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/12/19
    დაბრუნება
    • 21/12/19