national delicacy

გუდაური - სეზონის გახსნა - 29 დეკემბერი, კვირა

  • ID: 58306
  • ნახვები: 1400
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/12/19
    დაბრუნება
    • 29/12/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს გუდაურში სეზონის გახსნაზე 29 დეკემბერს, კვირას.

სეზონის გახსნაზე იქნება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. ისეირნებთ საბაგიროებით და გადაიღებთ ფოტოებს ულამაზესი ხედების ფონზე. ხოლო სრიალის მოყვარულთათვის თხილამურები, ციგები, ბურანები, და ა.შ.

✔ დღის განმავლობაში გექნებათ თავისუფალი დრო და გაერთობით სურვილისამებრ.

✔ ტურის ღირებულება: 15 ლარი

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 58 58 68 ლევანი.

ვიკრიბებით:
მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება ადგილზე ვერ დაველოდებით).
 

ტურის ღირებულებაში არ შედის საბაგიროები.
საბაგიროთი გასეირნება ერთი ასვლა - 10 ლარი, ხოლო დღიური ულიმიტო ბარათი - 50 ლარი.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით მაღაზიასთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ).

ტურის ბოლოს კი ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ვიხინკლავებთ. ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ემოციებს, ვიმხიარულებთ, მოვყვებით საინტერესო ამბებს და ა.შ. საღამოს კი დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ.

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე15.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/12/19
    დაბრუნება
    • 29/12/19