national delicacy

8 დღიანი ტური იორდანიაში

  • ID: 57825
  • ნახვები: 911
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/01/20
    დაბრუნება
    • 11/01/20
დამატებითი ინფორმაცია

#იორდანია : #პეტრა #ვადირუმი #იორდანე #მკვდარიზღვა #მადაბა #აქაბა ????????????????

მეორე მოგზაურობა უძველესი ცივილიზაციის აღმოჩენის მოლოდინში ????????????

8 დღიანი ჯგუფური მოგზაურობა აზია - ევროპა, აფრიკის გასაყარზე ‼

თანამედროვე და უძველესი ცივილიზაციის ნაზავი - 3 ქვეყანა და 9 ქალაქი ერთ ტურში ‼

იორდანია ????????
კვიპროსი ????????
საბერძნეთი

ჩვენი კომპანია უკვე მეორედ მიეგმგზავრება არაბული ზღაპრის კვალდაკვალ ????

თქვენ გელოდებათ საოცნებო პეტრა და იდუმალი უდაბნო, მკვდარი და ხმელთაშუა ზღვა, ბიბლიური ნებოს მთა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე აშენებული ქალაქი მადაბა, წითელი ზღვის ზღაპრული კურორტი აქაბა და სხვა მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი!

შეარჩიე მოგზაურობის თარიღები:

4 - 11 იანვარი????????????
8 - 15 თებერვალი ????????
14 - 21 მარტი ????????????
21 - 28 მარტი ????????????
6 - 13 აპრილი ????????
20 - 27 აპრილი ????????????
4 - 11 მაისი ????????????
18 - 25 მაისი ????????

???? სრული სამოგზაურო პაკეტის ღირებულება 790 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში❗️????☄️????

სანახავი ადგილები და ქალაქები:

✅ამანი
✅პეტრა
✅ვადი რუმი
✅მადაბა
✅მდინარე იორდანე სადაც მოინათლა მაცხოვარი,
✅ნებოს მთა.
✅მკვდარი ზღვა
✅ხმელთაშუა ზღვა
✅უდაბნოს თავგადასავალი
✅აქაბა
✅ათენი
✅ლარნაკა
✅პაფოსი
და დიადი პეტრა მხოლოდ ჩვენთან!

ტურის დეტალური აღწერა:

- დღე 1: ქუთაისი-ლარნაკა ფრენა, დავისვენებთ და დავათვალიერებთ მყუდრო ხმელთაშუა ზღვის ქალაქ ლარნაკას, იანვარში აქაურობას ფლამინგოები სტუმრობენ, მათ ჭვრეტას შორიდან დაგვიჯერეთ არაფერი სჯობს, მოვინახულებთ მოციქული ლუკას ულამაზეს ტაძარს

- დღე 2: დილას არქეოლოგიური მუზეუმის დათვალიერებით ვიწყებთ, შუადღე კი ზღვისპროდუქტების მოყვარულთა დღესასწაულად გამოგვიცხადებია - საოცარი სადილი ხმელთაშუა ზღვის ნობათით! დღის მეორენახევარი თავისუფალი დრო, ვიკრებთ ძალებს იორდანიის თავგადასავლებისთვის!

დღე 3 : გამთენიის ფრენა ამანის მიმართულებით : ციტადელი, საიდანაც ხელისგულივით მოსჩანს სამეფო დედაქალაქი, იორდანიის არქეოლოგიური მუზეუმი. ღამისთევა ამანის სასტუმროში.

დღე 4: მივდივართ მდინარე იორდანეზე გამთენიისას ეს ყველაზე ამაღელვებელი მომენტია ❤
განვიბანებით იმ ადგილას სადაც მაცხოვარი მოინათლა იოამე ნათლისმცემლის ხელით.
შემდეგ ნებოს მთის და მონასტერის მონახულება - ეს ის წმინდა ადგილია სადაც ბიბლიური მოსე ცხოვრობდა და აღესრულა 40 წელი უდაბნოში ხეტიალის შემდეგ. მკვდარ ზღვაზე შესაძლებლობა გექნებათ ჩაიტაროთ ორგანიზმისთვის სასარგებლო მარილის და ტალახის უნიკალური თერაპიები.

დღე 5: 8 საათაინი ექსკურსია პეტრაში. მოინახულებთ დაკარგულ ქალაქს, რომელიც მეოცე საუკუნეში ხელმეორედ იქნა აღმოჩენილი შვეიცარიელი მკვლევრის იოჰან ლუდვიგ ბურკჰარდტის მიერ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში აშენებულ ელ-დეირის მონასტრამდე ფეხით ასვლა საოცარი გამოცდილებაა, თუმცა ასევე შესაძლებელია ვირებით ასვლაც. აქ შეგიძლიათ ბედუინებისგან შეიძინოთ უნიკალური სუვენირები მისაღებ ფასად ????

დღე 6: შემდეგი გაჩერება ვადი რუმის უდაბნო - ქვიშაში ჩაკარგული ბედუინების ოაზისი. აქ გადაღებულია ფილმები: „მარსელი“, "ვარსკვლავური ომები", "პრომეთე" და "ტრანსფორმერები". სწორედ აქედან იწყება არაბული ზღაპარი: ბედუინების მიერ მომზადებული ვახშამი ????, რომელსაც კარვის შუაგულში ცეცხლის გარშემო შემომსხდრები მიირთმევთ, ტრადიციული ცეკვები და არომატული ჩაი ერთიანად დაგაკარგვინებთ რეალობის აღქმას და თავს ათას ერთი ზღაპრის გმირად გაგრძნობინებთ ???? ☕. ღამისთევა კომფორტულ კარვებში
გინახავთ უდაბნოში მზე როგორ ამოდის? თითქოს მთვარეს ესალმება, ჩერდება და შემდეგ ქვიშისფერში ეხვევა ????????. ამ ცერემონიალზე დასასწრებად ჩვენი ბედუინი მასპინძლები აუცილებლად სისხამ დილით აგაყენებენ, საუზმის შემდეგ იწყება „მზის დადევნება“ უდაბნოში აქლებემით ☀????. სწორედ იმ დროს, როდესაც მზე ზენიტში მოექცევა გადაინაცვლებთ ჯიპებში და დაიწყება თაბრუდამხვევი რბოლა ქვიშის უდაბნოში ???? ????. ჩვენი მასპინძლები განახებენ უამრავ საიდუმლო ადგილს, სადაც ძველი ცივილიზაციის უტყუარი ნიშნებია შემორჩენილი. გასწავლიან როგორ არ გამოგიშრეთ კანი და კვლავაც დაგაგემოვნებინებენ არომატულ ჩაის ☕ . გვერწმუნეთ, ასეთ გემოს სხვაგან ვერსად და ვერასდროს შეიგრძნობთ ❤

დღე 7: დილიდან მივდივართ უნიკალურ კურორტ აქაბაზე რომელიც ერთერთი გამორჩეულია წითელი ზღვის ყველა დასასვენებელ ქალაქს შორის

აქტიური ექსკურსიების შემდეგ თქვენ გეძლევათ საშუალება გარკვეული დრო გავატაროთ წითელი ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ????.

ზუსტად იორდანიის ქალაქ აქაბას სახელს ატარებს ყურე სადაც გაშენებულია შარმელშეიხი, ელიათი და აქაბა

8 დღის დასასრულს: 2 დღე ათენის დამატება ვისაც სურვილი ექნება ❤✈

ღირებულებაში შედის:

✅ ავიაბილეთები
✅ ტრანსფერი
✅ შიდა გადაადგილება იორდანიის ტერიტორიაზე
✅ სასტუმროებში განთავსება
✅ ტრანსფერი ვადი რუმის უდაბნოში ჯიპებით
✅ ტური დილის მზის ამოსვლის ცერემონიაზე დასასწრებად
✅ პეტრაში, ვადი რუმში და არქეოლოგიურ მუზუმში შესასვლელი ბილეთები
✅საუზმე
✅ ვიზა
✅ დაზღვევა
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი

ღირებულებაში არ შედის:

❌ ლანჩი და სადილი
❌ სხვა დამატებითი ხარჯი, რაც არ არის ტურის ღირებულებაში გათვალისწინებული.

დამატებითი ინფორმაცია:
სადილის ღირებულება საშუალოდ: 1 სადილის ხარჯი 1 ადამიანზე 8 -10 იორდანიული დინარი

ფასები განახლებადია. გთხოვთ, გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორებთან საგზურის შეძენამდე.
????

დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
Office : 0322 22 12 32

mobile:
☎ 599 42 03 95 შალვა
☎555 42-98 78 რანგო
☎568-99-02-25 ნიკა

????წერეთელი გამოფენა N101
თბილისი, საქართველო

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე2 294.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/01/20
    დაბრუნება
    • 11/01/20