national delicacy

კარსანი, ბაგინეთი, მარტაზისხევი და ა.შ.

  • ID: 57777
  • ნახვები: 1579
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/11/19
    დაბრუნება
    • 30/11/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ტყის ბილიკებზე, ულამაზესი ხედების ფონზე მცხეთის შემოგარენში.

ტურის ფარგლებში ვიმოგზაურებთ ქალაქში - “სადაც ღმერთები ღმერთობდნენ და მეფენი მეფობდნენ". ვნახავთ ქართლის მთას, სადაც პირველად დასახლდა ქართლოსი და შემდეგ ფარნავზმა ძვ. წ. IV-III სს. ააშენა სამეფო სასახლე, სადაც იყო ქართველ წარმართ მეფეთა რეზიდენცია (ფარნავაზიდან - ვახტან გორგასლის ჩათვლით, შემდეგ თბილისში გადაიტანეს სამეფო რეზიდენცია). აქ ცხოვრობდა 27 მეფე. ავალთ თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, წარმტაცი ბუნებითა და ეკომრავალფეროვნებით გამორჩეულ პატარა ხეობაში, სადაც მდებარეობს ისტორიული სოფელი კარსანი. სწორედ კარსნიდან იყო საქართველოში ქრისტეს კვართის ჩამომტანი ლონგინოზ კარსნელი. ვიხილავთ ლეგენდებით სავსე საიდუმლო ლაბორატორიას და უძველეს ტაძრებს, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები მცხეთასა და მის შემოგარენზე. ავალთ გორაზე, სადაც 3 კერპი ერთად იდგა: არმაზი, გაცი და გაიმი. ლეგენდის თანახმად აქვეა დაკრძალული ქართლოსი.

1. კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია - მე- 9 -10 ს.ს.
2. კარსანის ყოფილი საიდუმლო ლაბორატორია
3. კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია - გვიანდელი ფეოდალური ხანა. (ხედები მცხეთაზე, შიო მღვიმის გზაზე, ჯვრის მონასტერსა და არმაზის ციხეზე).
4. გორა, სადაც 3 კერპი ერთად იდგა: არმაზი, გაცი და გაიმი.
5. არმაზციხე (ბაგინეთი ) სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი. ძვ. წ. IV-III ს.ს.
6. მცხეთის ბეთლემი - მე-4 ს. კლდეში ნაშენები სალოცავი, სადაც წმ. ნინო ლოცულობდა.
7. მარტაზისხევის (სანგრისხევის) სამება - მე- 11ს. და სამაროვანი

✔ 30 ნოემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 15 ლარი

ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში:
8 კმ. მარტივი ტყის ბილიკი.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
ყავა, ჩაი (პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
 

✔ სოფელი კარსანი - გადმოცემების თანახმად, კარსნის სიახლოვესაა დაკრძალული ქართველთა ეთნარქი - ქართლოსი.
ისტორიული ცნობებიდან ირკვევა, რომ პირველად ებრაელები საქართველოში 26 საუკუნის წინ გამოჩნდნენ და, სავარაუდოდ, კარსანში დასახლდნენ. სიტყვა "კარსანი" კი პირველად "მოქცევა ქართლისაში" გამოჩნდა, როდესაც სოფელ კარსანში მცხოვრებმა ლონგინოზ კარსნელმა ჩამოაბრძანა ქრისტეს კვართი საქართველოში.

✔ კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია - სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთის კედლის წყობაში ე. წ. მერცხლის კუდით გადაბმული კვადრებიცაა გამოყენებული. საკურთხევლის წინ საკურთხევლისწინა ჯვრის რუხი ქვის ცხრაწახნაგა პოსტამენტი დგას.

✔ სოფელი კარსანი"ერთ-ერთი საინტერესო ადგილია საქართველოში. - კარსანის სავარაუდო ეტიმოლოგიაა - კარისანი, ე.ი. არმაზციხის სამხრეთი კარის მიმდებარე ტერიტორია. ისტორიული ცნობებიდან ირკვევა, რომ პირველად ებრაელები საქართველოში ოცდაექვსი საუკუნის წინ გამოჩნდნენ და, სავარაუდოდ, კარსანში დასახლდნენ. სიტყვა "კარსანი" კი პირველად "მოქცევა ქართლისაში", ქრისტეს კვართის საქართველოში შემობრძანების მონათხრობში გამოჩნდა. "ესმათ სიტყვა და წავიდნენ: ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. როცა ისინი მივიდნენ, შეესწრნენ უფლის ვნებას დიდ პარასკევ დღეს და მოიტანეს მათ უფლის კვართი მცხეთას". "ელიოზ მცხეთელი და მისი ამხანაგი ლონგინოზ კარსნელი წავიდნენ იერუსალიმს და იხილეს ჯვარცმული ქრისტე" (აბიათარ მღვდელი).
- მეორე მსოფლიო ომის დროს ლავრენტი ბერიას ბრძანებით, სოფელი მოსახლეობისაგან დაცალეს, რომ იქ ფიზიკოსებს საიდუმლო იარაღზე ემუშავათო. ხალხს სჯეროდა, რომ კარსანში"მიწისქვეშა დარბაზები იყო, სადაც საიდუმლო ცდები ტარდებოდა. ცნობილია, რომ იქ გეოფიზიკური ობსერვატორიის შენობა აიგო, რომელიც მოგვიანებით ტუბსაავადმყოფოდ გადაკეთდა და 1980-იანი წლების ბოლომდე იარსება. ადგილობრივების თქმით, ტუბდისპანსერში იმ ადამიანებს "მკურნალობდნენ" რომელთა თავიდან მოშორება სურდათ მაშინდელი უშიშროების სამსახურის თანამ­შრომლებს.

✔ კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია – მდებარეობს მთა ქართლის განაპირას, ჩრდილოეთით, ანტიკური ციხესიმაგრის ცხრა მართკურთხა ბურჯთაგან ერთ-ერთზე, ქარაფის პირას მაღალ სუბსტრაქციაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. აქედან იშლება ულამაზესი ზედა ხედები მცხეთაზე, შიო მღვიმის გზაზე, ჯვრის მონასტერსა და არმაზის ციხეზე.

✔ არმაზციხე (ბაგინეთი) - სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს - ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს. მოიცავს სამ მკაფიოდ განსხვავებულ კულტურის ფენას: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) - ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) - I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგში (ახ. წ. II ს.).არმაზი დიდი ხანი იყო მეფეთა რეზიდენცია, მაგრამ VII საუკუნეში მურვან ყრუს შემოსევის დროს დიდი ზიანი მიადგა, ხოლო შემდგომი მონღოლებისა და თურქების შემოსევების შემდეგ აღარც აღდგენილა.

✔ მცხეთის ბეთლემი - მე-4 საუკუნე. ეს არის კლდეში ნაშენები სალოცავი, ძველი თქმულების თანახმად წმ. ნინო აქ ლოცულობდა და აქ იყო მისი მოსასვენებელი. ააგეს მღვიმეში იმ ადგილას, სადაც მტკვრის პირას მოინათლა ქართველი ერი.

✔ მარტაზისხევის (სანგრისხევის) სამება - მე- 11ს. ტაძარი დარბაზულია. სამხრეთის თაღოვანი კარის თავზე ქართული ასომთავრული წარწერა ყოფილა ამოკვეთილი, რომელიც იკითხებოდა როგორც ”კათალიკოზსა“ და ”დეკსა“ (მელქისედეკსა). ასომთავრული წარწერებია მოთავსებული ასევე აღმოსავლეთის კედელში. ამათგან, ერთი უკუღმაა ჩასმული, რაც უნდა მეტყველებდეს იმაზე, რომ წარწერა ტაძრის მშენებლომაზე ადრეულია. ტაძარს დასავლეთიდან მიდგმული აქვს XVI-XVII სს. კოშკი, რომელიც გეგმით სწორკუთხაა. მასში შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთით ყოველ სარკმელზე თითო ან ორი სარკმელი და ცალმაგი სათოფურებია.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე15.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/11/19
    დაბრუნება
    • 30/11/19