national delicacy

მარაბდა გაგის ციხე ჭაპალას ციხე სათხე კაზრეთი და ა.შ.

  • ID: 57776
  • ნახვები: 2829
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/11/19
    დაბრუნება
    • 30/11/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს ქვემო ქართლში.

1. მარაბდა - წმინდა მარინეს ეკლესია მე-16-17 სს.
(დაკრძალულია მარაბდის ბრძოლის გმირი ცხრა ძმა ხერხეულიძე)
2. გაგის ციხე - ციხესიმაგრე აუგია ანისის მეფე გაგიკ I-ს (990-1020). ციხე მდებარეობდა სავაჭრო მაგისტრალზე.
3. ჭაპალას ციხე - წყაროებში იხსენიება 1664 წლიდან
4. კაზრეთის სამება - მონასტერი აგებულია მეფე ლაშა გიორგის მიერ მე-13ს.
5. სათხე - მე-10 ს.

თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ:
6. აკაურთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია მე-5-6 ს.ს.

✔ 30 ნოემბერი, შაბათი
✔ ტურის ღირებულება: 23 ლარი

ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში
6 კმ. სულ სწორ გზაზე, ძალიან მარტივი. ტყეში მიუყვება ბილიკი (ჯიპის გზა).

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
 ყავა, ჩაი (პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. დილით არ გავჩერდებით მაღაზიასთან, დრო რომ არ დავკარგოთ. (უკვე მალე ღამდება). საკვები, წყალი, სიგარეტი და ა.შ. რაც ერთი დღისთვის დაგჭირდებათ, გთხოვთ შეიძინოთ წინასწარ.

 

✔ მარაბდა - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ახალი მარაბდისა და ძველი მარაბდის ძველი სახელწოდება. მარაბდა პირველად მოხსენიებულია XI საუკუნის დასაწყისის წყაროებში („მატიანე ქართლისა“). 1625 წელს მარაბდასთან გაიმართა ბრძოლა ქართველთა და სპარსელთა ლაშქარს შორის. სოფლის (ძველი მარაბდის) განაპირას დგას წმინდა მარინეს ეკლესია (XVI-XVII სს.). გადმოცემით, მის მახლობლად დაკრძალულია მარაბდის ბრძოლის გმირი ცხრა ძმა ხერხეულიძე. მარაბდელი იყო XIX საუკუნის გმირი არსენა ოძელაშვილი. XX საუკუნის 40-იან წლებში ძველი მარაბდიდან გადასულმა მოახალშენეებმა დააარსეს სოფელი ახალი მარაბდა.სოფელ მარაბდას პირველად მოხსენიებულია XI საუკუნის დასაწყისში "მატიანე ქართლისა"-ში. 1537-1538 წლებში მეფე ლუარსაბ I-ის განჩინებით, ძმები იოთამ და ორბელ ბარათაშვილები გაყრილან და მარაბდა იოთამს რგებია. შემდგომში მარაბდა გიორგი და ფარიშატ ბარათაშვილებს ეკუთვნოდა. ამ დროიდან მოყოლებული სოფელი ძირითადად ბარათაშვილების საბატონო საკუთრება ხდება. ჩვენ ხელთ არსებული მცირე მასალების მიხედვით, სოფელი ორჯერ განადგურდა. ერთი სავარაუდოდ ცნობილი მარაბდის ბრძოლის დროს მოხდა 1625 წელს.

✔ გაგი, აღჩაყალა, აღჯაყალა (თურქ. akçakale — თეთრი ციხე) — ციხესიმაგრე ქვემო ქართლში. მისი ნანგრევები შემორჩენილია მდინარე დებედის ქვემო წელის მარჯვენა ნაპირის ვაკეზე, სოფ. კუშჩის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მახლობლად.
წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში. სომეხი ისტორიკოსის — ვარდანის (XIII ს.) ცნობით ციხესიმაგრე აუგია ანისის მეფე გაგიკ I-ს (990-1020). ციხის ნანგრევები მოწმობს, რომ იგი გაცილებით უფრო ძველი ნაგებობაა და გაგიკ I-ს, როგორც ჩანს, მხოლოდ განუახლებია.
ციხე მდებარეობდა სავაჭრო მაგისტრალზე. აგებული იყო ველზე ამართულ კლდოვან ბორცვზე, რომელიც საცხოვრებლად გამოყენებული ყოფილა ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან. გაგის ციხე საქართველოს სახელმწიფოს ფორპოსტს წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთში. გაგის მფლობელთაგან მოდის XII-XIII საუკუნეების ფეოდალური საგვარეულო გაგელები. XIV საუკუნის წყაროებში გაგის ციხე აღარ იხსენიება. XV საუკუნიდან კი გვხვდება უკვე აღჯაყალის სახელწოდებით.
აღჯაყალა გვიანდელი შუა საუკუნეებში სომხითის მთავარი ციხესიმაგრე იყო. იდგა სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაგისტრალზე, რომელიც საქართველოს აკავშირებდა ახლო აღმოსავლეთთან, კერძოდ, ირანთან. აღჯაყალა სამხრეთიდან იცავდა თბილისის მისადგომებს. ირანელი მმართველები დაჟინებით ცდილობდნენ აღჯაყალის ხელში ჩაგდებას, დებედის ველზე მომთაბარეთა დასახლებას, აქ ქართულ ფეოდალური მეურნეობის აღმოფხვრას და ქართლის სამეფოს სამხრეთ მისადგომების მოშლას. ირანის შაჰების პოლიტიკა შეუპოვარ წინააღმდეგობას ხვდებოდა ქართველი მეფეების მხრივ, რომლებმაც, საბოლოოდ შეინარჩუნეს აღჯაყალა.

✔ ჭაპალის ციხე – ციხესიმაგრე ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასთან. მდინარეების მაშავერასა და ბოლნისისწყალის შესართავის მარჯვნივ 2-3 კმ-ზე.
ჭაპალას ციხე აგებულია გაშლილ მინდორზე მდებარე დიდი კლდოვანი ბორცვის თხემზე. წყაროებში იხსენიება 1664 წლის საბუთში, რომლის თანახმად ვახტანგ V-ს ის ელიზბარ სოლოღაშვილისთვის უბოოძებია. 1749 წ. შეისყიდა თავადმა დიმიტრი ორბელიანმა. შემორჩენილია ზედაციხე და გალავნიანი ეზო სხვადასხვა ნაგებობების ნაშთებით; არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობის ნაშთები, წყლის საცავები (XI-XIII სს.). ციხის ძირში ნასოფლარი და ორი ეკლესიის ნანგრევია. იქვე, მდ. მაშავერაზე, XVII საუკუნის ქვის თაღიანი ხიდია.

✔ აკაურთის ეკლესია - V-VI სს. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. აკაურთაში. ეკლესიის ზომებია გარედან: სიგრძე 15,5 მ, სიგანე 10მ, სიმაღლე შიგნით 8მ. ნაშენებია მსხვილი თლილი კვადრებით. აღმოსავლეთით შვერილ-წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. ჩრდილოეთ ფასადზე მცენარეული მოტივით შესრულებული რელიეფებია. ორნამენტებისა და მორთულობის ხასიათით ენათესავება ბოლნისის სიონს.

✔ კაზრეთის სამება - მონასტერი აგებულია მეფე ლაშა გიორგის მიერ მე-13ს. ეკლესია, გალავანი და სატრაპეზოს ნანგრევები.ტაძარი მოხატული ყოფილა, საკურთხეველში შემორჩენილია ეკლესიის მამათა რიგი და მოციქულთა ფიგურები. ასევე ფრაგმენტულად ჩანს ქრისტოლოგიური ციკლი და ცალკეული წმინდანები (ჯვარცმა, კოზმა და დამიანე და სხვ.).

✔ სათხე - მე-10 ს. ეკლესია და საძვალე. სათხის ეკლესია მრავალმხრივ საინტერესოა. იგი რამდენიმე ეპოქის სამშენებლო ფენას შეიცავს. მდიდარია მორთულობითა და წარწერებით, შემორჩენილი აქვს კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. თავის დროზე ინტერიერს შესანიშნავი კანკელიც ამკობდა, რომელიც ახლა საქ. ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
პირველი ცნობა სათხის ეკლესიის შესახებ მოცემულია ალ. ვახტანგის ძე ჯანბაკურ ორბელიანის ჩანაწერებში (1846წ), რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა 1951 წელს. ეკლესია და მისი წარწერები მოხსენიებული აქვს აგრეთვე ცნობილ ნუმიზმატს ნ. ბართლომეის ქართულ სიძველეებისადმი მიძღვნილ მ. ბროსეს გამოცემაში 1854 წელს. უფრო მნიშვნელოვანია ე.თაყაიშვილის ცნობები სათხის ეკლესიის შესახებ („სომხით–საორბელოს ძეგლების წარწერები“ თბ. 1951). ავტორი სათხეში 1896 წელს ყოფილა. მაშინ შეუმოწმებია და გადმოუღია წარწერები. მანვე 1900 წელს გადმოიტანა თბილისში სათხის კანკელის ნანგრევები.
ავტორი ეკლესიის სახელწოდებითაც დაიტერესებულა. გადმოცემით ამ ადგილებში ხშირად ჩამოდიოდნენ და თავს იფარავდნენ გარეული თხებიო. როგორც ჩანს,სათხის სახელწოდება იმ ქართულ ტოპონიმთა ჯგუფში უნდა შედიოდეს, რომელიც გავრცელებულია ქვემო ქართლში– სამტრედო, კატავეთი, სახუნდარი (ნადირთ მოსავალი ადგილი–საბა) და სხვ.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე23.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/11/19
    დაბრუნება
    • 30/11/19