national delicacy

უძო, წვერის წმ. გიორგი, ღოუბანი, კოჯრის ციხე

  • ID: 57607
  • ნახვები: 3366
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/11/19
    დაბრუნება
    • 24/11/19
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს და გასატვირთ ტურს ქვემო ქართლში.

1. უძო - წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, შუა საუკუნეები.
2. წვერის წმ. გიორგი
3. ქოროღლის (კოჯრის) ციხე - მე-11 ს.
4. ღოუბნის ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესია მე-16ს.

ტურის ბოლოს ერთად ვიპიკნიკებთ კოჯრის ციხესთან ტყეში. ჯგუფის სურვილის შემთხვევაში დავანთებთ კოცონს, შევწვავთ მწვადებს, ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ამბებს, ვიმხიარულებთ.  წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური. სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ. 

✔ 24 ნოემბერი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 15 ლარი

ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში
6 კმ. ტყის ულამაზეს ბილიკზე.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650


ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
 ყავა, ჩაი (პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით მაღაზიასთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ).



✔ წვერის წმინდა გიორგი - დარბაზული ეკლესია მაღალ, კლდოვან კონცხზე დგას. ამ ადგილიდან ლამაზი სანახაობა იშლება. კედლებზე შემორჩენილია ფრესკა. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი უცნობია.

✔ ქოროღლის (კოჯრის) ციხე - აზეულას ქედზე, ზღვის დონიდან 1200 მ, მე-11 საუკუნე. მას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, რადგან კვეთდა სომხით-საბარათიანოდან თბილისში მომავალ ერთადერთ გზას. ამიტომაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი სახელმწიფო მესვეურები. 1118 წელს აიღო დავით აღმაშენებელმა. 1195 წელს შამქორის ომის წინ კოჯრის ციხეს სტუმრობდა შირვან შაჰი. 1213 წელს აქვე გარდაიცვალა წმიდა თამარ მეფე. 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში დამარცხებულმა ქართველებმა მეორე დღეს აქ დიდი ზიანი მიაყენეს ყიზილბაშებს. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, ქართველებმა აქ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს სპარსელ დამპყრობლებს. გადმოცემის მიხედვით ამ ციხეს თავს თინა წავკისელი აფარებდა. 1921 წელს, რუსეთის XI არმიასთან შეუპოვარი ბრძოლის მერე, აქ დაიღუპა ქართველ იუნკერთა უმეტესობა.

✔ ღოუბნის ორმოცნი — XVI–XVII საუკუნეების ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესია და კოშკი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ღოუბნიდან 3 კმ-ის მანძილზე, ე.წ. კოჯრის ტყეში, ქოროღლის ციხის ძირში.
ტაძარი კუპელჰალეს ტიპური ნიშნებით ხასიათდება. ეკლესიას დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს მინაშენები ჰქონდა, ახლა მათი ნანგრევებიღაა დარჩენილი. ეკლესიის ფასადები დეკორატიულად თითქმის სრულიად არ არის გაფორმებული. დეკორატიული დამუშავების მთელი ყურადღება გუმბათზეა გადატანილი.
რამდენიმე წლის წინ სოფლის მოსახლეობამ და სასულიერო პირებმა ეკლესია შეაკეთეს. აგურის ფასადების ჩამოშლილი კუთხეები, აგრეთვე კოშკის მესამე სართული აგურითვე ააშენეს და ორივე თუნუქით გადახურეს. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის ინტერიერის მოხატვა. ეკლესიის სამხრეთ ფასადთან სწორკუთხა, მასიური კოშკია. იგი შედარებით მოგვიანო ხანის ნაგებობაა. კოშკის კიბის საფეხურად გამოუყენებიათ 1722 წლის საფლავის ქვა. ტერიტორია შემოღობილია მავთულხლართით და გამართულია ბერების საცხოვრებლები. ასევე შენდება სატრაპეზო.
ღოუბნის ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესია მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და არის მოქმედი მონასტერი (ამჟამად ორი ბერი ცხოვრობს მუდმივად).
ძეგლის სახელწოდების შესახებ ადგილობრივ ასეთი თქმულება დარჩენილა: ორმოცმა ძმამ ააშენა ორმოც დღეშიო.

✔ უძოს წმ. გიორგის სახელობის შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია ლეგენდის მიხედვით უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია და წმინდა გიორგის შეხვეწებია, შვილი მომეციო. მისი ნატვრა ასრულებულა და ამის შემდეგ აქ სალოცავად მოდიოდნენ უშვილო ქალები. მოსალოცად ამოსული ადამიანები შესაწირავს ერთ ხეზე ტოვებდნენ (ამ ხეს დღესაც ნატვრის ხეს ეძახიან). სიტყვა უძეოდან მთას და ეკლესიასაც უძო ეწოდა. აღდგომის მომდევნო სამშაბათ დღეს უძოობის დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულზე ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა იკრიბება.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე15.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/11/19
    დაბრუნება
    • 24/11/19