national delicacy

ბოჭორმა უჯარმა ალავერდი იყალთო თეთრი გიორგი

  • ID: 57606
  • ნახვები: 2900
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/19
    დაბრუნება
    • 23/11/19
დამატებითი ინფორმაცია

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით "საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ 1 დღიან ტურს, რომლის ფარგლებშიც მოვილოცავთ წმინდა გიორგის სახელობის ცნობილსა და სახელგანთქმულ სალოცავებს.

1. უჯარმის ციხე - ქალაქი, მე-3-4 სს.
2. ალავერდის მონასტერი, მე-6-11 სს.
3. იყალთოს მონასტერი, მე-6-12 სს.
4. აწყურის თეთრი გიორგი, მე-10-13ს.ს.
5. ბოჭორმის ციხე და წმ.გიორგის ეკლესია, მე-10 ს. უშვილოთა შემწე

✔ 23 ნოემბერი, შაბათი (ოფიციალური დასვენების დღე)
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

ტურის შემდეგ ბოჭორმის ციხესთან ტყის პირას დავანთებთ კოცონს, შევწვავთ მწვადებს, კარტოფილებს და ერთად აღვნიშნოთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული.

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:00 სთ-დან.
გავდივართ 7:15 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ფეხით სასიარულო გვაქვს მხოლოდ ბოჭორმაში ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 3.5კმ. ტყის ბილიკზე.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

✔ ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
 ყავა, ჩაი - პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს.

ტურის ღირებულებაში არ შედის:
უჯარმის ბილეთის საფასური 2 ლარი.

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 


1. უჯარმის ციხე–ქალაქი, მე-3-4 საუკუნე - აშენების პერიოდად III-IV საუკუნეთა მიჯნა, ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. გამშვენება-განმტკიცებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ გორგასალი და დაჩი. მას შემდეგ, რაც ვახტანგმა V საუკუნის მეორე ნახევარში უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია, ციხე-ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში. სპარსელებთან ერთ–ერთი ბრძოლაში მიყენებული ჭრილობის შედეგად უჯარმის ციხე–ქალაქში 502 წელს გარდაიცვალა ვახტანგ მეფე: „თვით აღესრულა ლომი იგი ლომთაი და გოლიათი გოლიათთაი“.

2. ალავერდის მონასტერი, მე-6-11 საუკუნეები - VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა ასურელ მამათაგანმა. დღეს არსებული ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. მას შემდეგ იგი საეპისკოპოსო ცენტრი, ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია და კახეთის სამეფო სახლის საძვალე გახდა. ალავერდის საკათედრო ტაძარი ბოჭორმის წმ. გიორგის სახელობისაა, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესია და სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.

3. იყალთოს მონასტერი, მე-6-12 საუკუნეები - დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. არსენ იყალთოელს XI-XII საუკუნეებში აქ აკადემია დაუარსებია. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების მთავარი ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი), VI საუკუნის სამების მცირე ეკლესია, ყველაწმიდის XII-XIII საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია და აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები.

4. თეთრი გიორგის ეკლესია – წმინდა გიორგის სახელობის კომპლექსი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის სამხრეთით 2 კმ-ზე, მაღალ გორაზე. კომპლექსში შედის ეკლესია, სამრეკლო, გალავანი და დამხმარე ნაგებობანი. ეკლესია და გალავანი განეკუთვნება X-XIII საუკუნეებს, სამრეკლო – XVI საუკუნისაა, ხოლო დამხმარე ნაგებობები – XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული. ეკლესია გუმბათოვანია, თავისუფალი ჯვრის ტიპისაა, აქვს ძლიერ წაგრძელებული აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები. შენობა სამი სამშენებლო ფენისაგან შედგება, ყველაზე უადრესია აღმოსავლეთის მკლავი, გუმბათი XVI საუკუნისაა და მთლიანად აგურისაა. 1988 წელს ინტერიერი მთლიანად მოუხატავთ. თეთრი გიორგისადმი მიძღვნილი დღესასწაული 14 აგვისტოს (ახალი სტილით 28 აგვისტოს) იმართებოდა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული „ხატის მონები“. ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა „ხატის მონა“, რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

5. ბოჭორმის ციხე და წმ.გიორგის ეკლესია, მე-10 საუკუნე - X საუკუნეში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი და კახეთის პოლიტიკური ცენტრი იყო უჯარმის შემდეგ. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, იგი უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა, ბოლოს კი ბოჭორმა დაერქვა. ბოჭორმის ციხე XVIII საუკუნემდე მოქმედი იყო.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/19
    დაბრუნება
    • 23/11/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა