national delicacy

დიდგორი, ბეთანია, არმაზი

  • ID: 57441
  • ნახვები: 2508
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/11/19
    დაბრუნება
    • 17/11/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ლამაზ ხედებიან და ისტორიით დახუნძლულ ტურს.

1. ბეთანიის მონასტერი - მე-12-13 სს. ღვთისმშობლის
შობის ტაძარი
2. დიდგორი - 1121 წლის 12 აგვისტოს აქ გაიმართა ქართველთა ბრძოლა დავით მე-4 აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ.
3. არმაზის მონასტერი - ღვთისმშობლის ეკლესია, მე-12 ს.
4. არმაზის ციხე, მე-13-15 ს.

✔ 17 ნოემბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 22 ლარი

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
4 - 5 კმ.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:40 სთ-დან.
გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
ყავა, ჩაი - პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს. (მარშუტკასთან როცა ვიქნებით, რადგან გაზქურა მძიმეა და ხელით ვერ ვატარებთ :) )

✔ ბეთანიის მონასტერი - "ბეთანია" ებრაული სიტყვაა და ქართულად "გლახაკის სახლს" ნიშნავს. კომპლექსში შედის: მე-12-13 საუკუნეების ღვთისმშობლის შობის ტაძარი, მე-12 საუკუნის წმ. გიორგის მცირე დარბაზული ეკლესია და გვიანი საუკუნეების კარიბჭე. მონასტერი წარმოადგენდა დიდგვაროვან ფეოდალ ორბელიანთა საძვალეს. სამხრეთ კედლის ფრესკისა და წარწერის მიხედვით, მონასტრის ქტიტორია მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი სუმბატ ორბელიანი. ჩრდილო კედელზე დაცულია მეფეთა მოხატულობა, რომელთა შორის უნიკალურია წმ. თამარ მეფის ფრესკა. მისი მეფობისას დაუწერიათ ბეთანიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მონასტრის უმოქმედოდ დარჩენის შემდეგ დავით ბარათაშვილმა ქაშვეთში გადაასვენა და დღემდე იქაა. მე-19 საუკუნეში მონასტერი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. მე-20 საუკუნეში მონასტრის მოვლა-პატრონობაში დიდი ღვაწლი მიუძღვით არქიმანდრიტ იოანესა (მაისურაძე) და გიორგის (მხეიძე), რომლებიც 2003 წელს საქართველოს წმ. სინოდმა წმინდანებად შერაცხა. ბეთანია ხშირად გამხდარა პოეტების შთაგონების წყარო. მათ შორის გამოირჩევა გრიგოლ ორბელიანის ლექსი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“. ასევე აქ სეირნობა და ნადირობა ძალიან უყვარდა გალაკტიონ ტაბიძეს, რაზედაც დაწერა ლექსი „წამყე ბეთანიისაკენ“.

✔ დიდგორის ბრძოლა გაიმართა 1121 წლის 12 აგვისტოს, ბრძოლა ქართული ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. დავით აღმაშენებელმა მტერს 70 კილომეტრის მანძილზე სდია.1120-1121 წლები მეტად წარმატებული აღმოჩნდა საქართველოსათვის. ჯერ იყო და 1120 წლის 14 თებერვალს დავით აღმაშენებელმა ბოტორასთან გაანადგურა სელჩუკთა ლაშქარი. ამას მოჰყვა ყაბალასა და შარვანის აღება. იმავე წლის ნოემბერში აშორნიასთან დავითმა პირწმინდად გაანადგურა სულჩუკები. ამას თან დაერთო ის, რომ 1097 წელს დავითმა სულთანს ხარკი შეუწყვიტა.ამ დროს სელჩუკებს ასუსტებდა შიდა აშლილობები და ჯვაროსნული ლაშქრობები.დავითმა იცოდა რომ მის ასეთ თამამ გადაწყვეტილებას სელჩუკები უპასუხოდ არ დატოვებდნენ. 1121 წელს სულთანმა მაჰმუდ მუჰამედის-ძემ საქართველოში ლაშქრობა ბრძანა. მთავარსარდლობა მან ნეჯმ-ად-დინ ილღაზს დაავალა.ილღაზი ცნობილი იყო აღმოსავლეთში, მან 1119 წელს მდინარე ორონტის ნაპირთან დაამარცხა ჯვაროსნული ლაშქარი. ამიტომაც შეარქვეს ,,ნეჯმ-ად-დინი”, რაც ,,სარწმუნოების ვარსკვლავს ნიშნავს”.ილღაზის ლაშქრობაში მონაწილეობდნენ: დუბაის ემირი იბნ-სადაყა, თუღან არსლან კუზიანი, განძის ათაბაგი და სხვ.პაემანი თრიალეთში იყო დათქმული. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასე გვამცნობს მტერზე: ,,მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელიც თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილსა”.ხუცესები მებრძოლებს ლოცავდნენ. ანტიოქიის კანცლერი გოტიე გვამცნობს რომ დავით აღმაშენებელს მგზნებარე სიტყვით მიუმართვავს ქართველთათვის:"მეომარნო ქრისტესანო თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ ხელების ცისკენ აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლიის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ ამ ხეობის შესავალი, რომლითანაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ."
ბრძოლაში მონაწილეობდა 40000 ქართველი, 15000 ყივჩაღი, 100 ფრანგი ჯვაროსანი და 500 ალან-ოსი. ხოლო თურქ-სელჩუკები იყვნენ 400000-დან 600000-მდე.
ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელმა 200 მეომარი, მოღალატეებად შერაცხული, შეუშვა მტრის ბანაკში. მათ ხმლები იშიშვლეს და სელჩუკებს დაერივნენ.
დემეტრე უფლისწულმა დავით აღმაშენებლის შვილმა გვერდიდან დაარტყა ილღაზის არმიას შემდეგ დავით აღმაშენებელმა შეუტია.მტერი შეირყა და უკუიიქცა. ქართველებმა მტერს 70 კილომეტრზე სდიეს და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ. ილღაზი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მალე ისიც გარდაიცვალა.ამ ბრძოლას დავითის ისტორიკოსი ,,ძლევაი საკვირველს” უწოდებს.ქართველებმა ეროვნული დღესასწაული დიდგორობა დააწესეს და ყოველთვის იხსენიებდნენ დიდგორის გმირებს და გმირთა გმირს დავით მე-4 აღმაშენებელს.

✔ არმაზის მონასტერი: ღვთისმშობლის ეკლესია, მე-12 საუკუნე. ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მოხატულობის ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზე. საკურთხევლის მხატვრობა მოწითალო-აგურისფერი ხაზით დაყოფილია სამ რეგისტრად. კონქის კომპოზიცია არ შემორჩენილა. შუა რეგისტრში გაირჩევა მოციქულთა დიდი ზომის წელზედა გამოსახულებები. ქვედა რეგისტრში გამოსახული არიან ეკლესიის მამანი. დარბაზის დასავლეთის კედლის სამხრეთ მხარეს ჩანს წმინდა მეომრის ფიგურა შუბითა და ფარით ხელში. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილი ყვითელი ოქროს, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ნაშთები წარმოდგენას იძლევა მოხატულობის კოლორიტზე. მხატვრობა მონუმენტური ხასიათისაა, მისთვის დამახასიათებელია რბილი დენადი ნახატი, ფიგურათა დახვეწილი პროპორციები. კომპლექსში ასევე შედის კარიბჭე, მინაშენი და საძვალე. ოთხივე ნაგებობა ცალცალკეა აგებული მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში. ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია მე-16-17 საუკუნეებში. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. ნაგებობა ორსართულიანია.

✔ არმაზის ციხე, მე-13-15 საუკუნეები. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ - აღმოსავლეთით ჰქონია (შემორჩენილია კვალი). გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია (26X27,5 მ), კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. იგი წიბოებმომრგვალებულ სამკუთხა პრიზმს წარმოადგენს (გვერდების სიგრ. 13,5 მ). პირველი სართული ყრუა. შიგნით მისი ერთი კუთხე ცერადაა გადატიხრულ (სამეურნეო დანიშნულებისათვის) შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. ამ სართულზე მოზრდილი სარკმლებია. მესამე სართულის კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/11/19
    დაბრუნება
    • 17/11/19