national delicacy

ვაჩნაძიანი კალაური შაშიანი სანაგირე ზეგაანი და ა.შ.

  • ID: 57433
  • ნახვები: 2905
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/11/19
    დაბრუნება
    • 16/11/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს კახეთის ულამაზეს ტყეებში ჩაფლულ მონასტრებში.

1. ვაჩნაძიანის პალატები მე-9ს. აქ ყოფილა მონასტრის სკოლა, რომლის დამთავრების შემდგომ მოსწავლეებს ათონის ივერთა მონასტერში აგზავნიდნენ. სწორედ აქ მიუღია განათლება
მე-12-13 სს. ქართველ პოეტს ჩახრუხაძეს, რომელსაც მიეწერება „თამარიანის“ ავტორობა.
2. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - კომპლექსში შედის: სამეკლესიიანი ბაზილიკა (მე-6-7 სს.), ღვთისმშობლის გუმბათოვანი ეკლესია (მე-8-9 სს), სამრეკლო, გალავანი და სხვა (გვიანი შუა სს.) მდებარეობს დაბურულ ტყეში. სამონასტრო კომპლექსში ასევე შედის სამების ეკლესია, რომლიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ალაზნის ველებსა და კავკასიონზე.
3. კალაურის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი მე-9 ს - ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი.
4. კალაურის წმინდა გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა მე-8-9სს, აქ არის წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკა, რომელიც მე-16 ს. ეროვნული მხატვრობის ხანის ხატწერის ნიმუშს მიეკუთვნება და თან ახლავს ასომთავრული ქართულით შესრულებული წარწერები, რაც ქართული ხატწერის ისტორიაში იშვიათია.
5. შაშიანის სამება მე-6ს.
6. სანაგირეს მონასტერი - კომპლექსში შედის წმ. გიორგის სამნავიანი ბაზილიკა (მე-10-11 სს), მასზე მიდგმული ერთნავიანი ბაზილიკა (შუა საუკუნეები), სატრაპეზოს ნანგრევები და გალავანი. მდებარეობს ტყეში.
7. ზეგაანის მონასტერი - კომპლექსი მოიცავს მე-5 ს. წმ. მარინეს ეკლესიას, რომელიც მე-16 საუკუნეში მოიხატა, მე-6-7ს.ს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამეკლესიან ბაზილიკას, სხვადასხვა დროის მცირე სამლოცველოებს, მარანსა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებს. მონასტერს გარს ევლება დაბალი გალავნის კედელი. მდებარეობს ტყეში.
8. გურჯაანის ყველაწმინდა - მე-8-9 სს. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. ტაძარს ერთის ნაცვლად ორი რვაწახნაგა გუმბათი (სავარაუდოდ განასახიერებს მაცხოვრის ორ ბუნებას) ადგას, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს არამარტო ქართული, არამედ მსოფლიო ძეგლებისგანაც. ისტორიულად აქ ულოცია ქეთევან დედოფალს მე-17 ს. სანამ გაემგზავრებოდა სპარსეთში შაჰ აბასის სამეფო კარისკენ, საიდანაც აღარ დაბრუნებულა და მოწამეობრივად აღესრულა შირაზში 1624 წელს.

✔ 16 ნოემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 23 ლარი

ტურის ღირებულებაში არ შედის:
ვაჩნაძანის და კალაურის მონასტრებში სამ ხიდიანი მანქანით ასვლა - კაცზე 8 ლარი. ( ფეხით არ მივდივართ, რადგან შორია, უკვე მალე ღამდება და სხვაგვარად ვერ მოვასწრებთ. ამიტომ მივდივართ სამხიდიანით, რომელიც სოფელ ვაჩნაძიანში დაგვხვდება).

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650


ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

✔ვაჩნაძიანის პალატები — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთით გუჯიაურებად წოდებულ ტერიტორიაზე. სწორ ადგილზე. განეკუთვნება IX საუკუნეს.მოსახლეობაში გავრცელებული თქმულების თანახმად, აქ წინათ ყოფილა მონასტრის სკოლა, რომლის დამთავრების შემდგომ მოსწავლეებს ათონის ივერთა მონასტერში აგზავნიდნენ სწორედ აქ მიუღია განათლება XII-XIII საუკუნეების ქართველ პოეტს ჩახრუხაძეს, რომელსაც მიეწერება „თამარიანის“ ავტორობა.სასახლე ორსართულიანი ნაგებობაა. სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით შვიდიოდე მეტრზე დგას სამ ეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია რომელიც ისევე როგორც სასახლე IX საუკუნეშია აგებული. XIX საუკუნის ბოლოს იგი განუახლებია თავად ლევან ჯანდიერს პოლკოვნიკ გიორგი იოსების ძე ჯანდიერის მოსახსენებლად, ამ ფაქტის მაუწყებელი წარწერა დაცული ყოფილა ეკლესიის ხის კანკელზე რომელიც XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში უკვე აღარ არსებობდა. ვაჩნაძიანის პალატებს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

✔ ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - ქართული მართლმადიდებლური მონასტერი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანიდან (ყოფ. სოფ. შრომა) 8 კმ-ზე. VI-VII საუკუნეებში იქ სამეკლესიიანი ბაზილიკა მდგარა. ჩამოზვავებულ მიწას ჩაუტანია ნაგებობის დასავლეთი ნახევარი (შემორჩენილია ნანგრევები). შემდეგ, VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში, აუგიათ ყვალაწმინდის გუმბათოვანი ეკლესია. ნაშენია რიყის ქვითა (კედლები, ზოგი კამარა, კონქები) და აგურით (ზოგი თაღი და კამარა, გუმბათის ყელი, ტრომპები და სხვა). ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ნავს, რომლის ცენტრში აღმართულია გრძივი კედლის შვერილებზე დაყრდნობილი გუმბათი. შუა ნავის გარშემო გარშემოსავლელი, სადიაკვნე და სამკვეთლოა. წინა დროის ძეგლებთან შედარებით (ჯვარი, წრომი, ატენი), თვალს ხვდება ინტერიერში პროპორციათა სრული შეცვლა: ჩანს ზესწრაფვა, სივრცე დავიწროებული და ამაღლებულია, გრძივი ღერძებიც უფრო მკაფიოდ ხაზგასმული. ჩნდება ახალი კონსტრუქციული ელემენტი - პანდატივები. საერთო აღნაგობა, ნაწილთა ურთიერთშეთანხმება ჰარმონიულია. ვაჩნაძიანი ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ხანის (VIII ს. - X საუკუნის I ნახევარი) ყველაზე მნიშვნელოვან და მაღალმხატვრულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. სამონასტრო ნაგებობათაგან შემორჩენილია აგრეთვე სატრაპეზოსა და სხვა შენობათა ნანგრევები. გუმბათიანი ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე ოთახია, მათგან ერთი - გეგმით კვადრატული, ყრუკედლებიანი სათავსი ზემოდან ნათდებოდა. სავარაუდოა, რომ აქ მონასტრის ბიბლიოთეკა იყო. აქვეა წყაროს კამაროვანი ნაგებობა. მონასტრის მაღალ გალავანს დასავლეთ მხარეს ჰქონდა ჭიშკარი. 2007 წ. სოფ. ვაჩნაძიანიდან 4 კმ-ზე, ტყეში, აღმოჩენილი იქნა დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დიდი ბაზილიკური ტაძრისა და მორთული სატრაპეზოსგან შედგება. მონასტერი, სავარაუდოდ, IX საუკუნეშია აგებული და ილარიონ ქართველის მოღვაწეობას უკავშირდება.

✔ სოფელი კალაური - ისტორიული წყაროების გადმოცემით, არსებობს ვერსია რომლის მიხედვითაც კალაური (თურქულად ყალაციხე) გამაგრებული ციხე-გალავნის მქონე სოფელი ყოფილა, რომლის ცენტრალურ უბანს ძველად “გალავნის უბანი” ერქვა. XIII საუკუნეში სოფელი ჭერმის ეპარქიაში შედიოდა.

✔ კალაურის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი მე-9 ს - ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი. XI საუკუნეში, კვირიკე III-ის მეფობის დროს, ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია დიდი მონასტრის ნაწილი იყო. ტაძრის გარშემო გალავნის და შენობის ნანგრევებია შემორჩენილი, სადაც სავარაუდოდ სატრაპეზო ან საგანმანათლებლო ცენტრი უნდა ყოფილიყო. აღმოჩენილია უძველესი საძვალეც.იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული დარბაზი კვირიკე მეფის რეზიდენცია იყო.არქეოლოგების აზრით, აღნიშნულ ადგილს დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა. მათი განმარტებით, მეფე კვირიკე მესამე საერო და სასულიერო პირებს აღნიშნულ კომპლექსში მასპინძლობდა.

✔ კალაურის წმინდა გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა მე-8-9სს, აქ არის წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკა, რომელიც მე-16 ს. ეროვნული მხატვრობის ხანის ხატწერის ნიმუშს მიეკუთვნება და თან ახლავს ასომთავრული ქართულით შესრულებული წარწერები, რაც ქართული ხატწერის ისტორიაში იშვიათია.

✔ სოფელი შაშიანი - ერთ-ერთი ვერსიით, სოფლის ტყეებში მრავლად ყოფილა შაშვი და სოფლის სახელიც – შაშიანი (შაშვიანი) აქედან მომდინარეობს. შაშიანის სამება მე-6ს.

✔ სანაგირე - X-XI საუკუნეების მონასტერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის მახლობლად. მდებარეობს ვაზისუბნიდან 6 კილომეტრზე, ტყეში.
სამონასტრო კომპლექსში შედის წმ. გიორგის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა (X-XI საუკუნეები); მასზე მიდგმული ერთნავიანი ბაზილიკა (შუა საუკუნეები), მათგან ოციოდ მეტრში სამონასტრო ნაგებობების ნანგრევები, სავარაუდოდ, სატრაპეზოსი და გალავანი კომპლექსის გარშემო. სამნავიანი ბაზილიკა რიყის ქვით, აგურით და შირიმის ქვითაა ნაგები. ეტყობა ბიზანტიური სამშენებლო ტექნიკის აშკარა გავლენა.
კომპლექსიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასიოდ მეტრში, კიდევაა მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც 2011 წლის იანვარში მოინახულა ხელოვნებათმცოდნე კახა ხიმშიაშვილმა . გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია. მხოლოდ კედლებიღაა შემოჩენილი (აღმოსავლეთისა და სამხრეთის დაახლოებით 2,5-3 მატრამდე, ხოლო დასავლეთისა და ჩრდილოეთის კიდევ უფრო ნაკლებ სიმაღლეზე). შემორჩენილი ტაძრის გეგმა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ტაძარი ე.წ. ტეტრაკონქის ტიპს მიეკუთვნება.

✔ ზეგაანის მონასტერი - კომპლექსი მოიცავს მე-5 საუკუნის წმ. მარინეს ეკლესიას, რომელიც მე-16 საუკუნეში მოიხატა, მე-6-7 საუკუნეების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამეკლესიან ბაზილიკას, სხვადასხვა დროის მცირე სამლოცველოებს, მარანსა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებს. მონასტერს გარს ევლება დაბალი გალავნის კედელი. მდებარეობს ტყეში.

✔ გურჯაანის ყველაწმინდა - მე-8-9 საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. შიდა სივრცის გადაწყვეტის მიხედვით, ის სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ გუმბათოვანი გადახურვა აქვს. თანაც ტაძარს ერთის ნაცვლად ორი რვაწახნაგა გუმბათი (სავარაუდოდ განასახიერებს მაცხოვრის ორ ბუნებას) ადგას, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს არამარტო ქართული, არამედ მსოფლიო ძეგლებისგანაც. ისტორიულად აქ ულოცია ქეთევან დედოფალს მე-17 საუკუნეში, სანამ გაემგზავრებოდა სპარსეთში შაჰ აბასის სამეფო კარისკენ, საიდანაც აღარ დაბრუნებულა და მოწამეობრივად აღესრულა შირაზში 1624 წელს.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე23.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/11/19
    დაბრუნება
    • 16/11/19