national delicacy

ყაზბეგი

  • ID: 57308
  • ნახვები: 2429
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/11/19
    დაბრუნება
    • 24/11/19
დამატებითი ინფორმაცია

ყაზბეგი ყველა სეზონზე უნდა ნახოთ ♥
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი კვირას, 24 ნოემბერს გთავაზობთ ერთდღიან სალაშქრო-სათავგადასავლო ტურს ყაზბეგში. ულამაზესი ხევის მოსანახულებლად.


✈შეხვედრის დრო და ადგილი: 24 ნოემბერი, კვირა, მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ, შოთა რუსთაველის ძეგლთან დილის 07:30 საათზე

$❁ფასი: 25 ლარი (ფონდ +1მინიმუმის ჩათვლით)

❁ფასში შედის :
ტრანსპორტირება
სალაშქრო ინსტრუქტორების მომსახურება.
ფოტოგადაღება.

❁არ შედის კვება, ყველას თავისი საგზალი მოაქვს და მივირთმევთ ყველა ერთად ბუნწიაღში

❁რას ვნახავთ?
1. ჟინვალის წყალსაცავი
2. ანანური
3. შავი და თეთრი არაგვის შესართავი ფასანაურში
4. გუდაურის გადასახედი
5. მჟავე წყლები, ტრავერტინები
6. გერგეტის სამება
7. დარიალის ხეობა
8.სნოს ხეობა, ციხე, ეკლესია
9.მერაბ ფირანიშვილის ქანდაკებები სნოში
10. პატრიარქის მშობლიური სახლი

❁ფეხით გასავლელი მანძილი
7-8 კმ მთლიანობაში

❁სირთულე:
საშუალოზე მარტივი

☼ამინდი: შედგება მიუხედავად ამინდისა !

❁საფრთხეები, სირთულეები:
ისეთი არაფერი, მთავარია ნაპირზე ვიაროთ და ძირს ნაყარი არაფერი ვჭამოთ :D

❁რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სპორტული ტანისამოსი და სალაშქრო ფეხსაცმელი ან სქელძირიანი ბოტასი

❁რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები,მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, ქუდი, სათვალე. საწვიმარი. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი დ ტანსაცმელი. ( გოგონებს ქვედაბოლო და მანდილი)
თუ ვინმე უკრავთ და მღერით, წამოაცუნცულეთ ინსტრუმენტი :)

თუ იქნება ყველას სურვილი , შეგვიძლია ხინკალი მივირთათ არაგვის ხეობაში, ამისთვის თან უნდა გქონდეთ 7-10 ლარი და მოხდება ადგილზე აგროვება.

ტურზე რეგისტრაციისთვის საჭიროა:
მოგვწეროთ გვარი სახელი და მობილურის ნომერი, შემდეგ ჩარიცხოთ ტურის საფასური მითითებულ ანგარიშის ნომერზე.

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
12001090962
დანიშნულება: ტური ყაზბეგში. სახელი და გვარი
მიმღები: ლელა წიკლაური
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს 593 22 57 20

❁საინტერესო და საჭირო ინფო ჩვენი აქციების შესახებ.

1.ოჯახიდან 2 პიროვნება (დედა-შვილი, მამა-შვილი, და-ძმა) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი პიროვნება მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. ჩვენი აქცია, "აჩუქე ტური იუბილარს" სასაჩუქრე ბარათი შეიძინე 20%-იანი ფასდაკლებით.
5. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებმაც შექმნეს და კიდევაც შექმნიან ოჯახს,ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. .
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შეგვეხმიანეთ პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით. გაითვალისწინეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებთ ფასდაკლებას თუ ცხოვრობთ ერთ ოჯახად და არა ცალ-ცალკე .

☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:

წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!

☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

დამატებითი ინფორმაციისთვის :
☎ 593 22 57 20 ლელა
☎ 555 94 20 01 თენგო

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს >>>
https://www.facebook.com/HikingClubPhoenix/?eid=ARCSWukFSDMKxXuCLeDJu_KFlUyb3bSElpCwsxm6QfhLmL5WuCY8onVEdSh0vlTG58sd4TY540L9JHLs

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/11/19
    დაბრუნება
    • 24/11/19