national delicacy

ოქროს ციხე

  • ID: 57306
  • ნახვები: 4620
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი 16 ნოემბერს, შაბათს გთავაზობთ ერთდღიან სათავგადასავლო ტურს ადიგენის მუნიციპალიტეტში,ოქროს ციხის მოსანახულებლად . ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მახლობლად ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ციხე უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში. შემოიკრიბეთ მეგობრები და შემოგვიერთდით ♥


შეხვედრის დრო და ადგილი:
16 ნოემბერი, შაბათი, მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ დილის 07:00 საათი

♥ღირებულება: 30 ლარი (ჩვენი ფონდ+1 მინიმუმიანად)

♥საფასურში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლის მომსახურება

♥არ შედის: საკვები, ყველას მოგვაქვს საკუთარი და ერთიანად მივირთმევთ ბუნწიაღში

♥საშუალო სირთულე: საშუალო

♥ამინდი:
ამინდის ღმერთმა საუკეთესოვო :)

♥რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სპორტული ტანისამოსი და ფეხსაცმელი

♥რა წავიღოთ?

პატარა ზურგჩანთა, ერთი დღის სამყოფი საკვები,მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი (მათარა, ჯამი, თეფში, კონგალი, ჭიქა ) თბილი მოსაცმელი, საწვიმარი , ქუდი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი , ტანსაცმელი.
თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი :)

♥სანახაობა:
ოქროს ციხე
დროის და სურვილის ქონის შემტხვევაში ღამის რაბათი

☛ფინანსური ნაწილი>>>
____________________
ტურზე რეგისტრაციისთვის საჭიროა:
მოგვწეროთ გვარი სახელი და მობილურის ნომერი, შემდეგ ჩარიცხოთ ტურის საფასური მითითებულ ანგარიშის ნომერზე.

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
12001090962
დანიშნულება:ოქროს ციხე, სახელი და გვარი
მიმღები: ლელა წიკლაური
ჩარიცხვისთავანავე გბიგზზავნით ცარიცხვის ქვითრის ფოტოს ან სქრინს გვერდის პირად გზავნილებში.

☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, 5 დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:

★საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ.

1. დედაშვილი ან მამაშვილი , და-ძმა ან ცოლ-ქმარი , დები, ძმები. (2 პიროვნება ოჯახიდან) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. და მეოთხე :მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. ანუ ორი ერთის ფასად ივლის სულ.
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.

☛წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე და საერთოდ ისეთ თემებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოთ კამათი და დაპირისპირება
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ 593 22 57 20 ლელა
☎ 555 94 20 01 თენგო

▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...

ბედნიერი ლაშქრობა ჩვენ ♥
 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა