,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს.
1. ჯანდარის ტბა
2. გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი - მე-6 ს. დააარსა დავით გარეჯელის ერთ-ერთმა მოწაფემ ლუკიანემ.
3. მრავალწყაროს წყალსაცავი
4. ფერადი უდაბნო - "ფერადი მთები” მას აქ გავრცელებული სხვადასხვა ფერის დანალექი ქანების გამო ეწოდა.
✔ 10 ნოემბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი
ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
2 -3 კმ. მარტივი.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650
ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 8:40 სთ-დან. გავდივართ 9:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
✔ გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი - მე-6 საუკუნის I ნახევარში დააარსა დავით გარეჯელის ერთ-ერთმა მოწაფემ ლუკიანემ. „ბრძანებითავე მამისა დავითისითა აღეშენა უდაბნოჲ მრავალმთისაჲ სახელსა ზედა წმიდისა იოანე ნათლის-მცემლისასა“. მონასტერი გამოკვეთილია ზღვიური წარმოშობის ქვიშაქვებისაგან შედგენილი კლდის მასივში. ნაგებობათაგან აღსანიშნავია უჩვეულოდ მაღალი და ვრცელი მთავარი ეკლესია. ჩრდილოეთით მცირე სათავსი ეკვრის, რომელიც ძირითად დარბაზს 2 თაღის მეშვეობით უკავშირდება. საკურთხევლის წინ მე-18 საუკუნის II ნახევრის კანკელია. მთავარი ეკლესიის სამხრეთით კიდევ ერთი მცირე ეკლესიაა, რომელშიც კლდეში გამოკვეთილი კიბით შეიძლება ასვლა. მთავარი ეკლესიის შესასვლელში აღმართულია კოშკი და ჭიშკარზე დაშენებული სამრეკლო. ინტერიერში შემონახულია მე-12 საუკუნის I ნახევრის მოხატულობის ფრაგმენტები.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ