national delicacy

ლაშქრობა დანახვისის მთაზე

  • ID: 57237
  • ნახვები: 2464
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/11/19
    დაბრუნება
    • 09/11/19
დამატებითი ინფორმაცია

,, საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან უმაგრეს ხედებიან სალაშქრო ტურს ტანას ხეობაში.

,,დანახვისი - მჭურეტი ქართლისა", მდებარეობს ატენის ხეობის უმაღლეს მწვერვალზე, იგი სათვალთვალო კოშკი ყოფილა. ხედები შიდა ქართლსა, თრიალეთის ქედზე და კავკასიონის ულამაზეს მწვერვალებზე, ერთდროულად ვნახავთ ორ ბუმბერაზს - მყინვარწვერსა და იალბუზს. 360°- იანი თვალწარმტაცი პანორამული ხედების ნახვა ვისაც გსურთ, ეს ტური თქვენთვისაა.

ტურის გეგმა ასეთია:
მოვილოცავთ მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე მდგარ მე -7 საუკუნის ატენის სიონს. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები. სოფელ გარდატენის ბოლოდან კი შევალთ ტანას ხეობაში და გეზს ავიღებთ დანახვისის მთისკენ. გზად ვნახავთ ტანას ხეობაში, მდინარე ვერეს ნაპირას, ქედზე მდგარ მე -9 საუკუნის ვერეს (აზრატის ) ციხეს. აქედან მოჩანს ტანის ხეობა და გორი მისი მიდამოებით. შემდეგ კი ვიწყებთ ასვლას დანახვისის მთაზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და ავალთ ზღვის დონიდან 1721 მეტრზე, მთის წვერზე, სადაც დგას დანახვისის წმ. გიორგი თავის თვალწარმტაცი ხედებით.ამ ადგილიდან მდინარე ტანას ხეობა, კავკასიონი და შიდა ქართლის ვაკის დიდი ნაწილი ჩანს. სამხრეთ საქართველოდან შემოსეული მტრის შესახებ, უფლისციხეში დანახვისზე დანთებული ცეცხლით იგებდნენ. მაშინდელი ტელეფონი ეს იყო მოკლედ კაი ,,საჭვრიტინო" ადგილას მივდივართ. ტურის ბოლოს რევაზაშვილების მარანში დავაგემოვნებთ ღვინო ,,ატენურს". საღამოს კი უნიკალურ ხედებიან ფოტოებით და დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს 

შემოგვიერთდი, გადაიღე ბევრი სამახსოვრო ფოტო ბუნებაში, შეიძინე ახალი მეგობრები, შექმენი შენი თავგადასავალი, დაწერე საკუთარი ისტორია.

1. ატენის სიონი - მე- 7ს.
2. დანახვისის მთა - ზღვის დონიდან 1727 მ.
3. დანახვისის წმ. გიორგი - ადრინდელი ფეოდალური ხანა
4. ვერეს (აზრატის) ციხე - მე-9-10 ს.ს.

✔ 9 ნოემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 22 ლარი

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
12 კმ. საშუალო სირთულის.
სალაშქრო მანძილს გავდივართ საშუალო ტემპით, ძალიან ნელა (ტაატით) სეირნობის რეჟიმში ვერ ვივლით, რადგან ტური გათვლილია დროში. ლაშქრობისას გზადაგზა შევჩერდებით დასასვენებლად და სურათების გადასაღებად. ტურის მიმდინარეობისას საჭიროების შემთხვევაში ყველა ვეხმარებით ერთმანეთს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
( გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში )

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ გთხოვთ საკვები შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო რომ არ დავკარგოთ. რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ თერმოსით წამოიღოთ.
✔ კვებისთვის დღის განმავლობაში გამოყოფილია ერთხელ გაჩერება, სადაც ყველა ერთად ვიპიკნიკებთ. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.
ტურის ბოლოს კი გვექნება კოცონ-პიკნიკი ატენის ულამაზეს ხეობაში.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

✔ ვერეს ციხე, აზრატის ციხე, ბერეს ციხე – ციხესიმაგრე შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრზე, მდინარე ტანის ხეობაში, მდინარე ვერეს ნაპირას, ძნელად მისადგომ ქედზე. ციხეს სტრატეგიულად მოხერხებული მდებარეობა აქვს. აქედან მოჩანს ტანის ხეობა და გორი მისი მიდამოებით.
ვერეს ციხე თარიღდება IX-X საუკუნით. ციხე და მისი შემოგარენი თბილისის საამიროში შედიოდა. იგი, ატენის ციხესთან ერთად, მონაწილეობდა ქართლის შემოერთებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. X საუკუნის მიწურულიდან ციხე კლდეკარის ერისთავთ–ერისთავების - ბაღვაშთა გამგებლობაში გადავიდა. XI საუკუნიდან XVI საუკუნის შუახანებამდე ვერეს ციხის მიდამოები საქართველოს სამეფო სახლის განკარგულებაში იყო. 1554 წელს ზაფხულში შაჰ თამაზმა აიღო ვერეს ციხე და გზა გაიხსნა ატენის ციხისკენ, სადაც ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის დედა და ქართლის თავადაზნაურთა ოჯახები იდგნენ. XVII – XVIII საუკუნის ციხე თავად ციციშვილთა ხელში გადავიდა და ამ საგვარეულოს მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტად იქცა. 1638 წელს ვერეს ციხეში გამაგრდა როსტომ მეფის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის თავადთა მეთაური ნოდარ ციციშვილი. მეფემ ალყა შემოარტყა ციხეს. აჯანებულმა ციციშვილმა გაქცევით უშველა თავს. როსტომ მეფემ ვერეს ციხე აიღო და გაანადგურა.

✔ დანახვისის მთა - ქარელის მუნიციპალიტეტი, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

✔დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის სამხრეთ-დასავლეთით შვიდ კილომეტრზე, მთის წვერზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6 X 3,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი და გარედან ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. მინაშენის შესასვლელი სამხრეთითაა, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით მცირე ზომის ხელოვნური ბაქანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, კედლის გასამაგრებლად, მიშენებულია თვალური კონტრფორსი.

✔ ატენის სიონი — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე.ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია (24X19 მ; სიმაღლე 22 მ), ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. შესასვლელები სამრეთით და ჩრდილოეთითაა. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლი წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმელიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის სფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით — ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ-დასავლეთისა საქალებოა. ამ სათავსს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან. გუმბათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია. საკურთხეველი ამაღლებულია ორი საფეხურით. აღმოსავლეთი აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას სატრაპეზო ქვა — ტრაპეზი, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია მსახურთათვის. საკურთხეველში სამი სარკმელოა, სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში — თითო, რვაწახნაგა კამარით გადახურულ სამკვეთლოში — ორი, ჯვაროვანი კამარით გადახურულ კუთხის ოთახებში კი თითო. საკურთხევლისა დადასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა.
1968-1975 წწ. სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ შეაკეთა და გაამაგრა ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთები (ხელმძღვანელი არქიტ. ლ. ხიმშიაშვილი), გუმბათის სახურავი (ხელმძღვანელები არქიტ. რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე). 1983 წ. კი შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით (ხელმძღვ. რ. გვერდწითელი), გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა (ხელმძღვანელი გ. ჭეიშვილი, კ. ბაკურაძე).ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც; ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ, კულტურულ, ენისა თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/11/19
    დაბრუნება
    • 09/11/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა