national delicacy

საბერეები - დავითგარეჯი

  • ID: 57214
  • ნახვები: 3043
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/11/19
    დაბრუნება
    • 10/11/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 10 ნოემბერს, კვირას, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს გარეჯის მრავალმთის უდაბნოს ნაკლებად ცნობილ და ამავე დროს უმნიშვნელოვანეს მხარეში - საბერეები: ხუთ კილომეტრზე გრძელ კლდის მასივზე გამოკვეთილი მონასტრები, ქვიშაქვაში ნაკვეთი ტაძრები, სატრაპეზოები, ქვაბ-სენაკები, ნიშა-სალოცავები, სამეურნეო დანიშნულების სათავსოები, უნიკალური ფრესკები. საუკუნეების განმავლობაში უპატრონოდ მიტოვებული გარეჯის კულტურის ეს უმნიშვნელოვანესი კერა მარტოღა მწყემსების თავშესაფრად ქცეულა, ვანდალიზმის კვალი დღემდე სისხლივით სდის და მშველელს უხმობს. ჩვენი ვალია ხშირად ვესტუმროთ და ყურადღება მივქაციოთ ამ მხარეს, რათა უპატრონობითა და ჟამთასვლით ესეც სულ არ ჩამოინგრეს და დაიკარგოს. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. მღვიმე (მაღაზანა) - მე-9-10 სს. წარმოადგენს საკმაოდ მკვრივ ქვიშა–ქვებში გამოკვეთილ დარბაზულ და ცენტრალურ გუმბათიან ეკლესიათა ჯგუფს–სატრაპეზოებით, საცხოვრებელი და სამეურნეო ხასიათის სათავსებით. ზოგ მათგანში შემორჩენილია კედლის მხატვრობის უნიკალური ნიმუშები, განსაკთრებით მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულება პერანგით. აქ ჩანს ქართული ეკლესიის განვითარება.
2. ბერების წყალი - საბერეების უდაბნოში ერთადერთი ისტორიული წყარო, რომლითაც აქ მაცხოვრებელი ყველა ბერი სარგებლობდა. წყალი მტკნარია, მინერალურს წააგავს და სასმელად ვარგისია.
3. ბერების სერი - მღვიმის აღმოსავლეთით, იმავე ქედზე, გაშიშვლებულ ქვიშაქვის ფენებში ერთი–ორი კილომეტრის ინტერვალით გვხვდება კომპლექსები თითო ეკლესიით, სატრაპეზოთი და დამხმარე სათავსებით. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამთაღიანი ეკლესია.
4. ქოლაგირი, ივრის ჭალები, მე-9-10 სს (თუ გზამ ხელი შეგვიწყო და დაგვრჩა დრო). „ქოლაგირი“ სპარსულად ნიშნავს „მოიხადე ქუდი“. განსაკუთრებით საინტერესოა ეკლესიის ჩრდილოეთი დარბაზი, რომელშიც შემორჩენილია ძალზე დაზიანებული კედლის მხატვრობა: ქტიტორთა თორმეტი ფიგურის გამოსახულება ასომთავრული წარწერებით.

✔ 10 ნოემბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 9 კმ. მარტივი რელიეფი. მიკროავტობუსმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეგვიმციროს ფეხით გასავლელი მანძილი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ გარეჯის ხილვის დროს თვალწინ გადაგეშლებათ მკაცრი ბუნების განუმეორებელი სილამაზე. მოშიშვლებული კლდეებიდან შემოგვცქერიან დაცარიელებული მღვიმეები. აქ ნახავთ ქართული კულტურის უზარმაზარ ლოდებად ნაქცევ, დანგრეულ და გაძარცვულ შესანიშნავ ძეგლებს, რომლებიც დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე. გარეჯის „მრავალმთის მონასტერი“ დიდი ხანია აინტერესებს მკვლევარებს. დავითგარეჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსია საბერეები: ტერიტორიეზა განლაგებული იყო 11 ეკლესია, სატრაპეზო და წინამძღვრის სენაკი. თერთმეტი ეკლესიიდან სამი დარბაზულია დანარჩენი კი ჯვარგუმბათოვანი. მოხატულობა კი მხოლოდ ოთხ მათგანშიღა შემორჩა: V, VI, VII, VIII ეკლესიებში.

✔ პ. იოსელიანის მიხედვით მაღაზანას ანუ მღვიმეს, ხოლო გ. ჯანაშვილის მიხედვით მღვიმეს ადგილობრივი მწყემსები მაღაზიებს უწოდებენ. ვინაიდან „მაღაზან“ თათრუალდ ხვრელს, გამოქვაბულს, მღვიმეს ნიშნავს, ვფიქრობთ, დავტოვოთ ქართული სახელწოდება მღვიმე. მღვიმე მდებარეობს ლავრის ჩრდილო–აღმოსავლეთით, ბერთუბნიდან 8–10 კმ. დაშორებით. მღვიმე წარმოადგენს საკმაოდ მკვრივ ქვიშა–ქვებში გამოკვეთილ დარბაზულ და ცენტრალურ გუმბათიან ეკლესიათა ჯგუფს–სატრაპეზოებით, საცხოვრებელი და სამეურნეო ხასიათის სათავსებით. ზოგ მათგანში შემორჩენილია კედლის მხატვრობის უნიკალური ნიმუშები. აქ მე-9 საუკუნის ბოლო მეოთხედში დარბაზული სამლოცველო და მის აღმოსავლეთით მდებარე გუმბათიანი ეკლესია მოუხატავთ. კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში გამოკვეთილი ორი გუბმათიანი ეკლესიის ფრესკები კი მე-10 საუკუნეს ეკუთვნის. ადრეულ შუა საუკუნეებში დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად ამ ეკლესიებში მოხატულობა ჩვეულებრივ ფარავს მხოლოდ საკურთხეველსა და გუმბათს, მათთან ერთად კი ნაწილობრივ ჩრდილოეთ კედელსაც. ის, თუ რა კომპოზიციები იქნა შერჩეული საბერეების გამოქვაბული ეკლესიების მოსახტად, კარგად ჩანს ყველაზე ადრეული დარბაზული ტიპის ეკლესიაში. საკურთველისთვის ესაა უფლის დიდების კომპოზიცია, რომელიც ამაღლების სახითაა წარმოდგენილი, ამასთან ესაია და ეზეკიელ წინასწარმეტყველთა ხილვას ეფუძნება. სწორედ ამიტომაა აქ იესოს, მთავარანგელოზთა, ღვთისმშობლისა და მოციქულთა ფიგურებთან ერთად ჩართული სერაფიმისა და ქერუბიმის, მახარებელთა სიმბოლოები, ვარსკვლავთა გამოსახულებები. ჩრდილოეთ კედელს ჩვეულებრივ ამკობს ან წმინდა მხედართა სახეები ან ჯვარცმის სცენა. საბერებში მოხატულობით შემკულია გამოქვაბულების სამხრეთი კარიბჭეებიც. საკურთხეველი აქ მთავარანგელოზთა მიერ განდიდებული ჩვილედი ღთისმშობლის გამოსახულებას ეთმობა. კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში სატრაპეზოა გამოკვეთილი სალოცავი აფსიდით, წინამძღვრის ნიშით, სამეურნეო დანიშნულების სათავსებით. ქვაბთა რიგი კომპლექსში მხოლოდ აქაა ორ იარუსიანი. უშუალოდ სატრაპეზოს ზემოთ მომცრო ზომის ეკლესია მდებარეობს. იგი, როგორც სატრაპეზო, მოუხატავადაა დატოვებული. როგორც ჩანს, ეს ქვაბები უშუალოდ უკავშირდებოდა ერთმანეთს. განსაკუთრებით საინტერესოა კომპლექსის მე-7 ტაძრის მხატვრობა, რომელიც მე-10 საუკუნეშია შესრულებული: გუმბათს აქ ჯვრის გამოსახულება ამკობს, საკურთხეველში წარმოდგენილი უფლის დიდების კომპოზიცია კი ნაწილობრივ სახეცვლილია და გამდიდრებული დამატებითი გამოსახულებებით. მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა გვერდით გამოსახულია მფრინავი ანგელოზები, რომლებიც აღამაღლებენ ნათლის შარავანდედში მოქცეულ მაცხოვარს. მოცემულია თვალებით დაფარული ცეცხლოვანი ბორბლების გამოსახულებები. ადრეულ აღმოსავლურ ქრისტიანულ იკონოგრაფიულ ტრადიციებს ეფუძნება ჯვარცმის ვრცელი მრავალფიგურიანი კომპოზიცია, რომელიც ეკლესიის მთელ ჩრდილოეთ მკლავშია განფენილი. აქაა მაცხოვრისა და მის გვერდით ჯვარზე გაკრულ ავაზაკთა, რომაელი ცენტურიონების გამოსახულებები, ეკლესიის სიმბოლური ფიგურები. მკლავის კამარაზე წარმოდგენილი მზისა და მთვარის სიმბოლოები, იერუსალიმელ დედათა ფიგურები, იერუსალიმის ტაძრის ბჭეთა გამოსახულება საინტერესო იკონოგრაფიით გამოირჩევა. ამ მოხატულობაში, სტილის მხრივ, განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს კავშირი ბიზანტიური სამყაროს აღმოსავლური რეგიონების სხვადასხვა მხატვრული წრის ძეგლებთან. აშკარად იგრძნობა ელინისტური ხელოვნების ტრადიციებს ნაზიარები ნიმუშების გამოყენება. კომპლექსის ბოლო მე-8 ეკლესიის მხატვრობა კი მიუხედავად იმისა, რომ ფერწერული დეკორის სისტემის, გამოსახულებათა შერჩევისა და იკონოგრაფიის მხრივ ძირითადად აგრძელებს წინა სამლოცველოებში ჩამოყალიბებულ ტრადიციებს, ფრიად ორიგინალური სტილით გამოირჩევა. გამოსახულებათა ცალკეული ფორმები აქ სამოსის ნაოსთა აღმნიშვნელი კონტურული ხაზით შემოსილი ფერადოვანი ლაქების მონაცვლეობით იქმნება. ეს სამინანქრო ხელოვნებასთან იწვევს გარკვეულ მსგავსებას, რაც სავარაუდოს ხდის რომ ნიმუშად აქ მინანქრით შესრულებული გამოსახულებები უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამის თვალსაჩინო მაგალითია ხარების კომპოზიცია, რომელიც ეკლესიის სამხრეთით გამოკვეთილი მცირე სამლოცველოს მოხატულობაშია წარმოდგენილი. აქ ჩანს ქართული ეკლესიის განვითარება.

✔ ქოლაგირის მონასტერი შედგება ერთი სამდარბაზიანი ეკლესიისაგან სატრაპეზოთი და რამდენიმე სხვა სათავსით, ამათგან ეკლესია და სატრაპეზო მოხატულია, ვინაიდან კომპლექსი გამოკვეთილია შედარებით რბილთიხოვან კონგლომერატებში, მთა ჩამოშლილია და ამიტომ დღემდე მხოლოდ ეკლესიის დასავლეთი ნაწილის ერთმა მესამედმა მოაღწია. განსაკუთრებით საინტერესოა ეკლესიის ჩრდილოეთი დარბაზი, რომელშიც შემორჩენილია ძალზე დაზიანებული კედლის მხატვრობა: ქტიტორთა თორმეტი ფიგურის გამოსახულება ასომთავრული წარწერებით. ბერები სასმელად იყენებენ ივრის წყალს. ქოლაგირი, ისევე როგორც სხვა ივრის პირა მონასტრები, თიხიან ფენებშია გამოკვეთილი. ქვაბების ერთი ნაწილი საერთოდ მიუდგომელია. ისინი კი, რომლებშიც ჯერ კიდევ შეიძლება შეღწევა, ძველი დიდების აჩდრილებსღა ჰგვანან. მთავარ ეკლესიაში მონასტრის ქტიტორთა კახეთის ქორ-ეპისკოპოსთა პორტრეტები ყოფილა, რითაც კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ქოლაგირი მე-11 საუკუნის მეორე ნახევრამდეა მოხატული, ვიდრე დავით აღმაშენებლი კახეთს გაერთიანებულ საქართველოს შეუერთებდა და გარეჯის მონასტრებს სამეფო კუთვნილებად გამოაცხადებდა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/11/19
    დაბრუნება
    • 10/11/19